ავთანდილ ჭრიკიშვილი მიმდინარე სეზონს აფასებს
ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს (81) სასაუბროდ "ლიდერბეთში" შევხვდით, სადაც ქართული სპორტის ლიდერის სტატუსით შეხვედრა მოუწყვეს.

ვგონებთ, საინტერესოა, როგორ აფასებს მიმდინარე სეზონს ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სპორტსმენი, ვისთვისაც მიმდინარე სეზონი წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა - იყო წარუმატებლობაც და წარმატებაც. თუმცა სწორედ ამ სეზონში ორი ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა - ევროპულ თამაშებსა და კანოს მემორიალზე.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე მთავარი მიმდინარე სეზონში?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპულ თამაშებზე გამარჯვება იყო. ის ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული, პირველად ჩატარდა და საქართველოდან მე გავხდი პირველი ჩემპიონი. მნიშვნელოვანია ძიგორო კანოს ტურნირზე გამარჯვებაც, რაც ჩემთვის სამმაგად სასიხარულოა: ის ძიუდოს შემქმნელია, 33 წლის განმავლობაში პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს შეჯიბრება მოიგო საქართველოს სახელით, რაც ჩემთვისაც ასევე პირველი გამარჯვებაა ამ ტურნირზე.

- ამ ორი გამარჯვებიდან რომელია უფრო მნიშვნელოვანი?

- ალბათ, უფრო ევროპული თამაშები, რადგან ზედიზედ სამჯერ გავიმარჯვე კონტინენტის პირველობაზე. ნებისმიერი მოგება კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, როცა მოპოვებულ წარმატებას ინარჩუნებ, ეს უფრო მაგარია. ამით ამტკიცებ, რომ შენ მართლა ძლიერი ხარ და იმსახურებ ამ მოგებას.

- სეზონის ყველაზე დიდ გაწბილებად რას დაასახელებ?

- მსოფლიოს ჩემპიონატს. არ მინდა, რაღაცას დავაბრალო ეს წაგება, მაგრამ ტრავმების გამო არ ვიყავი იმ ფორმაში, როგორშიც მინდოდა ამ ტურნირზე ყოფნა. ამიტომ ვერ ვივარჯიშე სათანადოდ, ვერ გავიარე დაგეგმილი გრაფიკი და არ ვიყავი მზად, რაც გამოჩნდა კიდეც შეჯიბრებაზე. მეხუთეზე კი გავედი, მაგრამ გულდასაწყვეტია უმედლოდ დარჩენა.

- ქომაგებმა სოციალურ ქსელებში "ძიუდოს მესი" და "თავისი წონის რინერი" შეგარქვეს. ამის შესახებ თუ გსმენიათ და რამდენად აქცევთ ყურადღებას მსგავს რამეებს?

- ამის შესახებ არ გამიგია, მაგრამ ორივე იმ დონის სპორტსმენია, მათთან შედარება სასიხარულოა. თუმცა ეს უფრო გულშემატკივრის აზრია და სიმართლე გითხრათ, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

რინერი ძალიან დიდი სპორტსმენია. მასთან ადრე უფრო ინტენსიური ურთიერთობა მქონდა, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ახლა კი იშვიათად ჭიდაობს, მხოლოდ ოფიციალურ შეჯიბრებებში.

მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, შეხვედრისას აუცილებლად მოვიკითხავთ ერთმანეთს, როგორც სპორტსმენი სპორტსმენს.

- პიეტირთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? დასრულდა ადრინდელი დაძაბულობა?

- ადრე მართლაც ცოტა დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, ახლა კი ჩვეულებრივ ვესალმებით, ხელს ვართმევთ ერთმანეთს. ორივე მსოფლიოს ჩემპიონი ვართ და ვაფასებთ ერთურთს. მეც კარგად ვიცი, რომ დიდი სპორტსმენია, პატივსაცემი და ასევე იცის იმანაც.

- კანოს ტურნირზე ისე გამოჩნდა, რომ იპოვე "ოქროს შუალედი" სანახაობრივსა და პრაგმატულ ჭიდაობას შორის. მომავალში როგორი მიდგომით გააგრძელებთ ვარჯიშს, რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტული?

- სტილის შეცვლას არ ვაპირებ, ისევ გამართულ ჭიდაობას შევთავაზებ მეტოქეებს. არ ვიზამ, ბლოკით და შიდოებით გავიქცე და ისე მოვიგო შეხვედრა, მაგრამ ტაქტიკურად დავალაგებ ჭიდაობას.

როცა საჭიროა, უნდა დაელოდო და შეცდომაც დააშვებინო მეტოქეს. ზუსტად ასე ვიჭიდავე კანოზე პირველ წრეში იაპონელ კეიტა ნაგაშიმასთან - ტაქტიკურად ვაჯობე, ხოლო როცა იაპონელს ტაქტიკაში დაჩაგრავ, ეგ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ვაპირებ, ასეც გავაგრძელო - როცა ილეთის გაკეთების საშუალება იქნება, კიდეც გავაკეთებ, მაგრამ სადაც არაა გასარისკი, ერთი წამითაც არ გავრისკავ, რომ ვიღაცას რაღაც დავანახო.

ოლიმპიადა ოთხ წელიწადში ერთხელაა და იქ რა იქნება, კაცმა არ იცის, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და იქნებ ტრავმა მიიღო და საერთოდ ვერ მიხვიდე იქამდე. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენო შანსი და არ მაქვს უფლება, ლამაზი გდებისთვის რამე შეცდომა დავუშვა.

- ახალ წელს ისევ ტრადიციულად ოჯახში შეხვდებით თუ სიახლეს გეგმავთ, სადმე გაემგზავრებით?

- არა, ისევ ტრადიციულად ოჯახში შეხვდები, მერე კი მეგობრებთან გავალ მისალოცად. ძიუდოისტებიც ვაპირებთ აღნიშვნას - მე, ლიპარტელიანი და სხვები.

- დაბოლოს, რას უსურვებთ საკუთარ თავს, ქვეყანას?

- ქვეყანას, უპირველესად, სიმშვიდეს და წარმატებას ვუსურვებ ყველა სფეროში. მე სპორტსმენი ვარ და სპორტში ვუსურვებ უდიდეს წარმატებას. მოგეხსენებათ, დამდეგი 2016 წელი ოლიმპიადის სეზონია და იქ მონაწილე ყველა სპორტსმენს თავისი ჩანაფიქრის ასრულებას ვუსურვებ. მათ შორის - საკუთარ თავსაც. ეს ჩემი ოცნებაა და ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს, რომ გავხდე ამ ოლიმპიადის ჩემპიონი, გავახარო საქართველო და ყველა, ვისაც სპორტი უყვარს.

tornike
გისურვებ ავთო წარმატებებს. დარწმუნებული ვარ , რომ აუცილებლად აისრულებ დაშესაბამისად აუსრულებ ქართველ ხალხს იმ სანუკვარ ოცნებას , რასაც ოლიმპიადის მოგება ქვია. და თან თუ ნაგასეს მოუგებ და დაადასტურებ, რომ 81 კგ-ში კონკურენტი არ გყავს, ხომ საერთოდ გაგვახარებ.
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..