ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ Sportall.ge-სთან მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ Sportall.ge-სთან მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს, რუს ალექსეი ლოვჩევს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენის გამო ტიტული ჩამოართვა და ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონად ლაშა გამოცხადდა.

საახალწლო საჩუქარი: რუსს ოქროს ართმევენ და ლაშა ტალახაძეს აძლევენ! [VIDEO]

- თავიდანვე იყო ეჭვები, რომ ლოვჩევს დოპინგი ჰქონდა, ბევრი საუბრობდა ამაზე. შენ თუ გქონდა ეჭვი ან თუ ელოდი მსგავს გადაწყვეტილებას?

- ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რუსები ამ ტექნოლოგიებში საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულს ხარჯავენ, რაც შედეგებზეც ისახება. ეჭვი მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა თუ დაიჭერდნენ - გასაკვირი იყო ჩემთვის. დოპინგის ჩაბარება ერთად მოგვიწია.

გიორგი ასანიძემ მითხრა, "ლაშ, მგონი ყველაფერი არაა ისე, როგორც ერთი შეხედვით ჩანსო" და კიდევაც ახდა.

- რუსები იძახიან არ დავნებდებით, გადაწყვეტილების შესაცვლელად ბოლომდე ვიბრძოლებთო...

- აწი რაც არ უნდა მოხდეს, ვიცი, რომ ღირსეულად მოვიგე და გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში არასამართლიანად მოიქცევიან.

- შენ თვითონ პირველად ვისგან შეიტყე ამის შესახებ?

- გიორგი ასანიძემ დამირეკა, რუსი ჩავარდა და თუ არაფერი იმაიმუნეს, მსოფლიოს ჩემპიონი ხდებიო.

- როგორი რეაქცია გქონდა?

- არ მჯეროდა. გამიკვირდა, არამგონია-მეთქი.

- წინ ოლიმპიადაა...

- ოლიმპიადისთვის მზადება დაწყებულია. დაახლოებით 8 რიცხვიდან რეჟიმში ჩავდგებით და მზადებას გავაგრძელებთ.

- ოლიმპიადაზე მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით მიდიხარ. რას ნიშნავს ეს შენთვის და ოლიმპიადაზე მიზნად რას ისახავ?

- მართალია, მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ ჩემში ეს არაფერს ცვლის - უფრო მეტი მონდომება და ყურადღებაა საჭირო. ფსიქოლოგიურად მომზადება მჭირდება, რადგან იქ ძლიერი კონკურენტები მეყოლება.

ჩემი მიზანი უმაღლეს კვარცხლბეკზე ასვლა და საქართველოს ჰიმნის აჟღერებაა.

franio
წარმატებები ლაშას! თავისი მწვრთნელის "წყალი გადასხმოდეს" ოლიმპიადაზე :)
levan
ლაშა ტალახაძე საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენია.......მსოფლიო ჩემპიონი თანაც ყველაზე პრესტიჟულ წონაში.
არტაგი
შენი გამარჯვებით ყველანი ძალიან გახარებულები ვართ. გამარჯვებები ლაშა!!!
აქვ
წარმატებებს გისურვებ ლაშა. გაახარე შენი თავიც და შენი უამრავი გულშემატკივარი
zaza
გაიხარე ლაშა.
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..