ლიგის მატჩები და სტატისტიკა
2016 წელს, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ახალი ფორმატით გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი - ისინი თითოეულ დივიზიონს წარმოადგენენ.

პირველი დეკემბრიდან პირველ იანვრამდე გულშემატკივრებს შორის ჩატარდა გამოკითხვა გუნდების კაპიტნების გამოსავლენად. და ამ გამოკითხვის შედეგად, "არიზონას" გულშემატკივრებმა უცნაურად იხუმრეს - მათი აქტიურობის შედეგად, წყნარი ოკეანის დივიზიონის კაპიტნად აირჩიეს "არიზონას" "პოლიციელი", 33 წლის ფორვარდი ჯონ სკოტი.

სკოტის გარდა, გამოკითხვის გამარჯვებულები გახდნენ: იარომირ იაგრი "ფლორიდადან" (ატლანტიკის დივიზიონი), პატრიკ კეინი "ჩიკაგოდან" (ცენტრალური დივიზიონი) და ალექსანდრ ოვეჩკინი "ვაშინგტონიდან" (მეტროპოლიტენის დივიზიონი).

სკოტი გამოკითხვის პირველივე დღეებიდან ინარჩუნებდა პირველ ადგილს ფლეშმობის წყალობით, რომელიც სოციალურ ქსელებზე დაიდო. აქცია #VoteJohnScott წარმატებით დასრულდა, რაც თავად ჰოკეისტისთვის სიურპრიზი გახდა. "თავდაპირველად, ეს ხუმრობად აღვიქვი, მაგრამ ეს მოხდა. ახლა, მონაწილეობას მივიღებ ვარსკვლავურ უქმეებში, კარგად გავერთობი და ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული", - თქვა სკოტმა.

NHL-ში რვაწლიანი კარიერის განმავლობაში, ჯონ სკოტმა ხუთი შაიბა გაიტანა, ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა და 542 საჯარიმო წუთი დააგროვა. წელს, 202 სანტიმეტრი სიმაღლის ჰოკეისტმა ერთი საგოლე პასი მიითვალა.

"ყველა ვარსკვლავის მატჩი" 31 იანვარს ნეშვილში გაიმართება. ახალი ფორმატის თანახმად, შეხვედრა დაყოფილი იქნება სამ 20-წუთიან მინი-მატჩად, რომლებშიც საუკეთესო ჰოკეისტები თითოეული დივიზიონიდან ოთხ გუნდში განაწილდებიან: პასიფიკი, ცენტრალური, ატლანტიკი და მეტროპოლიტენი. თითო გუნდი 11 მოთამაშისგან იქნება შემდგარი: 6 ფორვარდი, 3 მცველი და 2 მეკარე.

ბაფალო-დეტროიტი 3:4

0:1, 2:1, 1:2

გოლები: 0:1 ბ. რიჩარდსი-4 (შიჰენი-5, ლარკინი-13), 0:2 შიჰენი-6 (მაიკ გრინი-12, ტატარი-13), 1:2 აიკელი-12 (რისტოლაინენი-19), 2:2 აიკელი-13 (გირგენსონსი-5, ბ. ჯონტა-8), 2:3 ზეტერბერგი-7 (ნიკუისტი-11, ბ. სმიტი-7), 3:3 რაინჰარტი-9, 3:4 ტატარი-12 (მაიკ გრინი-13, დაციუკი-10).

ედმონტონი-არიზონა 4:3 (ბ)

2:1, 0:1, 1:1, 0:0, 2:1

გოლები: 0:1 დაუნი-3 (მარტინუკი-8, რიჩარდსონი-12), 1:1 ტ. ჰოლი-16 (დრაისეტლი-23, პურსელი-16), 2:1 ებერლე-9 (ლეტესტუ-6, პულიო-8), 2:2 რიჩარდსონი-3 (მარტინუკი-9, დალბეკი-2), 2:3 დუკლე-11 (დომი-18, დალბეკი-3), 3:3 ებერლე-10 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-19, პულიო-9).

ბულიტები გაიტანეს: ბოდკერი (არიზონა), ჰენდრიქსი (ედმონტონი), ნიუჯენტ-ჰოპკინსი (ედმონტონი).

ლოს ანჯელესი-ფილადელფია 2:1

2:0, 0:0, 0:1

გოლები: 1:0 დ. კინგი-2 (გაბორიკი-8), 2:0 დაუტი-7 (მუზინი-14, კოპიტარი-19), 2:1 ბ. შენი-8 (სიმონდსი-12, ვორაჩეკი-21).

ტამპა ბეი-მინესოტა 3:2 (ბ)

1:1, 1:0, 0:1, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 ფილპულა-4 (კილორნი-11, სტემკოსი-13), 1:1 კოილი-10, 2:1 კუჩეროვი-14 (პალატი-6, სტრალმანი-13), 2:2 სპარჯონი-6 (კოილი-11, ნიდერაიტერი-11).

ბულიტები გაიტანეს: კელეჰანი (ტამპა ბეი).

პიტსბურგი-აილენდერსი 5:2

2:0, 3:1, 0:1

გოლები: 1:0 კესელი-12 (კულენი-8, მალკინი-17), 2:0 კროსბი-10 (მალკინი-18, ლეტანგი-17), 3:0 კროსბი-11 (ლეტანგი-18, მალკინი-19), 4:0 კულენი-4 (ლეტანგი-19, მაატა-6), 5:0 ჰორნკვისტი-8 (დუმოლენი-9), 5:1 ტავარესი-15 (დე ჰაანი-6, ბეილი-12), 5:2 ლედი-1 (ოკსოპო-20, ნილსენი-12).

ტორონტო-სტ. ლუისი 4:1

0:0, 1:1, 3:0

გოლები: 0:1 ტარასენკო-23 (ბეკსი-13, შჩასტნი-13), 1:1 ვან რიმსდიკი-14, 2:1 ჰოლანდი-6 (გარდინერი-10, კომაროვი-11), 3:1 კადრი-7 (გრაბნერი-5, კომაროვი-12), 4:1 გრაბნერი-6 (ჰანვიკი-4).

ნიუ ჯერსი-დალასი 3:2 (ო)

0:0, 2:0, 0:2, 1:0

გოლები: 1:0 პალმიერი-17 (შლემკო-5, ენრიკე-13), 2:0 ფერნჰემი-5 (ტუტუ-5, ს. ჯონტა-4), 2:1 შარპი-15 (კლინგბერგი-30, იანმარკი-6), 2:2 სკევიური-5 (სპეცა-16, ოდუია-10), 3:2 მური-3 (ენრიკე-14).

კოლამბუსი-ვაშინგტონი 5:4 (ბ)

2:2, 0:1, 2:1, 0:0, 2:1

გოლები: 1:0 ჯ. ჯონსონი-4 (დუბინსკი-14, ნ. ფოლინო-18), 1:1 ოში-14 (მ. იოჰანსონი-15, ბექსტრიომი-23), 2:1 საადი-15 (ვენბერგი-10, ჰარტნელი-14), 2:2 ჩიმერა-11 (კუზნეცოვი-23, ნისკანენი-14), 2:3 მ. იოჰანსონი-9 (ტ. უილსონი-10), 3:3 ჯ. ჯონსონი-5 (რ. იოჰანსენი-20, სავარი-14), 3:4 კუზნეცოვი-12 (ტ. უილსონი-11, ელზნერი-9), 4:4 საადი-16 (ჯ. ჯონსონი-6, ატკინსონი-13).

ბულიტები გაიტანეს: ოში (ვაშინგტონი), დუბინსკი (კოლამბუსი), რ. იოჰანსენი (კოლამბუსი).

ფლორიდა-რეინჯერსი 3:0

1:0, 2:0, 0:0

გოლები: 1:0 შოუ-4 (ნაითი-3), 2:0 ტროჩეკი-11 (პეტროვიჩი-4, კემპბელი-11), 3:0 პირი-8 (რ. სმიტი-10, ი. იოკინენი-17).

კაროლინა-ნეშვილი 1:2 (ო)

1:0, 0:1, 0:0, 0:1

გოლები: 1:0 რასკი-11 (სკინერი-6, დი ჯუზეპე-5), 1:1 გოსტადი-1 (ეკჰოლმი-9, სალომაკი-2), 1:2 ეკჰოლმი-5 (ფორსბერგი-16, ელისი-13).

კოლორადო-კალგარი 0:4

0:1, 0:3, 0:0

გოლები: 0:1 დ. ჰემილტონი-6, 0:2 იოორისი-3 (ჯორდანო-11, ბროდი-16), 0:3 სტაიანი-3 (ვიდემანი-16, იოორისი-3), 0:4 ბეკლუნდი-5 (ფერლანდი-5).

სან ხოსე-ვინიპეგი 1:4

0:1, 1:2, 0:1

გოლები: 0:1 სტეფორდი-12 (ველერი-28), 0:2 არმია-1, 1:2 ბერნსი-16 (ჯ. ტორნტონი-20, მარლო-15), 1:3 მ. პერო-5 (ბაფლინი-14, ველერი-29), 1:4 ელერსი-6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა