დავით პეტრიაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, უეფადან საგანგებოდ ჩამოსულმა 20-კაციანმა დელეგაციამ...
დავით პეტრიაშვილთან გამომშვიდობებამ შეგვახსენა, რომ დიდი პროფესიონალები დიდ სიყვარულსაც თესავენ, მათი გარდაცვალება კი დიდ ტკივილს ტოვებს...

უეფას ეროვნული ასოციაციების უფროსი მენეჯერი გუშინ ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დავით პეტრიაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, უეფადან საგანგებოდ ჩამოსულმა 20-კაციანმა დელეგაციამ და მთელმა ქართულმა საფეხბურთო სამყარომ.

ჩამოვიდნენ უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი, აღმასკომის წევრი თეო თეოდორაკისი (რომელიც, შესაძლოა, მალე კიდევ უფრო დააწინაურონ), კომიტეტების ხელმძღვანელები, რუსეთის საფეხბურთო კავშირისა და პროფლიგის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლაი ტოლსტიხი, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ყაზახეთის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის ფედერაციების ხელმძღვანელები.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში ბევრი ცნობილი სახე, მთელი საფეხბურთო ოფიციოზი და ოპოზიცია შეიკრიბა. დავით პეტრიაშვილს ყველა აფასებდა და, რაც მთავარია, ის ყველას უყვარდა...

"ეს დღე უდიდეს ტრაგედიად მიმაჩნია. ჩვენ აქ ყველანი გულის კარნახმა ჩამოგვიყვანა, რადგან ყველას გვიყვარდა ეს კეთილშობილი და მომხიბლავი ახალგაზრდა კაცი. უეფა სამძიმარს უცხადებს ჩვენი ძვირფასი მეგობრის ოჯახს. ჩვენი გულები გლოვობენ და არ ვიცი, დათოს გარდაცვალებით მოყენებული ჭრილობა როგორ შეხორცდება", - ეს არის სიტყვები გრიგორი სურკისის, რომელმაც ცრემლები ვერ დამალა. ასე იყო ბევრი სტუმარი...

"დათო იყო გასაოცარი ადამიანი. მის კეთილშობილებასა და სიკეთეს მრავალ ადამიანზე მოუხდენია შთაბეჭდილება. იმის თქმა, რომ დათო დაგვაკლდება, ნიშნავს - არაფერი თქვა. ბევრი ჩვენგანისთვის და პირადად ჩემთვის, ის იყო ძმა და მეგობარი. უეფას ნაციონალური ასოციაციების დეპარტამენტში დავით პეტრიაშვილი გამორჩეულ როლს ასრულებდა", - ასეთი სიტყვებით დაახასიათა პეტრიაშვილი უეფას აღმასკომის წევრმა თეო თეოდორაკისმა.

"დათო იყო ის იშვიათი გამონაკლისი, რომელსაც შეეძლო საქმე ჩუმად და უანგაროდ ეკეთებინა. წლების შემდეგ უფრო მეტს გავიგებთ, საქართველოსთვის რა საქმეები აკეთა. მას მტერი არ ჰყავდა და ქრისტიანი კაცის ცოცხალი მაგალითი გახლდათ. ჩემთვის ეს უმძიმესი დღეა", - ასე დაემშვიდობა მეგობარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბრის ღამეს დავით პეტრიაშვილი პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giga
და გამოძიებაზე და პასუხისგებაზე რატო არ ისმის ჩამიჩუმი
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ და 16 მილიონი წაიღეს
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ზურაბ პეტრიაშვილი: ქართულმა ფეხბურთმა არველაძეები არ უნდა დაკარგოს
სურკისებს კიევის "დინამოს" 400 მილიონად გაყიდვა უნდოდათ
ეროვნული ლიგა. XVII ტურის წინ: ეძღვნება დავით პეტრიაშვილის ხსოვნას...
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან
[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?
ალექსანდერ ჩეფერინი უეფას ვიცე-პრეზიდენტობიდან სურკისის გაშვებას აპირებს
როგორ აღმოჩნდა უკრაინული კლუბისთვის გამზადებული ინვესტიცია "ზუგდიდში"
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
უკრაინა ომობს, სურკისები კი მონტე-კარლოში გრიალებენ
სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი