დღეს ქართული საზოგადოება უკანასკნელ გზაზე დავით პეტრიაშვილს გააცილებს
დღეს ქართული საზოგადოება უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ დავით პეტრიაშვილს, ადამიანს, რომელმაც თავისი უანგარო შრომით შეძლო ფასდაუდებელი სამსახური გაეწია ქართული ფეხბურთისთვის. დავით პეტრიაშვილი ერთ-ერთი იშვიათი ქართველი იყო, დამოუკიდებლად რომ გაიკვალა გზა და ევროპული ფეხბურთის მმართველ სახლში ავტორიტეტი გახდა. ის იყო ქართული ფეხბურთის ელჩიც, მფარველიც და იმედიც შუაგულ ევროპაში.

დარწმუნებულნი ვართ, ქართული ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივარი დაუფიქრებლად წაშლიდა 20 დეკემბრის ავადმოსაგონარ ღამეს. ამ დღეს ჩვენ დავით პეტრიაშვილი დავკარგეთ - ჩვენი პეტრო, ალალი, პროფესიონალი, პატრიოტი კაცი, ჩუმი, სიკეთით სავსე, მუდამ თვალებგაბრწყინებული, უეფაში დასაქმების დღიდანვე რომ მუხლჩაუხრელად იბრძოდა ქართული ფეხბურთის დასახმარებლად. მის სიტყვას ხომ დიდი ფასი ჰქონდა... მუდამ საქმიანი და უბრალო, ამჯერადაც გეგმებით დახუნძლული საახალწლო შვებულების გასატარებლად ჩამოვიდა მშობლიურ თბილისში და...

დღეს 24 დეკემბერია... თითქოს მაინცდამაინც არაფრით გამორჩეული დღე, მაგრამ... დღეს პეტროს უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ. დაუჯერებელია, თუმცა ვინ თქვა, რომ გვჯერა?!

დღეს 24 დეკემბერია და ჩვენ ისევ შევხვდებით პეტროს. გამოვემშვიდობებით, მასთან გატარებულ ყოველ წამს გავიხსენებთ, მის გაკეთებულს დავაფასებთ და გასაკეთებელს გადმოვიბარებთ. მას ხომ ყველაზე მეტად სწყუროდა ქართული ფეხბურთის წარმატება და სწორედ ჩვენ ვართ ვალდებულები, ეს წყურვილი დავუამოთ.

დღეს 24 დეკემბერია და საქართველოს უამრავი სტუმარი ეწვევა უცხოეთიდან. სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არა რაიმე წარმატების აღსანიშნავად, არამედ ჩვენი პეტროს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩამოსული დელეგაციების მასპინძლობა უწევს.

დღეიდან დავით პეტრიაშვილის სახელი ქართული ფეხბურთის ისტორიას ეკუთვნის. ჩვენს განუზომელ ტკივილს კი, ალბათ, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ უდიდესი სიამაყეც ახლავს - ჩვენ ხომ დავით პეტრიაშვილის მეგობრები ვართ. დიახ, ჩვენ ვამაყობთ, რომ პეტროსთან წლები გვაკავშირებდა და გვქონდა მასთან ურთიერთობის დიდი ბედნიერება! მართალია, ის სულ რაღაც 46 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ამ მცირე დროშიც მოასწრო დიდი საქმეების გაკეთება და ღირსეული კაცის სახელის დატოვება. ასეთი რამ კი ერთეულთა ხვედრია...

დღეს, 12 საათიდან, ვაჟა-ფშაველას 33-ში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში (სამედიცინო უნივერსიტეტთან) გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, გაიხსნება სამძიმრის წიგნიც და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მასთან გამოთხოვება. 15 საათზე კი, დავით პეტრიაშვილს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე მივაბარებთ მშობლიურ მიწას...

მოგვენატრები, პეტრო!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ზურაბ პეტრიაშვილი: ქართულმა ფეხბურთმა არველაძეები არ უნდა დაკარგოს
[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?
ეროვნული ლიგა. XVII ტურის წინ: ეძღვნება დავით პეტრიაშვილის ხსოვნას...
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა