ესპანური მედია ამტკიცებს, რომ "რეალის" ახალი პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო გამალებით ეძებს ახალ ცენტრალურ მცველს

ესპანური მედია ამტკიცებს, რომ "რეალის" ახალი პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო გამალებით ეძებს ახალ ცენტრალურ მცველს გუნდისთვის, თითქოს, მას უკვე შერჩეული ჰყავს ოთხი კანდიდატი. "მარკას" ინფორმაციით "განსაკუთრებულმა" თვალი დავიდ ლუიზს (ბენფიკა), ტიაგო სილვას (მილანი), ნემანია ვიდიჩს (მანჩესტერ იუნაიტედი) და ბრუნო ალვეშს (პორტუ) დაადგა. ბუნებრივია, ლაპარაკი არ არის ოთხივეს შეძენაზე, მოურინიო მხოლოდ ერთის აყვანითაც დაკმაყოფილდება. ვიდიჩი დიდი ხანია დაუკავშირეს "სამეფო კლუბს", თუმცა "მანჩესტერი" მუდამ უარყოფდა სერბი მცველის ესპანეთში გადასვლას, ერთი ასეთი უარყოფა გუშინაც მოვისმინეთ. სხვათა შორის, "მარკა" იმასაც იუწყება, რომ "რეალს" არ დაუკარგავს იმედი, რომ მაინც მოახერხებს "ინტერის" მარჯვენა მცველის, მაიკონის დამატებას. მოკლედ, მოურუნიოს ინიციატივით "რეალში" ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი.

პორტუგალიურ "ტვ 1-თან" საუბარში ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მან იცის, თუ როგორ "გამოწუროს" კრიშტიანო რონალდოსგან საუკეთესო. მოურინიოს სურს "რეალმა" ისეთი სისტემით ითამაშოს, რომ 25 წლის რონალდომ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატაროს. "გუნდი ასაწყობი და ის ისე უნდა "ავაშენოთ", რომ ვარსკვლავებმა ბოლომდე გამოავლინონ პოტენციალი. კრიშტიანო რონალდოს დარი ფეხბურთელი არაფრით არ უნდა მოათავსო ისეთ ჩარჩოში, სადაც თავს არაკომფორტულად იგრძნობს. მადრიდელთა ხელმძღვანელობამ უკვე მითხრა, რომ რონალდო სამაგალითო ფეხბურთელია, ის საწვრთნელ ბაზაზე პირველი მოდის და უკანასკნელი გადის. "რეალში" ისე არავინ იხარჯება, როგორც კრიშტიანო. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი პროფესიონალია და ჩვენ ერთმანეთს კარგად გავუგებთ".

შაბათს სეზონი "რეალის" ფეხბურთელთაგან ესტებან გრანერომ გახსნა პრესკონფერენციით. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც "სამეფო კლუბმა" "ხეტაფესგან" 10 მილიონ ევროდ პედრო ლეონი გადაიბირა, ბევრმა ეჭვის თვალით შეხედა გრანეროს მომავალს "რეალში".

"მოურინიოს მეთოდები არის ნათელი, ის იოლად ხსნის, თუ რას ითხოვს ჩვენგან. ვარჯიშები არ ყოფილა დროში გაწელილი, თუმცა ისინი ინტენსიურობით გამოირჩეოდა. ის აქცენტს ბურთთან მუშაობაში აკეთებს და ეს ფეხბურთელებს ძალიან მოგვწონს. მოურინიო ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია, ის ყველასგან ბოლომდე დახარჯვას ითხოვს და თავადაც სულ შრომობს. მჯერა, რომ ის ისეთი მწვრთნელია, აუცილებლად მიგვიყანს დიდ გამარჯვებებამდე. პედრო ლეონთან თითქმის ერთნაირი საფეხბურთო წარსული მაკავშირებს. ის ძლიერი ფეხბურთელია და ეჭვიც არ მეპარება, რომ სასტარტოსთვის დიდ კონკურენციას გაგვიმართავს. გუნდი ხალისიანად ვარჯიშობს დიდი შესვენების შემდეგ, ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრა კიდეც", - განაცხადა გრანერომ.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"