ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

სისტემა ტაისონის ინტერესებში
როცა დავრწმუნდი, რომ ეს სისტემა მუშაობდა, მისი საკუთარ ინტერესებში გამოყენება დავიწყე. ამაში დამეხმარა პატიმარი, სახელად ბაკი. ის დეტროიტიდან იყო, სამუდამო პატიმრობას იხდიდა, რომელიც შემდეგ 15 წლით შეუცვალეს. ყოველდღე მთელი მსოფლიოდან უამრავ წერილს ვიღებდი. ერთხელ, ბაკი ჩემს კამერაში ამ წერილებს ათვალიერებდა.

- მაიკ, მინდა გითხრა, რომ არ იცი ამ წერილების კითხვა, - მითხრა მან.

- რას გულისხმობ, ზანგო? - ვკითხე მე. - კითხვა ვიცი.

- კითხვა იცი, მაგრამ არა ქვეცნობიერის დონეზე. აქ ბევრი შეტყობინებაა. ადამიანებს არ სურთ შენ გრძნობებს შეეხონ, რადგან სახელგანთქმული მოკრივე ხარ. ისინი ისეთ სიტყვებს იყენებენ, რომლებსაც მიჩვეული არ ხარ, რადგან სკოლაში დიდი ხანი არ გივლია, მაიკ, - თქვა მან.

გაუგებარი იყო რას მელაპარაკებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჩემი შეურაცხყოფა არ უნდოდა.

- შეხედე, ეს გოგონა რას წერს: "თუ თქვენ ოდესმე რაიმე დაგჭირდებათ, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი. გთხოვთ, გამაგებინოთ, როცა თქვენთვის საჭირო ვიქნები". ეს ფრაზა არ ნიშნავს: "მე რომ თქვენთვის რაღაცის გაკეთება შემეძლოს", არამედ, ნიშნავს: "მინდა რაღაც გავაკეთო თქვენთვის, საკმარისია, უბრალოდ გამაგებინოთ ამის შესახებ". ან ავიღოთ მეორე წერილი: "ვისურვებდი თქვენს გაცნობას და ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას, როგორც ადამიანი ადამიანთან". მომისმინე, ეს რას ნიშნავს: მას უნდა აამაღლოს შენი სტატუსი ცხოვრებაში, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში.

- მაიკ, ჩვენ ახლა უნიკალური სიტუაცია გვაქვს. უამრავი ფული შეიძლება ვიშოვოთ. დღეს შენ ცუდი პერიოდი გაქვს. დიდი ფული დახარჯე ადვოკატებზე. როგორც ჩანს, კოლოსალური თანხა უნდა გადაუხადო იმ ძუკნას, რომელიც სასამართლოში გედავება. შენ გჭირდება ფული სასურსათო მაღაზიისთვის. როგორ აპირებ კარგად კვებას? შენ არ შეგიძლია იკვებო საერთო სასადილოში.

- შენ მართალი ხარ, მე მჭირდება ფული სასურსათო მაღაზიისთვის, - დავეთანხმე მე.

და დავუჯერე ბაკს. ის იღებდა ჩემს წერილებს, თხზავდა პასუხებს და ფული მდინარესავით წამოვიდა. ვიღებდით ფულს, საიუველირო ნაკეთობებს, ვალუტას, ვეფლობოდით ფულში. ერთხელ ვოლესმა სატელეფონო ზარი მიიღო ციხის ერთ-ერთი ზედამხედველისგან.

- პრობლემა გვაქვს მაიკთან და სასურსათო მაღაზიასთან დაკავშირებით, - განუცხადა ჯიმს ზედამხედველმა.

- რა პრობლემებია?

- სასურსათო მაღაზიის გამოყენებისთვის თავის ანგარიშზე 100 ათასი დოლარი მიიღო, - თქვა ციხის თანამშრომელმა.

მაგრამ მალე ნერვიულობის საბაბი მომეცა, რადგან ზოგიერთებს ციხეში მოსვლა და ჩემი მონახულება უნდოდათ. რა უნდა გამეკეთებინა? წარმოდგენა არ მქონდა, რას წერდა მათ ბაკი. არ გამორიცხავ, ის მზად იყო დავექორწინებინე ამ ქალებზე. უკვე ეჭვი შემეპარა, რომ ეს ხაფანგი იყო.

ბაკი ამისთვის შუაზე უნდა გამეგლიჯა, რადგან ვუბრძანე, რომ ფული ჩემი "დისთვის" ან "დეიდისთვის" გაეგზავნა, რომ შემდეგ შეძლებოდა ამ თანხის აღება მათგან, ვისთანაც ის მიდიოდა. ბაკი ციხიდან გავიდა, წერილების წერა კი გააგრძელა ახალგაზრდა ბანდიტმა, რომელსაც რედი ერქვა. და უცებ, საიდანღაც, რედს ახალი ძვირფასი საათი გაუჩნდა და დაემსგავსა სუტენიორს ბრილიანტის ბეჭდებითა და ყელსაბამებით.

ამასობაში, გამოჩნდა გოგონა ინგლისიდან, რომელსაც ჩემი ნახვა უნდოდა. ეს ის გოგო იყო, რომელსაც რედი წერდა. იმ დროს ის კარცერში იჯდა და მე მთხოვა გოგოსთან შეხვედრა, მაგრამ არ გამაფრთხილა, რომ ინგლისელ მანდილოსანთან სერიოზული რომანი ჰქონდა და ნაჩხუბრები იყვნენ. მაშ ასე, მასთან შესახვედრად წავედი და ვფიქრობდი: "ეს შესანიშნავი იქნება!"

ვისხედით პაემნების ოთახში, გოგონას ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა. და უცებ თავს დამესხა:

- სად არის ჩემი ალმაზის ყელსაბამი? სად არის საათი, რომელიც მე მოგეცი? უნდა დამიბრუნო, ნაბიჭვარო!

ესეც ასე! არ მინდოდა ამ სისულელი მოსმენა ვიღაც ანანორმალური ქალსგან, რომელსაც არც კი ვიცნობდი. დავუყვირე მცველს: "წამიყვანე აქედან!" - და წავედი.

ვეჭვობ, მან ადმინისტრაციაში იჩივლა და გამოძიება დაიწყო. ჩემთან მოვიდა ბიჭი, რომელსაც ეს საქმე მიჰყავდა და მკითხა: "თქვენ არ იცნობთ ამ გოგონას, ასე არ არის? მას არასოდეს მოუცია თქვენთვის არანაირი სამკაული, ხომ მართალია?" მან იცოდა, რომ ამ ყველაფერთან რაღაც კავშირი მქონდა, მაგრამ ადმინისტრაციას არ უნდოდა შიდა გამოძიების განყოფილებისგან არანაირი დაკითხვა.

- არა, სერ, ამის შესახებ არაფერი ვიცი. არასოდეს მიმიწერია ამ გოგოსთვის, - ვთქვი მე.

ციხის თანამშრომლები ძალიან შეწუხებულნი იყვნენ იმით, რომ მათთთვის შეიძლება ბრალი წაეყებინათ, რადგან ეს შტატის ციხე იყო. მათ გააგრძელეს გამოძიება, დაიჭირეს რედი და თავიდან მოიშორეს ის.

სავარაუდოდ, თქვენთვის საინტერესოა იმის ცოდნა, მე, ახალგაზრდა და მოწიფული მამაკაცი როგორ ვახერხებდი ციხეში ბუნებრივი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას? ეს პრობლემა მოვაგვარე ერთი თეთრი პატიმრის წყალობით. ვხედავდი, რომ ამ ბიჭთან დადიოდა გოგონა, რომელიც ერთხელ ფეხმძიმედ გამოეცხადა მას. მეგონა, სხვისგან ელოდებოდა ბავშვს და პატიმართან ამ ამბის სათქმელად მოვიდა. მაგრამ სულაც არ იყო ასე. ისინი ტუჩებში კოცნიდნენ ერთმნეთს. პატიმრები ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ და მისი დაცინვა გადაწყვიტეს.

- ნუთუ შენთვის სულერია, რომ შენი ცოლი სხვისგან ელოდება ბავშვს? - დაინტერესდნენ ისინი.

- მომისმინე, ეს ჩემი პირადი საქმეა. და ნუ ერევით, - მიპასუხა მან.

