ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საფერავია, ქართული! - სახალისო ამბები საქართველოს საკალათბურთო სამყაროდან...

საფერავია, ქართული! - სახალისო ამბები საქართველოს საკალათბურთო სამყაროდან...

თორნიკე შენგელიას ჩხუბი, ვიქტორ სანიკიძის ღვინის ბოთლი, 216 სმ გიორგი შერმადინი და ჯუჯა ანდორა....
სახალისო ამბავი, კურიოზი, ანეკდოტი... რით განსხვავდება ერთი მეორისგან, მეორე მესამისგან? ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ჟურნალის საახალწლო ნომერში გთავაზობთ სახალისო, ან უბრალოდ ცოცხალ ამბებს საქართველოს საკალათბურთო სამყაროდან...

ბასკეთიდან დავიწყოთ, ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიაში შევიაროთ და დალასით დავასრულოთ...

შენგელია და ტოდოროვიჩი

მწარე ტკბილად რომ გაგახსენდება, სწორედ ასეთი შემთხვევაა თორნიკე შენგელიასა და დეიან ტოდოროვიჩის დაპირისპირება. "ბასკონიასა" და "ბილბაოს" მატჩში თოკომ ჩერნოგორიელს უხეში მოპყრობა არ აპატია, შეტრიალდა და ყბაში ისეთი მოსდო, ტოდოროვიჩს გონს მოსასვლელად დრო დასჭირდა.

ამ ეპიზოდს სხვა კალათბურთელებიც გამოეხმაურნენ, ჩერნოგორიელს ლატვიელი დაირის ბერტანსი გამოექომაგა და შენგელიასგან მასაც მოხვდა...

იხილეთ ვიდეოები

თორნიკე შენგელიას ჩხუბი ბასკურ დერბიში

თორნიკე შენგელიამ ჩხუბის შემდეგ შეშინებულ ბავშვს ბოდიში მოუხადა

მარტში, თორნიკეს რომ ველაპარაკე, შეწუხებული იყო, რადგან ამ ინციდენტის გამო ოთხი თამაშით გამოაკლდა თანაგუნდელებს, თუმცა დღეს, თვით ბერტანსიც ხალისით იხსენებს.

იგი ზემოთ ნახსენები ინციდენტის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, ლატვიის ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩი ითამაშა (თბილისის მერიის თასზე). როცა მას ბასკურ ჩხუბზე ვკითხეთ, თავი გადააქნია - რამდენად კარგი კალათბურთელიცაა შენგელია, ისეთივე კარგი ჩხუბი სცოდნიაო.

საქართველო და იტალია

ლატვიასთან ერთად თბილისის მერიის თასზე სათამაშოდ ესტონეთი და იტალია გვეწვივნენ. ტექნიკამ დაგვაღალატა - ესტონეთთან პირველივე მატჩში ტაბლო "მოკვდა" და პირველ პერიოდში კალათბურთელები თავად საზღვრავდნენ 24 წამს, თავად ითვლიდნენ ფოლების რაოდენობას...

მოკლედ, კალათბურთელებიც თავად იყვნენ და მსაჯ-მდივნებიც...

კიდევ კარგი, ასეთი რამ იტალიასთან მატჩისას არ შეგვემთხვა, - ვამბობდით ერთმანეთში ჟურნალისტები.

თურმე, ტექნიკა იტალიელებსაც ღალატობთ: აპენინელებმა საპასუხოდ ტრიესტეს ტურნირზე მიგვიწვიეს. პირველივე მატჩი იტალია-საქართველო იყო. ჩვენმა კალათბურთელებმა ერთმანეთს ხელი გადახვიეს, დროშისკენ შეიმართნენ, საქართველოს ჰიმნიც დაიწყო, მაგრამ იქვე გაჩერდა... დარბაზში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა...

ამის შემდეგ დიქტორმა დიდის ამბით გამოაცხადა - გთხოვთ, ფეხზე წამოვდგეთ იტალიის ჰიმნის მოსასმენადო. არც იტალიური ჰიმნი დაიწყო! რამდენიმეწამიანი მდუმარების შემდეგ ერთმა ტრიბუნამ გამოსავალი მოძებნა, დასძახა - "იტალია, იტალია" და მას მთელი დარბაზი აჰყვა.

ტექნიკურმა ჩავარდნამ საინტერესო იდეა გააჩინა: როცა დარბაზი სავსეა, იქნებ უმჯობესი იყოს, ჰიმნის უსიტყვოდ გაჟღერება. ასე ხომ მთელი დარბაზი ერთად იმღერებს, რაც მატჩისწინა ატმოსფეროს დამატებით ემოციას შესძენს.

ვიქტორი და დანიელი

გემახსოვრებათ, იტალიასთან ტრიესტული მატჩის მოგების მშვენიერი შანსი გვქონდა, თუმცა ბოლოს, ერთ შეტევაში ზედიზედ სამი ტყორცნა ვერ გამოვიყენეთ და მინიმალური სხვაობით დავმარცხდით.

მატჩის წინ, ვარჯიშზე მშვენიერ განწყობაზე იყვნენ ორივე გუნდის კალათბურთელები. ვიქტორ სანიკიძე თავის ყოფილ თანაგუნდელს ("მონტეპასკიში") დანიელ ჰაკეტს შეხვდა და გაბურძგნილი ბუწუწები გაუსწორა. შემდეგ შორიდან შეხედა და, ასე უფრო გიხდებაო, უთხრა.

ჰაკეტი ქართველ კალათბურთელთა ხელში, პოლიეთილენის ბოთლებში ჩასხმულ წითელ სითხეს დააკვირდა და ვიქტორს ჰკითხა: ეს ბურგუნდიული ღვინოა თუ იტალიურიო?

- ქართულია, საფერავი! იტალიურსაც სჯობს და ფრანგულსაც, - გაეხუმრა ვიქტორი.

სანიკიძე და კაიმაკოგლუ

საქართველოს ნაკრები იტალიიდან ჯერ სლოვენიაში გადავიდა, შემდეგ - ხორვატიაში, სადაც ევრობასკეტზე საბერძნეთს დაუპირისპირდა. ელინთა შემადგენლობაში ვიქტორის ყოფილი უნიქსელი თანაგუნდელი კოსტას კაიმაკოგლუ ირჯებოდა.

ისინი ერთმანეთს "ციბონას" დარბაზშიც შეხვდნენ და ფრანგულ ლილშიც. სწორედ საფრანგეთში, ნაკრების გამომგზავრების წინ გადავიღე ფოტო, რომელზეც კაიმაკოგლუმ კაი ბოროტმოქმედივით სახეზე ხელი აიფარა.

თბილისში იგი მაინც მოვიხელთე ("ვითასთან" სათამაშოდ "უნიქსს" ნოემბერში ჩამოჰყვა) და სხვა კითხვებთან ერთად ვიქტორ სანიკიძის შესახებაც ვთხოვე საკუთარი აზრის გამოთქმა.

- ოო, სანიკიძე და ხაჭაპური! ორივე დიდებულია. ყაზანში ქართული რესტორანი იყო, სადაც სანიკიძემ ქართული კერძები გამასინჯა და ხომ ხედავთ, დღესაც მახსოვს: ხაჭაპური, ხინკალი...

მანუჩარი და ზაზა

ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას მანუჩარ მარკოიშვილს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა, ჰკითხა ნაკრების ძლიერი და სუსტი რგოლების შესახებ. აი, მანუს პასუხი:

- სუსტი რგოლი? წინა ხაზი! გვყავს ფაჩულია, შერმადინი, მაგრამ ფარქვეშ ყველა მეტოქესთან მოვიკოჭლებთ...

ჟურნალისტი გაკვირვებული შეჰყურებდა მარკოიშვილს, თან თვალით ანიშნებდა - გვერდით ფაჩულიაა, არ გაიგონო.

მანუჩარი კი თავისას განაგრძობდა, ვიდრე კორესპონდენტი არ მიხვდა, რომ მარკოიშვილი ეხუმრებოდა და ორივეს სიცილი არ აუტყდა.

მეხორცე და ჩიკაგო

ზაგრებში, დარბაზთან ახლოს მცირე საყასბო იყო. მისი სურათი სპორტული გამოცემის გვერდებზე ვერ მოხვდებოდა, რომ არა ერთი გარემოება: საყასბოს "ჩიკაგო ბულსის" ემბლემა ამშვენებდა. ორიგინალური მიგნებაა.

ქართველები და დრაგიჩი

ამ ამბავს ვერც კურიოზს დავარქმევთ, იუმორიც ნაკლებადაა, თუმცა სასიამოვნო და ქართველთათვის სახალისო კი ნამდვილად იყო.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე, "ციბონას" დარბაზში მივედით. გამოსასვლელში სლოვენიის ნაკრების ლიდერი ზორან დრაგიჩი შეგვხვდა. ჟურნალისტებთან, დავით მანჯავიძესა და თენგიზ პაჭკორიასთან ერთად დრაგიჩს ბოლო ტურის მატჩებზე გამოველაპარაკე.

შევახსენეთ, რომ სლოვენიის მაკედონიასთან მოგებაზე იყო დამოკიდებული საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლა:

- დაგვპირდი, რომ მაკედონიას დაამარცხებ!

- გპირდებით, მაგრად ვითამაშებ, და თქვენს წინაშე თავს არ შევირცხვენო, - გვითხრა ზორანმა და საღამომდე დაგვემშვიდობა.

სიტყვის კაცი აღმოჩნდა. სლოვენიამ მაკედონიას მართლაც მოუგო და საქართველოს პლეი ოფისკენ გზა გაუხსნა.

კლოოფი და საქართველო

ევროპის ჩემპიონატის ზაგრებული ეტაპი საბერძნეთი-ჰოლანდიის მატჩით დასრულდა. უნდა გენახათ, ქართველები როგორ ქომაგობდნენ ბერძნებს. ჰოლანდიას რომ მოეგო, მომდევნო ეტაპზე სწორედ "ნარინჯისფრები" გავიდოდნენ. ბოლო წამებამდე თანაბარი თამაში გაჩაღდა.

გადამწყვეტ მომენტში ჰოლანდიელთა ლიდერმა შარლონ კლოოფმა რამდენიმე ჯარიმა გააცუდა, გამარჯვება ბერძნებს, ხოლო მერვედფინალის საგზური საქართველოს გადაულოცა.

საქართველოს ნაკრების თანმხლებმა ფოტოგრაფმა ბესო ელბაქიძემ მატჩის დასრულების შემდეგ წერას მომწყვიტა - მოდი, კლოოფთან სამახსოვრო ფოტო უნდა გადაგიღოო. კალათის უკან მიმავალ შარლონს ხელი ჩამოვართვი და საქართველოს ნაკრების კალათში ჩაგდებული ფარიდან ასხლეტილი სამქულიანი გავახსენე. იმ მომენტში ეს ტყორცნა მწარედ აღარ მახსენდებოდა.

- გილოცავთ, საქართველო ძლიერი გუნდი იყო და პლეი ოფი დაიმსახურა, - გულღია ახალგაზრდა აღმოჩნდა კლოოფი, - კალათბურთელები თქვენ გყოლიათ, ხორვატიასაც მოუგეთ. მე? რა უნდა უთხრა კალათბურთელს, ისეთ სამქულიანს რომ ჩააგდებს და ამდენ ჯარიმას ააცილებს?!

გიორგი და ზურა

მაკედონიასთან მატჩის წინა ვარჯიშზე საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრები ეწვივნენ. მათ შორის იყო ერთი ტანმაღალი ახალგაზრდა, რომელიც ისე გამოირჩეოდა ქომაგებში, როგორც შერმადინი - უკანახაზელებში.

ეს პიროვნება ზურაბ ნიპარიშვილი გახლდათ, რომელმაც გიორგი შერმადინთან ცალკე სურათის გადაღება ისურვა.

სურათს რომ დააკვირდეთ, 190 სმ სიმაღლის ქომაგსა და შერმადინს შორის მსგავსებას კიდევ აღმოაჩენთ.

შერმადინი და ანდორა

გიორგი შერმადინი გასულ ზაფხულს "ანდორაში" გადავიდა. ჯუჯა ქვეყანაში ჩასულს პირველივე ინტერვიუში ვკითხე: 216 სმ სიმაღლის კაცი ანდორაში როგორ ეტევი-მეთქი.

მიპასუხა:

- სხვა რა გზაა? ჩემს გამო საზღვრებს არავინ გააფართოებს. ისე, ანდორა მართლაც პატარა დასახლებაა, ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა.

