ლონდონელთა კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩი იმედოვნებს, რომ ტორესის დახმარებით „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვებს

ფერნანდო ტორესი „ჩელსის“ ფეხბურთელია! ინგლისის ჩემპიონმა ბრიტანეთის რეკორდი დაამყარა: ესპანელ ვარსკვლავში „ლივერპულს“ 50 მილიონი ფუნტი გადაუხადა. კლუბებს შორის მარტივი გარიგება შედგა - ფეხბურთელი ფულში გაიცვალა.

სხვა რა ვარიანტი იყო? შეგახსენებთ, რომ ლაპარაკობდნენ, თითქოს, ტორესის სანაცვლოდ „ლურჯები“ 42 მილიონ ფუნტს და ნიკოლა ანელკას გადაიხდიდნენ, მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. ეგაა, მერსისაიდელებმა „ელ ნინიოს“ გაყიდვა მას მერე გადაწყვიტეს, რაც „ნიუკასლიდან“ ენდი ქეროლის შეძენა გაინაღდეს. ინგლისის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელში მათ 35 მილიონი ფუნტის გადახდა მოუხდათ. დასავლეთ ლონდონელთა კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩი იმედოვნებს, რომ ტორესის დახმარებით „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვებს.

ტორესის „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ გადასვლა ბლიც-ტრანსფერი გამოდგა. ესპანელმა „ენფილდის“ ბისებს პარასკევს გამოუცხადა, რომ ლონდონში სურდა გადასვლა, ორშაბათ საღამოს კი ყველაფერი უკვე მოგვარებული იყო.

ტორესის გარდა „ლურჯებმა“ ლისაბონის ბენფიკასგან დიდი ხნის ნანატრი ცენტრალური მცველი დავიდ ლუიზი იყიდეს. გარიგება რომან აბრამოვიჩს 5 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

მოგეხსენებათ გასული შემოდგომიდან მოყოლებული „ჩელსის“ დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს. ეს მეტწილად ბრაზილიელი ალექსის დაშავებამ განაპირობა, რასაც ერთიხანობა კაპიტნის, ჯონ ტერის ზურგის ტკივილიც დაერთო.

თუმცა ჯობს ტორესის ხმაურიან ტრანსფერს დავუბრუნდეთ. სულ „ჩელსის“ ესპანელი თავდამსხმელი 95 მილიონი ფუნტი დაუჯდება. 50 მილიონის ამბავი უკვე ვთქვით - ეს ის თანხაა, რომელიც ლონდონიდან ლივერპულში წავიდა, დანარჩენი 45 მილიონი კი ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთელის ჯიბეში ამოჰყოფს თავს - ტორესს „სტემფორდ ბრიჯზე“ კვირაში 175 ათას ფუნტს გადაუხდიან. ცნობისთვის: „ლივერპულში“ ტორესის ხელფასი კვირაში 110 ათასი ფუნტი იყო.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ „ლივერპულმა“ „ელ ნინიოს“ სანაცვლოდ ენდი ქეროლი იყიდა, მაგრამ ქეროლს მერსისაიდელთა თავდასხმის ხაზში კიდევ ერთი ახალწვეული, „აიაქსისგან“ 22,5 მილიონ ფუნტად ნაყიდი ურუგვაელი ლუის სუარესი შეუწყვილდება.

„ბირმინგემ სიტიმ“ კი რუბინის „ყაზანისგან“ ნიგერიელი ობაფემი მარტინსი იქირავა. თუ მარტინსს აფრიკული ტრადიციის თანახმად (სხვა ქვეყნებზე დელიკატურად არაფერს ვიტყვით) ასაკი გადაკეთებული არ აქვს, ის 26 წლის არის და ამ სეზონის ბოლომდე პრემიერლიგაში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი 2006-09 წლებში „ნიუკასლ იუნაიტედში“ თამაშობდა, შემდეგ კი გერმანია და რუსეთი მოიარა. ნიგერიელს ინგლისში დაბრუნებისკენ შვილის შეძენამ უბიძგა - მისთვის ოჯახთან ახლოს ყოფნა ორმაგად მნიშვნელოვანი გახდა. „ბირმინგემი“ მარტინს კვირაში 40 ათას ფუნტს გადაუხდის, სეზონის ბოლოს კი გრძელვადიან ტრანსფერზე დაელაპარაკება.

„სანდერლენდის“ ნახევარმცველი ენდი რიდი „ბლექპულში“ გადავიდა. რიდი „სანდერლენდში“ 2008 წელს 4 მილიონ ფუნტად „ჩარლტონ ატლეტიკიდან“ გადაბარგდა და მას მერე გუნდის შემადგენლობაში 70 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. „ბლექპულსვე“ მიაშურა „რეინჯერსის“ თავდამსხმელმა ჯეიმს ბეტიმ.

პოლ კონჩესკიმ კი „ლივერპული“ დატოვა და ერთი ლიგით დაბლა, „ნოტინგემ ფორესტში“ გადაბარგდა. თავიდან ლაპარაკობდნენ, რომ 29 წლის მარცხენა მცველი „ფულჰემში“ აპირებდა გადასვლას, უფრო სწორედ კი დაბრუნებას - კონჩესკი გასულ ზაფხულს მერსისაიდზე სწორედ „ფულჰემიდან გადაბარგდა 4 მილიონ ფუნტად - მაგრამ ნოტინგემის ვარიანტმა აჯობა.

„ასტონ ვილამ“ მიონხენგლადბახის „ბორუსიადან“ ამერიკელი ფეხბურთელი მაიკლ ბრედლი იყიდა.

„ძალიან გახარებული ვარ „ვილაში“ რომ გადავედი - თქვა 23 წლის ნახევარმცველმა - მინდა დიდი ფეხბურთი ვითამაშო, საამისოდ კი ბირმინგემის გუნდზე უკეთესს რას ვინატრებდი“.

„ბოლტონმა“ კი ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ჩელსისგან“ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი შეიძინა. სტარიჯი ოუენ კოილის გუნდს ხვალ, „ვულვზის“ წინააღმდეგ შეხვედრაში შეუერთდება. 21 წლის ფორვარდი „ჩელსიში“ 2009 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა.

„ბლექბერნმა“ არგენტინული „ნიუელს ოლდ ბოისისგან“ 22 წლის თავდამსხმელი მაურო ფორმიკა იყიდა, რომელსაც ახალ გაბრიელ ბატისტუტას ეძახიან.

„მას შეუძლია თავად, არაფრისგან შექმნას გოლი. გარდა ამისა მას სხვისი პასებით გატანაც ეხერხება და თავადაც იცის პასის გადაწოდება“, - თქვა „ბლექბერნის“ მწვრთნელმა სტივ კინმა.

"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს