ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლონდონში "სანდერლენდისგან" წყენა ისევ ახსოვთ

ლონდონში "სანდერლენდისგან" წყენა ისევ ახსოვთ

პრემიერლიგა. XXV ტურის წინ: ოთხი ისეთი თამაშია, ინგლისელები პირში წყლის დასაგუბებელს რომ უწოდებენ

დღეს, პრემიერლიგაში ოთხი ისეთი თამაშია, ინგლისელები პირში წყლის დასაგუბებელს რომ უწოდებენ - გამობერე ლოყები და უყურე დაჭყეტილი თვალებით. „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ასტონ ვილას“ მასპინძლობს, „არსენალი“ „ევერტონს“, „ჩელსი“ კი „სანდერლენდს“ ეწვევა. რაც შეეხება მეოთხე თამაშს, „უიგანის“ ვესტ ბრომვიჩში სტუმრობა ცხრილის ფსკერისთვის გახლავთ მეტად მნიშვნელოვანი.

თანმიმდევრობით მოვყვეთ: „არსენალმა“ თავის სტადიონზე ბოლო 12 შესაძლებლიდან 10 ქულა მოიპოვა, „ევერტონს“ კი ბოლო სამი სტუმრობიდან ერთიც არ წაუგია. ეს გუნდები ნოემბერში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და „მეთოფეებმა“ 2:1 მოიგეს. მაშინ გოლები ბაკარი სანიამ და სესკ ფაბრეგასმა გაიტანეს. მასპინძელთაგან ტიმ კეჰილმა შეაგდო. ზოგადად, სტატისტიკა ჩრდილოლონდონელთა სასარგებლოდ მეტყველებს: „ევერტონს“ არსენ ვენგერის ბიჭები 2007 წლის მარტის შემდეგ, აგერ უკვე 7 შეხვედრაა არ დაუმარცხებიათ.

„სანდერლენდსაც“ ბოლო 12 შესაძლებლობიდან 10 ქულა აქვს მოპოვებული, ოღონდ სტუმრად და შინ ერთად. რაც შეეხება ინგლისის ჩემპიონს, უკვე ზედიზედ ორი აქვს მოგებული და „ჰეთ-თრიკს“ უმიზნებს. სხვათა შორის, ეს სწორედ ის „სანდერლენდია“, რომელმაც „ლურჯებს“ პირველ წრეში „სტემფორდ ბრიჯზე“ 3:0 აკადრა. სწორედ იმის შემდეგ იყო დასავლეთლონდონელებმა ზედიზედ ექვსი შეხვედრიდან ერთიც რომ ვერ მოიგეს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კი „ოლდ ტრეფორდზე“ წელში გამართული ხვდება „ასტონ ვილას“ - სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს შინ ბოლო 8 თამაში აქვს მოგებული - სხვა შედეგს არ ცნობს. რაც შეეხება არ-წაგებას, მისი ძიება წინა სეზონში, კერძოდ კი შარშანდელ გაზაფხულზე დაგვაბრუნებს, როდესაც აპრილში „ჩელსიმ“ მოუგო 2:1. დარენ ბენტით გაძლიერებული „ასტონ ვილა“ კი მანჩესტერს ყინჩად მიემგზავრება, რადგან გასულ სეზონში იქ 1:0 მოიგო. სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის ნოემბერში ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა: „ვილა“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო 9 წუთში ორი გოლი გაუშვა და ქულას დასჯერდა.

„ვესტ ბრომვიჩისა“ და „უიგანის“ თამაშზე კი მოგახსენეთ, რომ აუტსაიდერული ურთიერთობების გასარკვევად არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ვესტ ბრომვიჩმა“ „ჰოუთორნზე“ ბოლო 6 შეხვედრიდან 4 წააგო, „უიგანს“ კი ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოუგია, მაგრამ იმის იმედი აქვს, რომ „ვესტ ბრომვიჩი“ პირველ ტურში დაამარცხა.

ოთხშაბათის გადატვირთულ საღამოს კი ექვსი შეხვედრა გაიმართება. ტიტულისთვის მებრძოლი „მანჩესტერ სიტი“ ბირმინგემში რთული გამოცდის ჩასაბარებლად მიდის - „ბირმინგემ სიტის“ უნდა აჯობოს. „ტოტენჰემ ჰოთსპური“, რომელმაც ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხე ეტაპზე „ფულჰემთან“ სირცხვილი ჭამა და 4:0 წააგო, ბლექბერნს მიემგზავრება - „ბლექბერნი“ ის გუნდია, ბოლო 6 შეხვედრაში ერთს რომ წააგებს, მეორეს იგებს. ახლა წაგების ჯერი უდგას.

„ლივერპული“ „სტოკს“ მასპინძლობს. არ იფიქროთ, რომ ვხუმრობთ, მაგრამ, „სტოკიც“ „ბლექბერნისა“ არ იყოს, უკვე 7 თამაშია მოგებას წაგებას უნაცვლებს, ოღონდ მისგან განსხვავებით მოგების დრო დასდგომია.

„ნიუკასლი“ ლონდონში ჩადის „ფულჰემთან“ სათამაშოდ. „კაჭკაჭებს“ ოთხი თამაშია არ წაუგიათ, „ფულჰემს“ კი 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა აქვს მოპოვებული.

დღეს

არსენალი-ევერტონი 23:45

დისკვალიფიკაცია: სანია (არს)

ტრავმა: დიაბი, ალმუნია, ვერმაელენი, ფრიმპონგი, გიბსი, ფაბიანსკი, სკილაჩი, სანია - ჯეგიელკა, ჰეიტინგა, ბარკლი

სანდერლენდი-ჩელსი 23:45

ტრავმა: მეილერი, კეტერმოლი, ტერნერი, კემპბელი, მენსა - ალექსი, ჟირკოვი, ბენაიუნი

მანჩესტერ იუნაიტედი-ასტონ ვილა 24:00

ტრავმა: ჰარგრივზი, ვალენსია - აირლენდი, უორნოკი, დელფი

ვესტ ბრომვიჩი-უიგანი 24:00

ტრავმა: რიდი, მეტოკი - კლივერლი, კირკლენდი, მაკკარტი, დი სანტო, მოზესი

ხვალ

ბირმინგემი-მანჩესტერ სიტი 23:45

ტრავმა: მაკფადენი, დანი - რიჩარდსი, ბალოტელი

ბლექბერნი-ტოტენჰემი 24:00

ტრავმა: ჯონსი, გრელა, ენდრიუსი, რობერტსი – კრანჩარი კინგი, ჰადლსტოუნი, ვუდგეიტი

ბლექპული-ვესტ ჰემი 24:00

დისკვალიფიკაცია: ობინა (ვესტ ჰემი)

ტრავმა: კრეინი, ჰერევუდი, ბეშემი, გილკსი, ოლმონდი, კლარკი - დაიერი, მაკკარტი, ილუნგა, ედგარი, და კოსტა, ჰიცლშპრეგერი, კოლისონი, კურუში

ბოლტონი-ვულვზი 24:00

ტრავმა: სტეინსონი, ჰოლდენი, ო’ბრეინი, სამუელი, გარდნერი, დევისი - ებანკს-ბლეიკი, მენსიენი, ნაითი, გუედიურა

ფულჰემი-ნიუკასლი 24:00

ტრავმა: ბრიგზი, ჰელიჩი, სტორი, ზამორა, სენდეროსი – ქეროლი, კემპბელი, ტიოტე, ბენ არფა, რ. ტეილორი

ლივერპული-სტოკი 24:00

ტრავმა: კარაგერი (ლივერპული)

1. მანჩესტერი 23 14 9 0 51:21 51

2. არსენალი 23 14 4 5 48:22 46

3. სიტი 24 13 6 5 37:20 45

4. ჩელსი 23 12 5 6 42:19 41

5. ტოტენჰემი 23 10 8 5 32:26 38

6. სანდერლენდი 24 9 10 5 28:24 37

7. ლივერპული 24 9 5 10 31:31 32

8. ბლექბერნი 24 9 4 11 31:37 31

9. ნიუკასლი 23 8 6 9 36:33 30

10. სტოკი 23 9 3 11 28:28 30

11. ბოლტონი 24 7 9 8 34:35 30

12. ბლექპული 23 8 4 11 34:41 28

13. ასტონ ვილა 24 7 7 10 27:40 28

14. ევერტონი 23 5 12 6 27:29 27

15. ფულჰემი 24 5 11 8 25:26 26

16. ვესტ ბრომვიჩი 23 7 4 12 29:43 25

17. ბირმინგემი 22 4 11 7 21:31 23

18. უიგანი 24 4 10 10 20:39 22

19. ვულვზი 23 6 3 14 24:41 21

20. ვესტ ჰემი 24 4 9 11 24:43 21

ბომბარდირები: 19 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 14 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 10 - ნოლანი (ნიუკასლი); 9 - ბენტი (ასტონ ვილა), კეჰილი (ევერტონი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), მალუდა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ტორესი (ლივერპული), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 8 - კემპბელი (ბლექპული), დემპსი (ფულჰემი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი).

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა