დავბრუნდი კამერაში
დავბრუნდი კამერაში. ნარკოლოგმა ქალბატონმა იმავე დღეს, მოგვიანებით დამირეკა. და ამჯერად ყველაფერი გამოვიდა. უბრალოდ, გაჩერება არ შეგვეძლო. ამის შემდეგ მან კამერაში დაიწყო ჩემთან დარეკვა.

- ტაისონი კურსებზე! - მესმოდა ხმამაღალი ბრძანება.

დღეში სამჯერ მიძახებდა. მირეკავდა მაშინაც კი, როცა სავარჯიშოდ დავრბოდი. იძულებული გავხდი, მიმეთითებინა: "არ უნდა დამირეკო იმ დროს, როცა დავრბივარ. ეს ერთადერთი დროა, რომელიც სირბილისთვის მაქვს გამოყოფილი". როცა ეკითხებოდნენ - რატომ დავდივარ ასე ხშირად კურსებზე, პასუხობდა: "მისთვის აუცილებელია დაასრულოს მომზადება ტესტირებისთვის".

ეს ქალი საკმაოდ მძიმე იყო. მიწევდა მისი ხელში აყვანა და კედელზე აკვრა. კარგი ვარჯიში გამოდიოდა. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ ამის კეთება მაგიდაზე დავიწყეთ, შემდეგ იატაკზეც. იმდენი სექსი გვქონდა, რომ ძალიან გამოვიფიტე და სპორტდარბაზში აღარ დავდიოდი. მთელი დღე კამერაში ვრჩებოდი.

იმ დროისთვის უაინო დააბრუნეს და ისევ ერთად ვიყავით.

- ძმაო, როგორ მოხდა, რომ აღარ მუშაობ? როგორც წესი, დღეში ათ მილს დარბიხარ, - მკითხა მან.

- ერთ ნარკოლოგ ქალბატონს ვაკმაყოფილებ. ასე რომ, მეგობარი ქალი მყავს, - ვუპასუხე მე.

- მაიკ, უნდა შეწყვიტო ეს სისულელე, - მითხრა მან. - პრობლემები შეგექმნება. უნდა ივარჯიშო.

აღმოჩნდა, რომ უაინო ამ ქალს ციხის მიღმა იცნობდა. თავდაპირველად, ოდნავ განაწყენდა იმის გამო, რომ ჩვენ შესახებ უაინოს მოვუყევი, მაგრამ მალე მეგობარი გამომადგა: უაინო სკოლის ოთახის კართან დარაჯობდა, რომ ხიფათის შემთხვევაში ჩვენ გავეფრთხილებინეთ.

ერთ მშვენიერ დღეს კი გავიგე, რომ ფეხმძიმედ იყო. დავურეკე მეგობარს ჩიკაგოში, ის ჩამოვიდა და კლინიკაში აბორტზე წაიყვანა. ჩემი მეგობარი ძალიან გაბრაზებული იყო.

- რა თქმა უნდა, როცა ციხეში ხარ, შენთვის ეს ქალი მომხიბვლელია, მაგრამ როცა კლინიკაში ამ ძროხასთან ერთად მივედი, ყველა მე მიყურებდა, - წუწუნებდა ის.

ორი წლის შემდეგ საბოლოოდ მივეჩვიე ციხის ცხოვრებას. თუ ცუდი დღე მქონდა იმის გამო, რომ ტელევიზორში რაიმე არასასიამოვნოს ვუყურე ან ტელეფონით ცუდი ამბავი გავიგე, არავის ნახვა არ მინდოდა. ასეთ დროს უაინოს ვთხოვდი, შეეტყობინებინა ადმინისტრაციისთვის, რომ კარცერში მინდოდა რამდენიმე დღის გატარება.

უაინო მიგროვებდა ნივთებს: სათვალეს, რამდენიმე წიგნს და მივემგზავრებოდი მოსადუნებლად. გარე სამყაროსგან იზოლირება მჭირდებოდა. ზედამხედველის წყალობით, იქ უკანონო პლეერიც კი მქონდა. საერთოდ, პატიმრებს ეკრძალებოდათ პლეერი, რადგან ზოგიერთ შეშლილს შეეძლო მისი გადაკეთება და ციხის ადმინისტრაციაზე ჯაშუშობა. მაგრამ კარცერში არ გამოწმებენ, ამიტომაც ვიღებდი პლეერს და ვუსმენდი ტევინ კემპბელს (აფროამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი).

მხოლოდ მისი კასეტა მქონდა. კარცერში შიშველი ერთ ადგილზე დავრბოდი, აზიდვებს ვაკეთებდი. ისე აქტიურად დავრბოდი, რომ, როცა ციხიდან გავედი, ცემენტის იატაკზე ჩემი ნაფეხურები დარჩა. იატაკი გავტეხე.

იქ მობილურიც ვიშოვე. ღამის ორ საათზე მეგობრებს დავურეკე და წყობიდან გამოვიდნენ, როცა გადაუხდელი ზარი დაინახეს. ისინი ამ დროს მდიდრულ წვეულებაზე იმყოფებოდნენ. მაშინ იგებ, ვინ არის შენი მეგობარი, როცა უბედურებაში ხვდები. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთმა მიმატოვა, როგორც კეთროვანი. მაგრამ მქონდა ბედნიერება, გვერდით მყოლოდა ბევრი კარგი ადამიანი, რომლებიც მხარში მედგნენ სიხარულშიც და მწუხარებაშიც. ისინი მეხმარებოდნენ საბრძოლო სულის შენარჩუნებაში. მათი სტუმრობა ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის.

