ამით ფანებმა ესპანელი თავდამსხმელის ლონდონის "ჩელსიში" გადასვლის გამო უკმაყოფილება გამოხატეს
"ლივერპულის" გულშემატკივრება 9 ნომრიანი მაისური ზურგზე ტორესის გვარით დაწვეს. ამით ფანებმა ესპანელი თავდამსხმელის "ლივერპულიდან" ლონდონის "ჩელსიში" გადასვლით უკმაყოფილება გამოხატეს.

რამდენმა გულშემტკივარმა მიიღო აქციაში მონაწილეობა არაა ცნობილი.

ტორესი "ჩელსიში" 2011 წლის 31 იანვარს 50 მილიონ ფუნტად (58.5 მილიონი ევრო) გადავიდა. სატრანსფერო თანხა ინგლისური ფეხბურთისთვის სარეკორდოა. "ლივერპულმა" ესპანელი ერთდროულად ორი ფეხბურთელით შეცვალა - კლუბი "აიაქსის" ურუგვაელი ფორვარდით ლუის სუარესით (22. 8 მილიონი ფუნტი) და "ნიუკასლ იუნაიტედის" თავდამსხმელით ენდი კეროლით (35 მილიონი ფუნტი) შეივსო. კეროლი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი ფეხბურთელი გახდა.

ტორესი მადრიდის "ატლეტიკოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. 2000 წელს მან ამ გუნდში დაიწყო პროფესიონალური კარიერა. 2007 წელს ფორვარდი 20 მილიონ ფუნტად"ლივერპულში" გადავიდა და პირველივე სეზონში პრემიერლიგაში 24 გოლი გაიტანა.

2010/11 წლის სეზონში ტორესმა "ლივერპულის" შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრებში 82 თამაშში მეტოქეთა კარი 26-ჯერ აიღო. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ტორესი 2008 წელს ევროპის, 2010 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა