ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ერთიც და პედრო კრუიფს გაუტოლდება

ერთიც და პედრო კრუიფს გაუტოლდება

მაშინ, როცა "სამეფო კლუბის" ბანაკში არგამოცხადებული გლოვაა, "ბარსელონაში" რეკორდს რეკორდზე ითვლიან

მაშინ, როცა "სამეფო კლუბის" ბანაკში არგამოცხადებული გლოვაა, "ბარსელონაში" რეკორდს რეკორდზე ითვლიან. ჩემპიონატში ზედიზედ მოგებულ 15 მატჩზე უკვე გითხარით, ახლა ხოსეპ გვარდიოლას მორიგ რეკორდზეც ვთქვათ - რაც პეპი "ბარსას" მთავარი მწვრთნელია, კლუბმა 401 გოლი გაიტანა. მე-400 გოლი მესის ანგარიშზეა. არგენტინელმა ბურთი "ერკულესის" საჯარიმოს კუთხესთან მიიღო, ჩვეულ სტილში მარცხნივ შეიწია და მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა. შესანიშნავი სოლო-გოლი იყო და სავსებით შეეფერება საიუბილეოს სტატუსს. ორიოდ წუთში მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

157 ოფიციალურ მატჩში "ბარსამ" 401 გოლი გაიტანა გვარდიოლას მეთაურობით, შესანიშნავი შედეგიანობაა. "ბარსელონა" უმატებს და უმატებს. წარმოიგინეთ, 2008/09 წლების სეზონში, როცა პეპის გუნდმა ერთბაშად 6 ტიტული მოიგო, კატალონიელებს მატჩში საშუალოდ 2,54 გოლი გაჰქონდათ. შარშანდელ სეზონში მაჩვენებელმა ოდნავ მოიკლო - 2,33 გოლი მატჩში. წლეულს კი შედეგიანობა ფანტასტიკურია - 2,91 გოლი. ახლა დავითვალოთ ვინ უმართლებს ყველაზე მეტად გვარდიოლას. 401 გოლიდან 122 ლეო მესის ანგარიშზეა, მერე მოდის პედრო 42 გოლით, ეტო'ო - 36, ანრი - 30 და კრკიჩი - 26.

თუმცა კატალონიელთა ბანაკში მხოლოდ პოზიტიური ამბები არ ხდება - კლუბის ექიმებმა გამოაცხადეს, რომ ანდრეს ინიესტამ მხრის პირველი ხარისხის ტრავმა მიიღო. ექიმები აცხადებენ, რომ მისი თამაში ოთხშაბათს ძალზე საეჭვოა. ბუნებრივია, ანდრესმა რომც შეძლოს გამოჯანმრთელება, გვარდიოლა მაინც არ გარისკავს მისი ჯანმრთელობით, ამიტომაც "ალმერიასთან" ინიესტას თამაში გამორიცხულია. ინიესტამ მხარი "ერკულესთან" თამაშის მე-80 წუთზე დაიზიანა, როცა დავიდ კორტესს შეეჯახა. ორთაბრძოლის შემდეგ "ოქროს ბურთის" მაძიებელი მოედანზე დაეცა და შესაცვლელი გახდა, ის იბრაჰიმ აფელაიმ შეცვალა. წლევანდელ სეზონში ინიესტა ტრავმის გარეშე ასპარეზობდა, მან ყველა ტურნირში 31 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

"ალმერიასთან" მატჩისთვის, რომელიც ბევრს არ ნიშნავს ("ბარსელონას" 5:0 აქვს მოგებული) 26 ფეხბურთელი ემზადება. პირველი გუნდის 17 ფეხბურთელს სარეზერვო გუნდიდან 9 ფეხბურთელი შეუერთდა. ვფიქრობთ, ამ ცხრა ფეხბურთელისგან ნახევარს მაინც "ალმერიასთან" საპასუხო მატჩში თავის გამოჩენის შანსი ექნება.

ისევ რეკორდებს დავუბრუნდეთ - პედრო როდრიგესი ერთ-ერთ რეკორდს უმიზნებს. უკვე 6 მატჩია, რაც ის გოლის გარეშე არ ტოვებს მოედანს. ამ მაჩვენებლით კლუბში პედრიტო ჟოზეპ ესკოლას, ქუინის და ხრისტო სტოიჩკოვს გაუტოლდა. თუკი მომავალ ტურში გაიტანს, პედრო იოჰან კრუიფს დაეწევა - 1973/74 წლების სეზონში "მფრინავმა ჰოლანდიელმა" ზედიზედ 7 ტურში გაიტანა. თუმცა ეს არ არის კლუბის რეკორდი - 40-იან წლებში მარიანო მარტინმა ზედიზედ 8 ტურში შეძლო თავის გამოჩენა, ხოლო 1996/97 წლების სეზონში ბრაზილიელმა რონალდომ ზედიზედ 9 ტურში შეაგდო.

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა

ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა

"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს