"სიონმა" შავიზღვისპირეთული შეკრება დაასრულა და მეორე ეტაპისათვის მზადებას ახლა უკვე ბოლნისში გააგრძელებს

"სიონმა" გუშინ შავიზღვისპირეთული შეკრება დაასრულა და მეორე ეტაპისათვის მზადებას ახლა უკვე ბოლნისში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი ყიფშიძის გუნდი 20 იანვრიდან ურეკში ემზადებოდა და რამდენიმე სპარინგ-მატჩიც ჩაატარა: ფოთის "კოლხეთთან" ფრედ (0:0) ითამაშა, "სამტრედიას" 3:0 მოუგო, "გურიას" - 6:1, ხოლო საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს 3:1 აჯობა.

აი, გუშინ კი "სიონის" მეტოქე სომხური "ულისი" იყო - თავის ქვეყნის ჩემპიონატში მესამე ადგილი რომ დაიკავა. სხვათა შორის, "ულისის" ღირსებას ოთხი ქართველი ფეხბურთელი იცავს: ლევან აკობია, თენგიზ უგრეხელიძე, გიორგი კრასოვსკი და შოთა ჯიქია. ოთხივე ჩვენებური გუშინ "ულისის" ძირითადში იყო და ურიგოდ არც ერთ მათგანს არ უასპარეზია. პირველი ტაიმი ნულოვანი ფრეთი დასრულდა, 59-ე წუთზე კი "სიონში" დაბრუნებულმა ალექსანდრე გოგობერიშვილმა შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, 2010 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე გოგობერიშვილი და აკობია თანაგუნდელები იყვნენ, "ბაიაში" სეზონი ერთად დაიწყეს, მაგრამ გუშინ უკვე ერთმანეთის პირისპირ მოუწიათ ასპარეზობამ. თუმცა, სჯობს, ისევ გუშინდელ მატჩს დავუბრუნდეთ: გაშვებული გოლის შემდეგ "ულისიმ" 3 წუთში შეძლო ანგარიშის გათანაბრება; 71-ე წუთზე კი სომხური გუნდის ფეხბურთელებმა საკუთარ საჯარიმოში ლევან სანიკიძის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვიეს და "სიონმა" პენალტის დარტყმის უფლებაც მიიღო. თერთმეტრიანი ზუსტად თავად დაზარალებულმა შეასრულა და თავისი გუნდიც წინ გაიყვანა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე "ულისიმ" მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

საბოლოოდ, ეს საინტერესო სპარინგ-მატჩი ფრედ (2:2) დასრულდა. ამ შეხვედრაში "სიონმა" ასეთი შემადგენლობით (ფაქტობრივად, ოპტიმალურად მიახლოებულად რომ უნდა მივიჩნიოთ) იასპარეზა: მერლანი-კობაური, ორბელაძე (46. კ. ჩხეტიანი), თარგამაძე, ქორიძე - გ. ოქროპირიძე, ლ. ნოზაძე - ნ. კვასხვაძე, გოგობერიშვილი, სანიკიძე - მ. ოქროპირიძე. ბოლნისელთა გუნდში ტრავმების გამო არ უასპარეზიათ ლაშა ვაშაკიძეს, ირაკლი ჩირიკაშვილსა და გივი დიდავას, ხოლო გიორგი ჩივაძეს ასევე ტრავმის გამო ურეკული შეკრების გამოტოვება მოუხდა. "სიონი" დატოვა ალექსანდრე ინწკირველმაც, ვინც სავარაუდოდ, კარიერას ისევ ფოთის "კოლხეთში" გააგრძელებს.

ბოლნისური გუნდის ფეხბურთელები ერთი-ორი დღე დაისვენებენ და როგორც "სიონის" პრესატაშემ ჯემალ ჭიპაშვილმა გვაცნობა, კლუბის კრებაც გაიმართება, სადაც რამდენიმე საკადრო საკითხიც გაირკვევა. ყოველ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, გუნდის დატოვება რომელიმე ფეხბურთელს მოუწიოს, ან პირიქით - ახალწვეული გამოჩნდეს.

ისე, ჩვენი ინფორმაციით, "სიონი" დიდ ინტერესს იჩენს უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებული გიორგი გაბედავას მიმართ; არადა, "გაგრას" ყოფილი ფორვარდი ბოლნისურ კლუბს უთუოდ რომ გააძლიერებს, ფაქტია - პირველ ეტაპზე "სიონის" ყველაზე პრობლემატური რგოლი ხომ თავდასხმის ხაზი იყო.

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა