ჩვენი წყალბურთელები ამჟამად სტამბოლში იმყოფებიან და იბრაჰიმ სულუს საერთაშორისო მემორიალში გამოდიან
გაისად, 10-23 იანვარს სერბეთის დედაქალაქი წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებისთვის ინტენსიურად ემზადება საქართველოს ნაკრები, რომელიც კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე ზედიზედ მეორედ მონაწილეობს.

ჩვენი წყალბურთელები ამჟამად სტამბოლში იმყოფებიან და იბრაჰიმ სულუს საერთაშორისო მემორიალში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეებს - თურქეთს, რუმინეთსა და ჰოლანდიას უწევენ მეტოქეობას.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე გაფართოებული შემადგენლობით ჩავიდა: ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია, გიორგი ხვედელიანი, რევაზ იმნაიშვილი, ივან სტრუიჩი, მარკო ელეზი, მარკო ელაჩა, ანდრია ბითაძე, ხვიჩა ჯახაია, კონსტანტინე გეგელაშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე, ალექსანდრე ყაზახიშვილი, ლევან ჩიქვინიძე, ზურაბ ჩიკვაიძე; მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი, ვლადიმერ ისელიძე.

ჩვენმა გუნდმა პირველ ტურში თურქეთის ნაკრებს აჯობა - 14:10. ჩვენებურთაგან ბურთები გაიტანეს: 3-3 - რურუამ და ელაჩამ, 2 - ხვედელიანმა, თითო - ქავთარაძემ, ცრეპულიამ, ბაღათურიამ, ელეზიმ, ბითაძემ და გეგელაშვილმა. ამავე დღეს ჰოლანდიამ რუმინეთი დაამარცხა - 12:6.

გუშინ, 29 დეკემბერს, ჩვენებმა რუმინეთსაც მოუგეს - 12:9 და ჰოლანდიამ თურქეთს აჯობა - 12:7.

დღეს, ასპარეზობის ბოლო ტურში ითამაშებენ: საქართველო-ჰოლანდია, თურქეთი-რუმინეთი.

იოვან პოპოვიჩის შეგირდები სტამბოლიდან შინ დაბრუნდებიან. ნაახალწლევს - 3 იანვარს ამსტერდამს მიაშურებენ და ჰოლანდიის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ, 6 იანვარს ნოვი სადში ჩავლენ საწვრთნელ შეკრებაზე, 10 იანვარს კი ბელგრადს ეწვევიან.

ევროპის ჩერმპიონატის ჯგუფური ტურნირის პირველ ორთაბრძოლას 11 იანვარს რუმინეთთან გამართავენ, 13 იანვარს გერმანიასა და 15-ში კი იტალიასთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
წინაპრის ნაკვალევზე - ინტერვიუ რევაზ იმნაიშვილთან
მსოფლიო ლიგა: საქართველო იტალიასთან დამარცხდა