სამჯერ მოვიდა ჩემთან კასის მეუღლე და ჩემი დედობილი კამილა. არ მინდოდა, მას აქ ვენახე, მაგრამ ვერ გადავათქმევინე. უკვე 80 წლის გახლდათ და მისთვის ეს მძიმე მგზავრობა იყო, მაგრამ მაინც ბედავდა ამის გაკეთებას. მასთან ერთად იყო ჯეი, რომელთანაც კომიკსების გმირებს განვიხილავდი. დაინტრიგებული დავრჩი ერთ-ერთი კომიქსის წაკითხვით, რომელიც სტენ ლიმ (ნამდვილი სახელი - სტენლი ლიბერი) - "მარველ კომიქსის" შემქმნელმა გამომიგზავნა. მან, აგრეთვე, "მარველ კომიქსის" ზოგიერთ პერსონაჟთან ერთად დამხატა, თითქოს მე ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი. ერთხელ ჯეის ვთხოვე, მულტფილმის ყველაზე მაგარი გმირი დაესახელებინა. მან ჰალაკტუსი აირჩია, მე - აპოკალიპსისი. ვერაფრით მივედით რაღაც გადაწყვეტილებამდე, სანამ ჯეიმ არ თქვა: "მაიკ, ჰალაკტუსი ხომ სამყაროს შთანთქავს. როგორ შეძლებ მის დამარცხებას?"

ჩემი პირველი ქალიშვილი მაიკიც (მაიკი ლორნა 1990 წელს დაიბადა) მოვიდა ციხეში დედამისთან ერთად. მაშინ მხოლოდ სამი წლის იყო, მაგრამ დღემდე ახსოვს ფრენა ნიუ იორკიდან ინდიანაში და ჩემთან გადაღებული ფოტო აგურის კედლის ფონზე.

რამდენჯერმე დონ კინგიც მეახლა და ყოველ ჯერზე თან მოჰქონდა ხელმოსაწერი კონტრაქტი, რომელიც აბსოლუტურად უკანონო იყო, მაგრამ ეს მას არ აღელვებდა. მიხაროდა მისი ვიზიტები, რადგან ვიცოდი, რომ ეს ფულის შოვნას უკავშირდებოდა. მასთან ერთად იყვნენ რორი და ჯონ კორნი, მაგრამ ისინი დამოუკიდებლადაც მოდიოდნენ, გაცილებით ხშირად.

ამაღელვა მალკომ იქსის (ელ-ჰაჯი მალიქ ეშ-შაბაზი - აფროამერიკელი ისლამისტი, სულიერი ლიდერი და ადამიანის უფლებათა დამცველი) ქვრივის - ბეტი შაბაზის (ამერიკელი პედაგოგი და სამოქალაქო უფლებების დამცველი) ვიზიტმა. სრულიად გამაოგნა ამ ამბავმა. ისეთი გაკვირვებული და შოკირებული ვიყავი, რომ იდეალურად ვიქცეოდი. ერთი უხეში სიტყვა არ მითქვამს. ეს მართლაც საოცარი ქალბატონი იყო.

ჯეიმს ბრაუნი (ამერიკელი მომღერალი და მუსიკოსი), სოულის ე. წ. ნათლიმამა, ასევე მოვიდა ჩემსანახავად. ის სიდიკმა მოიყვანა. მას იასამნისფერი კოსტიუმი და ფეხსაცმელი ეცვა და წითელი ჰალსტუხი ეკეთა, თმა აფუებული ჰქონდა. მომიყვა, როგორ უნდოდა ჯეკი უილსონის (აფროამერიკელი მომღერალი, მოღვაწეობდა რიტმ-ენდ-ბლუზისა და როკ-ნ-როლის მიჯნაზე) გალახვა, რომელმაც გახუმრება სცადა და მის თმებს შეეხო.

- მე მოკრივე არ ვარ, მე ჯორჯიის შტატიდან ვარ, - თქვა მან. - ხალხს ეშინია ჯეკის, მე არა. აბა, ხელი მოკიდე.

და მან თავისი ბიცეპსი მანახა.

- მყარია, როგორც ქვა.

ჯეიმსს ოტის რედინგზე (სოულის კლასიკოსი, რომელიც 26 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა) ვკითხე, რომელიც მისი მეგობარი იყო. ჯეიმსმა თქვა, რომ უკეთესი თვითმფრინავი ჰყავდა, ვიდრე ოტისს. მისი თვითმფრინავი გადატვირთული იყო, ჩამოვარდა და ოტისი დაასამარა.

საოცარი მოსასმენი იყო, როგორ ტრაბახობდა ასეთი რამეებით ჯეიმსი. მას მოკრივის თავმოყვარეობა ჰქონდა.

გაუთავებლად ლაპარაკობდა - საკუთარ საწარმოებზე, მათ შორის, რადიოსადგურზე. სამსახური შემომთავაზა ჩემი საქმეების მართვაში და ვთხოვე - სიდიკთან კავშირზე ყოფილიყო. ამის შემდეგ, ძალიან მალე, სიდიკს წერილი მისწერა, რომელშიც ჩემი საქმეების მართვის სანაცვლოდ 70 პროცენტი მოითხოვა, მე კი 30 პროცენტი დამიტოვა. გავიფიქრე, რომ დონ კინგმა თავისი საქმე ცუდად იცოდა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი