არდას უფეხბურთოდ ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მან მაინც არ გამოილია საქმე და საკეთებელი
თურქეთის ნაკრებისა და "ატლეტიკოს" ერთ-ერთი ლიდერი არდა თურანი ზაფხულში გადავიდა "ბარსელონაში", თუმცა ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო მას ნახევარი წლით იძულებითი უქმობა გამოუწერეს - სწორედ იანვრიდან ითამაშებს არდა "ბარსელონას" შემადგენლობაში.

არდას უფეხბურთოდ ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მან მაინც არ გამოილია საქმე და საკეთებელი. როგორ გაატარა თურანმა იძულებითი ნახევარწლიანი არდადეგები? ჩვენი წერილი სწორედ ამ თემას ეძღვნება.

ვარჯიში

თურანი "ბარსელონას" ფეხბურთელი ზაფხულში გახდა. მან კონტრაქტი კლუბთან ივლისის დასაწყისში გააფორმა, მაგრამ უეფას სანქციების გამო ვერ ითამაშა. არდას შეეძლო, ზამთრამდე იჯარით წასულიყო "გალათასარაიში", მაგრამ მან დარჩენა და "ბარსასთან" ერთად ვარჯიში გადაწყვიტა. თქვა, რომ ასე უკეთ შეეგუება ახალ პარტნიორებს.

უეფას გულმოწყალების იმედად

"ბარსელონა" უეფასთან" ამ საკითხის მოგვარებას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც მძიმე ტრავმა მიიღო ალკანტარამ, "ბარსამ" სთხოვა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, ნება მიეცათ მათთვის, თურქი განაცხადში შეეყვანათ.

"ბარსელონამ" ამ პრობლემის მოგვარებაში დახმარება თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასაც სთხოვა. თურანმა წერილი მისწერა უეფას, მაგრამ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ქოში უკუღმა ჰყარა.

მესის ათნომრიანი იუარა

"თურქეთის ეროვნულ ნაკრებში მე 14-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი. მამა იოჰან კრუიფის დიდი ქომაგია. "ატლეტიკოში" მომცეს ათნომრიანი მაისურა. "ბარსელონასთან" კონტრაქტი რომ გავაფორმე, ჩემთან მოვიდა მესი და მითხრა, რომ თუ მსურს ათნომრიანი მაისურა, შემიძლია ავიღო, ის თანახმაა".

მესი "ბარსაში" თამაშს 10-ნომრიანი მაისურით აგრძელებს. ასე რომ, დასკვნა თავად გამოიტანეთ.

შეეხო სუპერთასს

"ბარსელონამ" თურანის გაფორმების შემდეგ თბილისურ სუპერმატჩში ევროპის სუპერთასი მოიგო. თურანს თამაშის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ჯილდოს მოპოვების შემდეგ თასთან და მედალთან სურათი მაინც გადაიღო.

წლის ადამიანი თურქეთში

სათამაშო პრაქტიკის არქონას ხელი არ შეუშლია არდასათვის, 2015 წელს ერთ-ერთი უმთავრესი ჯილდო მოეგო. ის თურქეთში წლის ადამიანი გახდა. არდას ჯილდო ცნობილმა თურქმა კალათბურთელმა, ჰაიდეთ თურქოღლუმ გადასცა.

GQ-ს რჩეული

ჟურნალმა GQ-მ წლის ადამიანისათვის განკუთვნილი პრემია სწორედ არდას მიანიჭა. 2014 წელს ამავე ჟურნალმა არდა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

ფოტო - შიშველი დანი ალვეში

არდა ძალიან მალე და კარგად შეეგუა "ბარსელონას" ატმოსფეროს. ნეიმარი სისტემატურად პოსტავს მასთან ფოტოებს. დანი ალვეშმა კი უფლება მისცა არდას, ის შხაპის ქვეშ მყოფი გადაეღო.

უიღბლობა კომპიუტერთან

"ბარსელონაში" ჩატარდა საინტერესო ტურნირი კომპიუტერულ ფეხბურთში. არდა გუნდში დანი ალვეშთან და ბრავოსთან ერთად იყო. ეს გუნდი ნეიმარის, ტერ შტეგენისა და ალბას კომპანიას შეხვდა. არდას გუნდი 0:4 განადგურდა.

მისაბაძი მაგალითი

თურქეთში არდა მისაბაძი მაგალითია, თუნდაც - ჩაცმულობის სტილის მიხედვით. ის არ ერიდება "ტუსოვკებს" - არც მადრიდში, არც თურქეთსა და ბარსელონაში.

მესისთან ერთად დასცინა ბატე-ს

თურანისთვის თამაში არ შეიძლება, სტადიონზე სიარულს კი მას არავინ უშლის. ბატე-სთან მატჩს არდამ მესისთან ერთად უყურა და დიდი ალბათობით, მეტოქეს დასცინა კიდეც.

საყვარელი რესპონდენტი

ამ უქმობისას თურანმა იმდენი ინტერვიუ დაარიგა, რამდენიც მას არასოდეს მიუცია. მან საკუთარი თავი საფეხბურთო ექსპერტის ამპლუაშიც მოსინჯა.

გადაიღეს რეკლამაში

"ბარსელონას" ერთ-ერთი პარტნიორია "ლასა". სწორედ მის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა თურანმა. თურანთან ერთად რეკლამაში გადაიღეს "ბარსელონას" ლეგენდარული კალათბურთელი ნავარო.

საუკეთესო ასეულში

ჟურნალ 4-4-2-ის მიხედვით, არდა 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა. ის 62-ე ადგილზე გავიდა. "ბარსელონადან" ამ სიაში მოხვდნენ მესი (პირველი ადგილი), ნეიმარი (3), სუარესი (5), რაკიტიჩი (12), ინიესტა (15), ბუსკეტსი (21), პიკე (35), ალბა (57)

მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე

თურქეთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მოხვდა. თურქებმა შესარჩევი ციკლი არადამაჯერებლად დაიწყეს, მაგრამ ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგეს. თურქებმა უკან თვით ჰოლანდია მოიტოვეს. არდამ ციკლში 2 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი გააკეთა.

ხელფასი

არდას წლიური ხელფასი 11,7 მილიონი ევროა. ის არ თამაშობდა ფეხბურთს და აკეთებდა იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ამაში მან ნახევარი წლის განმავლობაში 4,8 მილიონი ევრო მიიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"სანამ ომი გრძელდება, ჩემს კლუბს ვერ მივატოვებ" - თურანმა "შახტარიდან" წასვლაზე და თურქეთის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ასეთ ადამიანს ფეხბურთზე როგორ ველაპარაკო?" - თურანი მესისა და რონალდოს შედარებაზე
ოფიციალურად: ქართველების "შახტარს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] როცა შენი კლუბის ტელევიზიის ჟურნალისტი ულამაზესი გოგონაა - რა შეემთხვა "შახტარის" მწვრთნელ არდა თურანს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
მოლაპარაკებები ბერძნულ გრანდთან - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" ისევ არ დარჩება
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს