"დუისბურგთან" განშორებული 20 წლის მცველი ყოფილი კლუბის სპორტულ დირექტორს სიცრუეში ამხელს
მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერ "დუისბურგის" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, გუნდის 20 წლის მცველი ლაშა დვალი კლუბის ხელმძღვანელობასთან მივიდა და საქართველოში, კერძოდ, ოჯახში დაბრუნება ითხოვა. აი, ზუსტად ასე...

"ლაშამ გვთხოვა, რომ მისთვის საქართველოში, ოჯახში დაბრუნების უფლება მიგვეცა", - თქვა "დუისბურგის" სპორტულმა დირექტორმა ივო გრლიჩმა.

"დვალი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის მეტს მოინდომებდა და მეტსაც მიაღწევდა, მაგრამ ჩვენ დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რომ მან ოპტიმალურ ფორმას ვერა და ვერ მიაღწია", - ესეც გრლიჩის სიტყვებია.

რატომ და როგორ წამოვიდა დვალი "დუისბურგიდან", სადაც გიორგი ჭანტურიაც თამაშობს? ლაშა დვალმა "ლელოსთან" გულახდილად ილაპარაკა:

"გავრცელდა რაღაც აბსურდული ინფორმაცია, რომ მე, თითქოს, "დუისბურგის" სპორტულ დირექტორთან მივედი და ვთხოვე გაშვება ოჯახში არსებული რაღაც პრობლემების გამო.

ეს არ არის სიმართლე და ამას ყველგან ვიტყვი. სიმართლე არის ის, რომ მე მართლა მივედი "დუისბურგის" სპორტულ დირექტორთან და ვთხოვე, კონტრაქტი გაეწყვიტა იმის გამო, რომ ამ გუნდში თამაშის შანსს ვიმსახურებდი და ეს შანსი არ მომეცა...

ჩემი კონტრაქტი 2016 წლის ივნისში იწურება და ვხვდებოდი, რომ აქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. მწვრთნელი მელაპარაკა. მითხრა, ძალიან მომწონს შენი სტილიო, მაგრამ ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, ვისაც შენზე დიდი ხანია ვიცნობო. შენ კი იმიტომ არ გიწევს თამაში, რომ კარგად არ გიცნობო.

მწვრთნელი რომ ამას გეტყვის, რაღაზე უნდა ილაპარაკო?!.

მეტი მიზეზი რაღაში მჭირდებოდა იმისთვის, რომ კონტრაქტი გამეწყვიტა. რაც შეეხება გრლიჩს, მან ასეთი განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ თავად არ გამოსულიყო ცუდად კლუბის პრეზიდენტთან. ასეთი განცხადებების კეთებას ის ურჩევნია, იმაზე იფიქროს, როგორ გადაარჩინოს გუნდი...

ბევრი სიცრუე დაიწერა "დუისბურგის" საიტზე. არ მოხდება ისე, რომ მე კონკურენციას ვერ გავუძლო. სამწუხაროდ, საქართველოშიც ბევრი ადამიანია, ვინც ჩასაფრებულია, ოღონდ რაღაც ცუდი გაიგონ. მერე რომ ჰკითხო, ძალიან სწყინთ საქართველოს ნაკრების წაგება და უკუსვლა...

მე, უბრალოდ, სიმართლის დაფიქსირება მინდოდა და მეტი არაფერი. არასოდეს მიყვარდა გაზეთებსა და ტელევიზორში გამოჩენა, უბრალოდ, როცა ამდენ სიცრუეს გადავაწყდი, გადავწყვიტე, სწორედაც სიმართლე მეთქვა.

ახლა თავისუფალი აგენტი ვარ და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შემოთავაზებებს ველოდები", - გვითხრა დვალმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgiano
ლაშა შენს გვერდში ვართ გულშემატკივრები. ყველაფერი წინ გაქვს. წარმატებები!
vova
თუ ვინმე იმსახურებს საქართველოში შექებას ეს ახალგაზრდაა იმედია ემოციების გაკონტროლებასაც ისწავლის და საკუთარ ადგილსაც დაიმკვიდრებს მის მიერ არჩეულ პროფესიაში შენი სტილი რომ გაიცნოს მწვრთნელმა მიეცი დრო და კარგი მიზეზი მომავალში
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
გიორგი ჭანტურია "დუისბურგიდან" წამოვიდა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"დუისბურგის" მეკარემ წყლის სმა დაიწყო და გოლი გაუშვა [VIDEO]
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
გიორგი ჭანტურია: კიდევ ორი ფინალი გვაქვს სათამაშო
Liga2-online: ხმათა 61%-ით, გიორგი ჭანტურია ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელია!
ლეგიონი: გიორგი ჭანტურია და "დუისბურგი" მესამელიგელთან დამარცხდნენ
Liga-zwei: ჭანტურიამ ისეთი კლასი გამოავლინა, "დუისბურგს" მისი შენარჩუნება გაუჭირდება
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს