ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-17 ორმაგი დუბლი NBA-ს მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ "გოლდენ სტეიტთან" გამოჭედა
ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-17 ორმაგი დუბლი NBA-ს მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ "გოლდენ სტეიტთან" გამოჭედა, რაც "დალას მავერიკსისთვის" მორიგი გამარჯვების მოპოვებაში განმსაზღვრელი ფაქტორი გამოდგა.

გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც - დალასელებმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 წაგების მქონე გუნდს ანგარიშით 114:91 მოუგეს.

დალასი-გოლდენ სტეიტი 114:91

გასულ 30 მატჩში "გოლდენ სტეიტს" 29 მოგება და ერთადერთი მარცხი ჰქონდა. ოკლენდურმა გუნდმა სეზონი ზედიზედ მოპოვებული 24 გამარჯვებით დაიწყო, რითაც ყველა დროის რეკორდი მთელი 6 მოგებით გააუმჯობესა.

ასეთ გუნდთან მატჩში ფაჩულია იყო ერთადერთი მოთამაშე მოედანზე, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა. ზაზას უშუალო ოპონენტმა ანდრე ბოგატმა კი შეხვედრა 9 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა.

ოკლენდელებს ამ მატჩში დიდი დანაკლისი ჰქონდათ, თუმცა სტივ კარის არყოფნა "გოლდენ სტეიტის" უიმედო მარცხის გასამართლებად ვერ გამოდგება. დალასელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს "გოლდენ სტეიტი" და მთელი თამაში ისე ჩაატარეს, სტუმართათვის წარმატების მცირეოდენი შანსიც არ მიუციათ. ამაში ლომის წილი ფაჩულიას მიუძღვის, რომელმაც ორმაგი დუბლი უკვე მეორე პერიოდში შეასრულა.

ზაზა ფაჩულიამ ფარზე ყველას დაასწრო და 2 ქულა მოიპოვა

მთლიანობაში ქართველ ცენტრს ბევრი არ უთამაშია. ამის მიზეზი მატჩისთვის ინტრიგის ნაადრევად დაკარგვა იყო. როცა დალასელთა უპირატესობამ მესამე პერიოდში 20 ქულას გადააჭარბა, შეხვედრის ბედი გაირკვა და ასპარეზი სათადარიგო მოთამაშეებს დაეთმოთ.

სასტარტო ხუთეულში მყოფმა ფაჩულიამ ფიცარნაგზე 24 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 14 ქულა შეადგინა. ზაზა ფარქვეშეთის ბატონ-პატრონი გახლდათ, რასაც მის მიერ მოგროვებული 15 მოხსნაც ცხადყოფს. 14 ქულასა და 15 მოხსნასთან ერთად ფაჩულიამ 2 პასი მიითვალა, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

დალასელთაგან საუკეთესო ისევ ჯეი ჯეი ბარეა გახლდათ, რომელსაც დერონ უილიამსის ტრავმის გამო შანსი მიეცა და მას მშვენივრად იყენებს. ამჯერად პუერტორიკოელმა ვეტერანმა 23 ქულა და 6 პასი მიითვალა. 18 ქულა დააგროვა დირკ ნოვიცკიმ, ხოლო 13-13 ვესლი მეთიუზმა და დევინ ჰარისმა.

19 მოგებითა და 13 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა და მცირედით ჩამორჩება "ლოს ანჯელეს კლიპერსს". მორიგი ჯახი დალასელებს მაიამიში, 2 იანვარს ელით.

რაც შეეხება ორმაგი დუბლების რბოლას, 17-17 ერთეულით ლიგაში მე-4 ადგილს ფაჩულია და დეანდრე ჯორდანი იყოფენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

vaxo
კარი მსოფილიოს ყველა დროის საუკეთესო შუთერია!!! რომ ეთამაშა დალასი ვერ მოიგებდა, მაგრამ საღოლ ზაზას!!!
nika
არა დაბნეული ნადვილად არ ყოფილა მიამჩნია რომ ძალიან კარგად ითამაშა ჯერ ერთი 35 წუთში გააკეთო 15 მოხსნა ძაან რთულია და ზაზამ ეს 24 წუთში შეძლო ითამაშა პრაქტიკულად უშეცდომოთ 2 დაკარგვიდან ერთი საერთოდ არ იყო მისი ბრალი ხოლო 3 ჯარიმიდან ერთი ტაქტიკურად მიზანმიმართული და სწორი იყო, ამიტომ ვერანაირად ვიტყვი რომ დაბნეულად ირჯებოდა იდეალური პროცენტი და გართულებს გარეშე მოპოვებული ორმაგი დუბლი არანაირად მიუთითებს ზაზას დაბნევაზე ამასთანიავე მეტოქის ფარზე გაკეთებული 8 მოხსნა გოლდენ სტეიტთან ყველას არ შეუძლია ნადვილად ასე რომ ყოჩაღ ზაზას და ვულოცავ დალასს რომ ასეთი ცენტრი ყავს არა იმიტომ რომ ქართველია არამედ იმიტომ რომ იდეალური კალათბურთელია, ხოლო შეცდომები კალათბურთში ყველას მოდის ეს ბუნებრივი მოვლენაა და ამისგან დაზღვეული არავინაა
ნოდარი
პანტელეიმონს: მარტო ის ხომ არ არის აღსანიშნავი, რომ ორმაგი დუბლი გააკეთა? 1. ორმაგი დუბლი გააკეთე თამაშის პირველ ნახევარში! 2. 24 წუთზე მეტი კი არ უთამაშია სულ, არადა ჯამში 14 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა! 3. ორივე გუნდში ერთად აღებული მეტი ორმაგი დუბლი არავის გაუკეთებია! 4. არ დაგვავიწყდეს, რომ მეტოქე არის მოქმედი ჩემპიონი და გუნდი, რომელმაც მთელს სეზონში მხოლოდ მეორე მატჩი წააგო და თანაც რამხელა სხვაობით! ?!–ს: ნეტავ სულ ასე დაბნეული თამაშობდეს და მსგავს შედეგს აჩვენებდეს!
გულშემატკივარი
ბიჭებო სად უყურებთ დალასის თამაშს? გთხოვთ დაწეროთ--წინასწარ მადლობა--და მრავალ ბედნიერ ახალ-წელს დასწრებოდეთ...............
პანტელეიმონი
დაბნეულს რას ეძახით არ ვიცი, კაცმა განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე გააკეთა ორმაგი დუბლი.

ვუყურე თამაშს და ერთს ვიტყვი რომ ამ თამაშზე ბევრად კარგად უთამაშია ზაზას მავერიკსის შემადგენლობაში. ძალიან დაბნეული მეჩვენა წუხელ.
turua001
კი აუცილებლად იმსახურებს ჩვენი სუპერ ზაზა !
bebe
ზაზა საუკეთესო სეზონს ატარებს ნბა-ში, ნამდვილად გეთანხმები ნოდარ რომ იმსახურებს ოლ-სტარში თამაშს რისი დიდი იმედიც მაქვს რომ ამჯერად მაინც ვიხილავთ ჩვენს ლომს ვარსკვლავის მაისურით, თან მართამ რომ ეკუთვნის
giorgi
კარი არ ყოფილა... მეც არ გამიკვირდა როგორ მოიგეს თქო ))
ნოდარი
ფანტასტიკა! ამას მაინც ვინ ელოდა, თუნდაც გუშინ! არ არის ახლა ზაზა ოლ სტარში თამაშის ღირსი? არ უნდა მისცენ მას ხმა თავად ამერიკელებმა???
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