როლან გაროსზე ნადალის მძლეველმა ჯანმრთელობა ვერ აღიდგინა
შვედმა ჩოგბურთელმა, როლან გაროსის ყოფილმა ფინალისტმა რობინ სიოდერლინგმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 31 წლის სკანდინავიელს 2011 წლის შემდეგ არ უთამაშია მონონუკლეოზის გამო.

"2011 წელს, ბასტადის ტურნირამდე რამდენიმე კვირით ადრე შევიტყვე, რომ მონონუკლეოზით ვიყავი ავად. სამწუხაროდ, ვერ გავაცნობირე სიტუაციის სერიოზულობა და ვარჯიშები გავაგრძელე. შედეგად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა, რომლის მოგვარება ოთხი წლის განმავლობაში ვერ შევძელი. ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ხანგრძლივი დასვენება მჭირდებოდა.

გასულ წელს, სიტუაცია თანდათან გამოსწორდა, რის შემდეგაც დატვირთვები გავზარდე, მაგრამ ძველებურად რთული იყო ვარჯიშების შემდეგ აღდგენა. მჯეროდა, რომ შევძლებდი პროფესიულ ტურში დაბრუნებას, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი - ძველ დონეს ვეღარ მივაღწევდი. ამიტომაც გადავწყვიტე კარიერის დასრულება", - განაცხადა სიოდერლინგმა.

რობინი პირველი ჩოგბურთელია, ვინც როლან გაროსზე ესპანელი რაფაელ ნადალის დამარცხება შეძლო - ეს 2009 წელს, ნახევარფინალში მოხდა. სულ მან ორჯერ ითამაშა საფრანგეთის ღიას ფინალში და ორივეჯერ წააგო - როჯერ ფედერერთან და ნადალთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა