საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე 2015 წელს აფასებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში 2015 წელი შეაფასა და გუნდის მეტ-ნაკლებად გამორჩეულ მატჩებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ერთი წლის წინ დაინიშნა.

- გარკვეული პერიოდია საჭირო, ფეხბურთელები ახალი მწვრთნელის სათამაშო ფილოსოფიას რომ შეეჩვიონ, გაიგონ, რას ითხოვს მათგან. ამ ეტაპის გავლა ჩვენც დაგვჭირდა, მერე კი გაჩნდა კონკრეტული ამოცანა - ფეხბურთელებს არა ეპიზოდურად, არამედ მთელი მატჩის განმავლობაში ეჩვენებინათ ის თამაში, რასაც მათგან ვითხოვდით. ყველაზე კარგად ეს შოტლანდიასთან თბილისურ მატჩში შევძელით, რაზეც შეხვედრის შედეგიც მეტყველებს!

ცუდად არც ირლანდიასთან გვითამაშია, მაგრამ ბიჭებს გამძლეობა აღარ ეყოთ. ანანიძის არყოფნაც დაგვეტყო. დარწმუნებული ვარ, ჯანოს რომ ეთამაშა, ირლანდიასთან სხვა შედეგს ვნახავდით!

- ე.ი. 2015 წლიდან პოზიტივი მეტი გახსენდებათ, ვიდრე უარყოფითი?

- იყო ეპიზოდები, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სიამოვნებას იღებდნენ თამაშით, მეტოქეზე მეტხანს ფლობდნენ ბურთს, უფრო ხშირად უტევდნენ. შოტლანდიასთან მატჩით ძალიან კმაყოფილი ვარ.

მესმის, რომ ქომაგი გიბრალტართან უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ შეხვედრაში ნანახი გააზრებული შეტევები, კომბინაციები, ახალი მოთამაშეები...

გერმანიასთან? მინიმუმ, ფრეს ვიმსახურებდით! ცხადია, მეტოქეს აშკარა ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში საგოლე ეპიზოდები არ შევაქმნევინეთ, ჩვენ კი რამდენჯერმე შეგვეძლო გატანა...

ვნახეთ, რომ ამ მოთამაშეებით შეგვიძლია წარმატებით თამაში.

- მაგრამ ესტონეთთან 0:3 წაგებამ მიწაზე დაგვანარცხა...

- ქართველი ქომაგების მსგავსად, მეც მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ ამ წაგებასაც ჰქონდა ლოგიკური მიზეზები...

მომავალზე რომ არ ვფიქრობდე ან პოპულისტი ვიყო, გერმანიასთან მატჩის შემდეგ ამხანაგურ შეხვედრებს აღარ ვითამაშებდი და წელს "მაჟორულ ნოტზე" დავასრულებდი! მით უმეტეს, ნაკრების წამყვანი მოთამაშეების უმეტესობა არ იყო სასურველ კონდიციაში, მაგრამ ვითამაშეთ და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ.

იხილეთ სრული ვერსია

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

bebeto
ნაკრებში შევსება უნდა ხდებოდეს დრო და დრო ახალი კადრებით, სამწუხაროდ ჩვენთან ეს ვერ ხდება რადგან ეროვნული ჩემპიონატია ძალიან დაბალი დონის.ამ საქმეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ეშველოს,თორემ მწვრთნელად ჯადოქარიც ვერ გვიშველის. თუმცა ცხადაძე კარგად მუშაობს და სწორ სელექციას ატარებს.ამხანაგურები უნდა ჩატარონ როგორმე რაც შეიძლება ბევრი, ოფიციალურ თამაშში უკვე ძნელია ტაქტიკის დამუშავება.ესტონეთთან და ალბანეთთან ჩატარებულმა თამაშებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა კიდევ ბევრია სამუშაო პოზიტივების მიუხედავათ.
Givi
ბატონო კახაბერ თუ თქვენ წაგებულ თამაშს მაჟორულ ნოტას ეძახით ცუდად ყოფილა თქვენი საქმე.ისე გერმანიასთან თამაშს ჩვენც ვუყურეთ და თუ სიმართლე გინდათ მარტო როისს უნდა გაეტანა 4 გოლი. ზოგადად არააქ მნიშვნელობა 2-1 წააგებ თუ 3-0 ს თუნდაც გერმანიასთან სატრაბახო არაფერი გაქვთ წაგების შემდეგ
გუჯა კახაძე
ახალი მწვრთნელის ხელში პოზიტივი ნამდვილად გამოჩნდა! 2018 წელს სისწრაფეები კიდევ უფრო გაიზრდება. ამ კუთხით რამე თუ არ ვიღონეთ ისევ „ტურისტებად“ დავრჩებთ. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად რომ წარვსდგეთ საჭიროა: სწრაფი და ყურადღებიანი მცველები, ფლანგებზე აქტიური შემტევები, ძლიერი ცენტრი და გოლზე დაგეშილი სწრაფი ცენტრფორვარდი. ნაკრებში ფეხბურთელის ფიზიკურად მომზადება ბევრად რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ნაკრების ფეხბურთელებისათვის პროგრამა "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" ითვალისწინებდეს მოკლე სასწავლო კურსს (2-დან 14 დღემდე). გამოიყენეთ ან უკეთესი შექმენით!!!!
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის