სად ითამაშებენ "გენკის" ქართველები?
არახალია, ქართველები ბელგიური "გენკიდან" წამოსვლას რომ აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა საქმისადმი დამოკიდებულება აშკარად შეცვალა და ახლა უკვე მონდომებით ვარჯიშობს, გუნდის მთავარი მწვრთნელი პეტერ მაესი მას მაინც არ ათამაშებს. სხვათა შორის, ისიც ითქვა და "ლელოც" წერდა, რომ ოქრიაშვილს შეიძლება კიდევ მიეცეს "გენკში" თავის გამოჩენის შანსი.

23 წლის შემტევის მენეჯერ მამუკა ამიროვს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ სიტუაციაში გარკვევა:

"ოქრიაშვილს "გენკიდან" წასვლა თავად სურს, რადგან მწვრთნელი გაუგებარი მიზეზების გამო არ ათამაშებს. თორნიკე კი ამბიციური ბიჭია, ძალიან მონდომებულია და უთამაშებლად ყოფნა არ სურს.

მოლაპარაკება ჰოლანდიის, ბელგიისა და გერმანიის გუნდებთან მიმდინარეობს, ოღონდ, გერმანია რომ ვახსენე, "ვერდერს" არ ვგულისხმობ.

მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, რადგან ევროპაში შობას აღნიშნავენ და ყველა ისვენებს. დიდი ალბათობით, სიახლეები ახალი წლის დასაწყისში იქნება", - ამბობს ამიროვი.

2014 წლის ზაფხულში ოქრიაშვილის თანაგუნდელი გახდა ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია. თბილისის "ლოკომოტივისა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ბელგიურ "გენკში" დიდი იმედებით გადავიდა, თუმცა თამაში არა და არ ეღირსა. მიზეზი ჯერ ტრავმები იყო, რის გამოც მას 8 თვე გაუცდა. ოპერაციის შემდეგ კი ზარანდიამ ფორმა აღიდგინა, მაგრამ... ისევე, როგორც ოქრიაშვილის შემთხვევაში, მწვრთნელი არც მას ენდობა.

არადა, ზარანდია ისეთი ფეხბურთელი არ არის, მხოლოდ ევროპაში ყოფნით დაკმაყოფილდეს. მას ისეთ გუნდში სურს მოხვედრა, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება. მის ასაკში ეს აუცილებელია და "გენკიდან" წასვლა ამიტომაც გადაწყვიტა.

ზარანდიას საკმაოდ საინტერესო შეთავაზებები აქვს, მათ შორის - ჰოლანდიიდან და თავადაც კარიერის ევროპაში გაგრძელებაზე ფიქრობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
თავი უნდა აიყვანოს ხელში თორემ არაფერი გამოვა.ყველაფერი აქვს ფეხბურთი რომ ითამაშოს ჩვენ ასეთი დასაკარგი ფეხბურთელები არ გვყავს, ისეთ გუნდში უნდა მივიდეს სადაც სისტემატურად ითამაშებს, ევროპის რომელიმე საშულო გუნდში.უნდა იშრომოს და დიდ ფეხბურთს ითამაშებს უდავოდ.
levan
ამ ბიჭმა თავის თავზე თუ არ იმუშავა, ვერავინ უშველის. ბალოტელის (ვიცი, ცუდი შედარებაა) მაგონებს :)
kiku
ნიჭიერება ადამიანს არ მოასვენებს,ერთ ადგილზე არ გააჩერებს, არ მოადუნებს, დაღლას დაავიწყებს ხოლო ... და ზარმაცი ნუ გგონიათ ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი, ეს არასწორია, მოკლედ სიზარმაცე ეს ტვინის დავადებაა და ავადმყოფებს მკურნალობა ჭირდებათ და არა ვარსკვლავის წოდება.
GIO
მაგან ეგრე ატრაკოს და გორის დილა სანატრებელი გაუხდება! არ გვყვავდეს ეგეც პაიჭაძე!
merabi g.
ამისნაირი ზარმაცები და უპასუხისმგებლოები, ამაზე ნიჭიერიც ბევრი დაუკარგავს ქართულ ფეხბურთს სამწუხაროდ
Vaska
თუ არ ივარჯიშე ისე არაფერი გამოვა და სადაც უნდა გადავუდეს არსად ათამაშებენ
კკაა
რა დინამოში ძლივს გუნდი ლაგდება ეხლა მაგის არეულობის შეტანა უნდა ახალკაცი რო ცოცხალი იყოს საერთოდ მოკვეთდა ქართული ფეხბურთიდან ევროპაში რაც უნდა ის ქნას
კკაა
რა დინამოში ძლივს გუნდი ლაგდება ეხლა მაგის არეულობის შეტანა უნდა ახალკაცი რო ცოცხალი იყოს საერთოდ მოკვეთდა ქართული ფეხბურთიდან ევროპაში რაც უნდა ის ქნას
qomagi
დინამო თბილისში დაბრუნდეს და ლიგისთვის მოემზადოს, თუ ჭკუა აქვს. თავი გამოიჩინოს და უკეთ აიწყობს კარიერას. ტორმ გადავა რომელიმე ევროპულ გუნDი და არ მოაცილებენ სათადარიგო სკამს, თავის გამოჩენის შანს არავინ მიცემს.
ხრუშა
ე ბიჯოოო რო გადავა მერე დაწერეთ ჟურნალისტებო თქვენს კისეზეა ოქრის გაგიჟება
Daviti
zalamizezec daweret rame rato ar atamasheben turqetshi
კახა
" ისევე, როგორც ოქრიაშვილის შემთხვევაში, მწვრთნელი არც მას ენდობა".. მერაბ მამულაშვილო თუ ღმერთი გწამს თქვი ოქრიაშვილმა ნდობას რო იმსახურებს ისეთი რა გააკეთა გენკში?
sabonis
შენ კი გელაპარაკებიან მარა მაგას თუ უნდა თამაში ეგ თქვი შენ.
giga
სერიალი გრძელდება
Raul
ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ. კალთებს გახევენ ალბათ.
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მატჩში MVP გახდა - "ტენერიფე" "ტრაპანისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
[VIDEO] "ლივერპულმა" "ინტერს" სადავო პენალტით მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
თორნიკე ოქრიაშვილი: დავჭკვიანდი! რაც ცუდი იყო, წარსულში დავტოვე
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
"ატალანტა" მზადაა "გენკის" მცველი 10 მილიონად შეიძინოს
ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: დღე, როცა ყველა თამაში უმნიშვნელოვანესია
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
თორნიკე ოქრიაშვილი თურქეთშია, "ესქიშეჰირთან" მოლაპარაკება მთავრდება
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპული" გადარჩა, "ზალცბურგი" ჩარჩა, "ნაპოლი" მეორეზე დარჩა [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილის ევროპული ვარიანტები - განსაკუთრებით ესპანელები აქტიურობენ
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
კარლო ანჩელოტი: არ გადავდგები, თუმცა...
"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
[ექსკლუზივი] ოქრიაშვილის აგენტი: თორნიკემ თურქულ კლუბში წასვლა არჩია!
სულ სხვა ოქრიაშვილს ნახავთ... მენეჯერის თქმით, თორნიკეს "ვერდერის" ვარიანტი აქვს
ლუკა ზარანდია გაოცებულია, თორნიკე ოქრიაშვილის აგენტი "ვიტესს" გამორიცხავს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება