რვა ტურის შემდეგ ხოტენაშვილს 4, ძაგნიძეს, ბაციაშვილსა და გურამიშვილს 3-3 ქულა აქვთ
თითო მოგება-ყაიმი და ორი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულეს გუშინ, 28 დეკემბერს, ყატარში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე თავიანთი შეხვედრები ქართველმა დიდოსტატმა ქალებმა.

ნინო ბაციაშვილმა ინდოელ პონუსვემი კონგუველს აჯობა, ბელა ხოტენაშვილი, ასევე, ინდოელ როი პრანტიკს შეუთანხმდა ყაიმზე, ხოლო ნანა ძაგნიძემ და სოფიკო გურამიშვილმა შავი ფიგურებით, შესაბამისად, პიერ ლუიჯი ბასოსა (იტალია) და ვენკატეშთან (ინდოეთი) დათმეს თავიანთი პარტიები.

რვა ტურის შემდეგ ხოტენაშვილს 4, ძაგნიძეს, ბაციაშვილსა და გურამიშვილს 3-3 ქულა აქვთ.

მერვე ტურამდე ყატარის ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) და სანან სიუგიროვი (რუსეთი) მეწინავეობდნენ. გუშინ კარლსენმა შავი ფიგურებით მამედიაროვს აჯობა, ხოლო სიუგიროვი თანამემამულე ვლადიმირ კრამნიკს დანებდა. 5-ქულიანთაგან მხოლოდ იუი იანმა (ჩინეთი) იყოჩაღა - შავებით ნილს გრანდელიუსს (შვედეთი) მოუგო, დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა.

ამდენად, ბოლო ტურის წინ ერთპიროვნულად ისევ კარლსენი დაწინაურდა. ლიდერი ნახევარ-ნახევარი ქულით უსწრებს კრამნიკსა და იუი იანს. 17 მოჭადრაკეს 5.5-5.5 ქულა აქვს.

მე-9 ტურში პირველობისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კარლსენი-კრამნიკი, იუი იანი-ვესლი სო (აშშ). ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: ხოტენაშვილი-პარტიშ რაჯა (ინდოეთი), ძაგნიძე-ნგუენ ლი ტაო (ვიეტნამი), ბაციაშვილი-ნოდირბეკ აბდუსატოროვი (უზბეკეთი), აბჰიმანუ პურანიკი (ინდოეთი)-გურამიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა