ბესიკ ჩიმაკაძე: საქართველოში დონე მაღალია, მაგრამ ისინი ინფრასტრუქტურით გვჯობნიან
ზამთრის პირველი ტრანსფერი საქართველოში მარტვილის "მერანმა" განახორციელა. როგორც ვწერდით, უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსანმა სომხური "ულისედან" 27 წლის ფორვარდი ბესიკ ჩიმაკაძე დაიბევა. ჩიმაკაძეს ჩვენი ქომაგი კარგად იცნობს. მას უთამაშია "ამერში", "ვიტ ჯორჯიაში", "ბათუმში", რუსთავის "მეტალურგსა" და იმავე მარტვილის "მერანში", საიდანაც სომხეთს მიაშურა.

ჩიმაკაძე ერთადერთი არ არის ჩვენებურთაგან, ვინც "ულისე" დატოვა. მის კვალს მიჰყვნენ გამოცდილი მცველი დავით ლომაია, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "ვიტ ჯორჯიაში" გაატარა და უკანახაზელი გიორგი კაჭკაჭიშვილი, ვინც ქომაგს "ზესტაფონიდან" უნდა ახსოვდეს.

"ლელო" ბესიკ ჩიმაკაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- რა გახდა "ულისედან" თქვენი წამოსვლის მიზეზი?

- საქმე ისაა, რომ "ულისე" ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. მხოლოდ ერთი თვის ხელფასი ავიღეთ და მერე დაიწყო გაჭირვება. გუნდი ყველა ლეგიონერმა დატოვა და ქართველებიც წამოვედით.

- თქვენ გარდა, ქართველებიდან კიდევ ორი ფეხბურთელი თამაშობდა "ულისეში"...

- დიახ, დავით ლომაია და გიორგი კაჭკაჭიშვილიც იქ იყვნენ, ოღონდ, ახლა არ ვიცი, სად გააგრძელებენ კარიერას.

- რომელი ქვეყნებიდან ჰყავდა "ულისეს" ლეგიონერები?

- რუსეთიდან, აფრიკის ქვეყნებიდან და სერბეთიდან.

- რას იტყვით სომხეთის ჩემპიონატზე? როგორია იქაური დონე?

- საფეხბურთო თვალსაზრისით, საქართველოში დონე შედარებით მაღალია. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით კი ისინი ულაპარაკოდ გვჯობნიან. ერთი თვე ვითამაშე სულ "ულისეში" და რაც ვნახე ის იყო, რომ სომხეთში ხელოვნურ მოედანზე არავინ თამაშობს.

- ფინანსური თვალსაზრისით რა მდგომარეობაა?

- თბილისის "დინამოსა" და "დილას" თუ არ ჩავთვლით, ფინანსური თვალსაზრისით სომხეთში ჩვენზე უკეთესი მდგომარეობაა. ძალიან ბევრ გუნდში ხელფასი 2-3 ათასი დოლარია.

- სომხები 8-გუნდიან პირველობას ატარებენ. ალბათ, იმიტომ, რომ მეტის რესურსი არ აქვთ და რაც კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, გადანაწილებულნი არიან სხვადასხვა გუნდში...

- თქვენს ნათქვამს ერთს დავამატებდი: ჩამოჰყავთ ლეგიონერები და მათ ხარჯზე ხდება დონის შედარებით აწევა. იქაურ ჩემპიონატში ძალიან ბევრი ლეგიონერია.

- მაინც, რამ განაპირობა თქვენი დაბრუნება "მერანში"?

- კლუბის ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში დახმარება მთხოვა. მე ადრეც ვთამაშობდი "მერანში", აქაურობა ჩემთვის ნაცნობია. იმედი მაქვს, "მერანი" შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

- გუნდში ძველი ნაცნობები თუ დაგხვდნენ?

- როგორც იცით, "მერანში" შემადგენლობა ძალიან გაახალგაზრდავდა. აქედან გამომდინარე, ცოტაა ძველი ნაცნობი.

- უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, წესით, იოლი არ უნდა იყოს...

- რა თქმა უნდა, იოლი არ იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. რამდენადაც ვიცი, "მერანი" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს.

- თავის დროზე თქვენზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მაინც, რამ შეგიშალათ ხელი, ამ დროისთვის უფრო მაღალ დონეზე რომ გეთამაშათ?

- პირველ რიგში, ტრავმებზე ვიტყოდი. თავის დროზე, "ამერში" შესანიშნავ ფორმაში ვიყავი და ფეხი მოვიტეხე. მერე "ვიტ ჯორჯიაში" მივედი და ისევ ფეხი მომტყდა. ზოგჯერ ისეთ გუნდში მივდიოდი, ბოლომდე ვერ ვავლენდი თავს. მაგალითად, "ულისე" ავიღოთ - მხოლოდ ერთი თვე ვითამაშე და რაზეა ლაპარაკი?! ვფიქრობ, ჯერაც არ არის გვიან. კიდევ შემიძლია, მოვუმატო.

- რა არის თქვენი კოზირი მინდორზე?

- საგოლე ალღო. ფორვარდი სწორედ ამით ფასობს.

- როგორ ფიქრობთ, არიან საქართველოს ჩემპიონატში თვითმყოფადი თავდამსხმელები?

- არიან. ჩვენში რამდენიმე ასეთი შემტევია. ჩამოთვლა არ მინდა, ვინმე შეიძლება გამომრჩეს.

- როგორ ფიქრობთ, რა გზით უნდა ეშველოს საქართველოს ჩემპიონატს?

- მოედნები უნდა გაკეთდეს და ფინანსურად უკეთესი უნდა იყოს მდგომარეობა, რომ ყველა გაქცევაზე არ ფიქრობდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ვარლამ კილასონია: გვენდობიან და ამიტომაც არიან ჩვენთან...
პრო ლიგა 2. "რუსთავი": გამოცდილი ახალწვეულები
ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს
"ზუგდიდი": პირველი ახალწვეული ბესიკ ჩიმაკაძეა, უკრაინელები დაიწუნეს
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