ვკითხე, სინამდვილეში როგორ იყო საქმე და მან თავისი ამბავი მომიყვა:

- მაიკ, ეს ჩემი შვილია. მას შემდეგ, რაც აქ ვარ, უკვე ორი ბავშვი შემეძინა. აი, როგორ ხდება ეს. შენი გოგონა მოდის ქვედა საცვლით, რომელიც შუაში გამოჭრილია, აცვია თავისუფალი ზაფხულის კაბა წინ ღილებით. მაგრამ უკუღმა უნდა ჩაიცვას, რომ ღილები ზურგზე აღმჩნდეს. ითხოვ ვიზიტს შენობის გარეთ და მიემართები ეზოს იმ კუთხისკენ, სადაც სასადილო მაგიდებია. ის მუხლებზე ზურგშექცევით გიზის და მასში შესვლაღა გრჩება. იქ არ არის კამერები და მხოლოდ ერთი ზედამხვედველი გითვალთვალებს, რომელიც ეზოში ყველა დანარჩენ პატიმარს უნდა დააკვირდეს.

ჯანდაბა, ამ ბიჭს არ უნდა მოეყოლა ეს ჩემთვის. იმის გამო, რომ ციხეში უსამართლოდ მოვხვდი, გავიფიქრე: "რატომ უნდა ვთქვა უარი სექსზე? მე ხომ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. რატომ აღარ უნდა მქონდეს სექსი?" ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა მქონდა.

გავეცანი ჩემი თაყვანისმცემლების ფოსტას და ავირჩიე გოგონები, რომლებმაც ყველაზე მეტად მომხიბლეს. მივწერე მათ: "სალამი! ხომ არ გსურთ ჩემი მონახულება? გამოგიგზავნით მოწვევას შეხვედრაზე". მივეცი ყველა საჭირო ინსტრუქცია თავისუფალ კაბაზე და ქვედა საცვალზე.

და როცა პირველი გოგო მოვიდა, უკვე ეზოში ვიჯექი. მზად ვიყავი შეხვედრისთვის.

ის მომიახლოვდა, მაკოცა, მე კი შემოვაბრუნე და...

შესაძლოა, მას შიდსი ჰქონდა და კიდევ სხვა რამ. ძალიან წინდაუხედავად მოვიქეცი. უბრალოდ დავისვი წინ, პრეზერვატივის გარეშე. ღმერთო, საერთოდ არ ვიცნობდი ამ გოგოს! და ჩვენ სექსი გვქონდა დღისით ყველას თანდასწრებით!

გარკვეული დროის შემდეგ, ეს მეცნიერება სრულყოფამდე დავიყვანე. როგორც კი გოგონა კალთაში ჯდებოდა, მე მის ხელს ვიღებდი და რითმს ვაძლევდი, შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმის შემჩნევა, რომ ის საერთოდ მოძრაობდა. ეს ძალიან აქტიურად რომ გამეკეთებინა, ქალი ისეთ ხტუნვას დაიწყებდა, თითქოს ბატუტზე იყო, ეს კი არ მაწყობდა.

და ყველაფერი ნორმალურად იყო, სანამ სისულელე არ ჩავიდინე. ერთ მშვენიერ დღეს თავის გაკონტროლება ვერ შევძელი. და აი, რა მოხდა. აღმოჩნდა, რომ ზედამხედველმა პოსტი დატოვა, უკნიდან მომეპარა და დაინახა, რაც ხდებოდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ ჩამიშვა, რადგან ზედამხედველები არასოდეს ტოვებენ საკუთარ პოსტს.

ამას ისიც დაემატა, რომ ერთმა ატლანტელმა გოგონამ სტატია გამოაქვეყნა Star-ში. ის ამტკიცებდა, რომ ციხეში დავაორსულე და ამის დასადასტურებლად თავისი დიდი მუცლის ფოტო მოიყვანა. მადლობა ღმერთს, ყალბი ფოტო იყო, არანაირი დიდი მუცელი არ ჰქონია. მან სპეციალურად მოაწყო ეს ყველაფერი, რათა იაფი ჟურნალისთვის მიეყიდა ეს ისტორია. შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ჩემს პატარა სექსუალურ თავგადასავლებს წერტილი დაესვა. მთელს ციხეში გაუქმდა ვიზიტები შენობის გარეთ. და ჩემზე ყველა გაბრაზებული იყო. მათ ამას "ტაისონის წესიც" კი დაარქვეს.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა

"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი