ბრაიანტის სტატისტიკა იზრდება
"ჩიკაგო ბულზში" სერიოზული კრიზისია. გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო, ტრავმების გამო დაკარგა ნოა და მაკდერმოტი, მაგრამ მთავარი მაინც ჯიმი ბატლერის გამოსვლა იყო მთავარი მწვრთნელის ფრედ ჰოიბერგის წინააღმდეგ.

"მიმაჩნია, რომ მწვრთნელი, ხანდახან, გაცილებით მკაცრი უნდა იყოს ჩვენთან მიმართებაში. ვიცი, რომ ფრედი - მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია და ამის გამო, პატივს ვცემ მას. მაგრამ, როცა ბიჭები მოედანზე არ აკეთებენ იმას, რაც საჭიროა, მწვრთნელი ვალდებულია ისინი გონს მოიყვანოს. სხვათა შორის, ეს მეც მეხება. გუნდის თითოეულმა მოთამაშემ ზუსტად უნდა შეასრულოს საკუთარი სამუშაო", - ხმამაღლა განაცხადა ბატლერმა.

რთულია "ბულზის" ერთ-ერთ ლიდერს არ დაეთანხმო. "ხარები" ამ სეზონში შორს არიან სტაბილურობისგან, ჰოიბერგი კი იმ ადამიანად მოსჩანს, რომელსაც B გეგმა არ აღმოაჩნდა იმ დროს, როცა გაირკვა, რომ გუნდს არ შეუძლია მის ტაქტიკასთან მორგება.

სიტუაცია მართლაც დაძაბული ჩანს. როგორ პაუ გასოლმა განაცხადა, ასეთი საკითხების განხილვა დახურულ კარს მიღმა უნდა ხდებოდეს. და თუ უახლოეს პერიოდში გასახდელში სიტუაცია არ დალაგდება, ცუდი სერია, შესაძლოა, გაჭიანურდეს.

ამასობაში, მორიგ სათამაშო დღეს მხოლოდ ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც ყველაზე დაძაბული იყო მატჩი მაიამიში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი "ჰიტი" პირველ ტაიმში 18 ქულას უგებდა "დეტროიტს", გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა სირენამდე 55 წამით ადრე კენტავიუს კოლდუელ-პოუპის ტყორცნა. კრის ბოშს შეეძლო "მაიამისთვის" გამარჯვების მოტანა, მაგრამ მისი ბოლო სროლა არაზუსტი აღმოჩნდა.

დღის მოულოდნელობა კი გახდა "ლეიკერსის" პირველი გასვლითი მოგება სეზონში. კობი ბრაიანტის გუნდმა 111:107 მოუგო "დენვერს". პირველი ნახევარი "ნაგეტსის" 13-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, მაგრამ კალიფორნიელებმა მესამე მეოთხედში შეძლეს ინიციატივის მოპოვება და ბოლომდე მიიყვანეს საქმე. კობიმ ამ სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი გაიმეორა - 31 ქულა ჩააგდო.

საინტერესოა, რომ ბოლო შვიდ მატჩში "შავი მამბას" შედეგიანობა 20.6 ქულამდე გაიზარდა, ხოლო თამაშიდან ტყორცნების რეალიზაცია 48.2 პროცენტამდე ავიდა, არადა, სეზონის პირველ 17 მატჩში ეს მაჩვენებლები ასეთი იყო - 15.9 ქულა და 29.6 პროცენტი.

ჩემპიონი და ამ სეზონის ლიდერი "გოლდენ სტეიტი" გუშინ არ თამაშობდა და რიგითი ვარჯიში ჰქონდა, რომელიც იმით იყო გამორჩეული, რომ პროცესს გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ხელმძღვანელობდა. მან თავისი ასისტენტი ლუკ უოლტონი შეცვალა, რადგან ეს უკანასნელი ავად გახდა.

შეგახსენებთ, რომ კერი ზურგზე გადატანილი ორი ოპერაციის შემდეგ, ვერ ახერხებს ამ სეზონში თავისი მოვალეობების შესრულებას, თუმცა მალე დაუბრუნდება სამუშაოს.

"თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ჯერ ბოლომდე არ მისულა აღდგენითი პროცესი. ყოველდღიურად ვიკრებ ძალებს",- განუცხადა ESPN-ს კერმა.

ფილადელფია-მემფისი 90:104

23:31, 24:22, 19:24, 24:27

ფ: ოკაფორი (18), ტომპსონი (16), კენანი (15).

მ: მარკ გასოლი (19), კონლი (18+6 პასი), ლი (15), რენდოლფი (14+8 მოხსნა), ბარნსი (12+10 მოხსნა).

მაიამი-დეტროიტი 92:93

34:18, 18:36, 23:18, 17:21

მ: ბოში (20), უეიდი (19), უაიტსაიდი (16+16 მოხსნა+4 დაფარება), უდრიხი (14+6 პასი).

დ: ჯექსონი (18), კოლდუელ-პოუპი (14), ჯონსონი (14), ბლეიკი (12), დრამონდი (11+12 მოხსნა).

ტორონტო-დალასი 103:99

32:16, 17:20, 23:31, 31:32

ტ: დეროზანი (28), ლოური (17+10 მოხსნა+7 პასი), როსი (16), სკოლა (15+9 მოხსნა), ჯოზეფი (12), ბიიომბო (9+20 მოხსნა).

დ: ნოვიცკი (20+7 მოხსნა), მეტიუზი (15).

დენვერი-ლეიკერსი 107:111

34:26, 30:25, 16:32, 27:28

დ: ბარტონი (25+8 მოხსნა), ჰარისი (21), იოკიჩი (15+10 მოხსნა), ფარიდი (14+9 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (31), კლარკსონი (19+8 მოხსნა), უილიამსი (17), ბასი (11+4 დაფარება), ნენსი (10), რენდლი (8+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"მაიამი ჰიტმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]
"სელტიკსმა" "მაიამი" დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]
ჯიმი ბატლერის საოცარი მატჩი - იანისის სამმაგი დუბლი "მაიამისთან" საკმარისი არ აღმოჩნდა
ბატლერი შეუჩერებელია - "მაიმიმ" "ბოსტონთან" სერია მოგებით გახსნა [VIDEO]
ჯიმი ბატლერის სასწაული ბოლო წამებზე - "ბაქსი" პლეი-ოფს გამოეთიშა [VIDEO]
ბატლერი გაჩერებას აღარ აპირებს - "მაიამიმ" "ბოსტონი" მეორე მატჩშიც დაამარცხა [VIDEO]