ბაინამი და წუთშესვენება

ქართულ სუპერლიგაშიც შევიხედოთ. "ოლიმპის" კალათბურთელი ბაინამი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა და თავი NBA-ში წარმოიდგინა: ბურთიანად მეტოქისგან საკუთარ ნახევარზე მოუხდა გადასვლა, ვიდრე ხაზს გადაკვეთდა და მსაჯი ზონის წესის დარღვევას დააფიქსირებდა, ბაინამმა სამსაჯო მაგიდისგან წუთშესვენება მოითხოვა...

ამან იქ მყოფნი საკმაოდ გაახალისა - ევროპაში ხომ წუთშესვენების მოთხოვნის უფლება მოთამაშეებს არა აქვთ, მითუმეტეს შუა თამაშისას.

ზაზა და კუბანი

dallasnews-ის ჟურნალისტი "დალას მავერიკსის" მფლობელ მარკ კუბანთან საკლუბო-საპრეზენტაციო ავტობუსით დაინტერესდა - ავტობუსზე გუნდის ყველა მოწინავე კალათბურთელის სურათია, ერთი გამონაკლისის გარდა - არსადაა ზაზა ფაჩულიას ფოტო.

ამ კითხვამ მარკ კუბანი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. სხვათა შორის, ზაზაც იქვე იმყოფებოდა.

- გესმის, ზაზა, რას ვამბობ? - მე ვეუბნები ჟურნალისტებს, რომ შენი თავი არაფრით ჩაეტია ავტობუსზე, ვერაფრით ჩავატიეთ.

რაზეც ფაჩულიამ მიუგო - მერე, უფრო დიდი ავტობუსი იყიდეთ.

ფაჩულია და ნოვიცკი

ESPN.COM-ის ჟურნალისტი ტიმ მაკმაჰონი ერთ სახალისო ამბავს ჰყვება, რომელიც "დალას მავერიკსის" ევროპელ ვარსკვლავებს, დირკ ნოვიცკისა და ზაზა ფაჩულიას ეხება.

აი, რას წერს საიტი: "ზაზა ფაჩულია დაუფიქრებლად დაეთანხმა დირკ ნოვიცკის და გერმანელს ჯენტლმენური ნაძლევის პირობების შეცვლაზე დაეთანხმა.

საქმე ისაა, რომ ფაჩულია და ნოვიცკი დანაძლევდნენ, ვინ მოიგებდა სეზონის ბოლოს ჩატენვების რიცხვით. ამ დრომდე ფაჩულია აშკარად წინ იყო - 7:3.

ამის მერე, დირკმა სთხოვა ზაზას, რომ მისთვის ყოველი 10 ზუსტი სამქულიანი ტყორცნა 1 ჩატენვად ჩაეთვალა. ზაზა დაეთანხმა და აქ შეცდა.

ნოვიცკის ანგარიშზე უკვე 37 სამქულიანია და ფაჩულიასთან ის უკვე მხოლოდ ქულას აგებს - 6:7.

"ის ვერასოდეს დამეწევა" - არცთუ დიდი ხნის წინ ამტკიცებდა ზაზა, მაგრამ ახლა უპირატესობა დირკის მხარეს გადადის".

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

შენგელიას კარგი მატჩი - "ბარსელონამ" "პარტიზანი" მარტივად დაამარცხა

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

[VIDEO] შენგელია ნაკრებში გამარჯვებით მოდის - კაპიტანმა "ლიონს" 15 ქულა ჩაუგდო და მალე საქართველოში გამოფრინდება

"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა

[VIDEO] შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მატჩში MVP გახდა - "ტენერიფე" "ტრაპანისთან" დამარცხდა

შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში

[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა

“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

[VIDEO] შენგელიას 20 წუთი "რეალთან" - "ბარსელონამ" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა

შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა

[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი

"ბარსამ" მაგარი მატჩი მოიგო და ევროლიგაზე მესამე ადგილზე გადავიდა

ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა

ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში

[VIDEO] შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ევროლიგაზე - ქართველმა "ბარსელონას" "მაქაბისთან" ულიდერა

ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ

შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს

მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა

პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს

[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს