საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა კლუბი გამოიცვალა
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ კლუბი გამოიცვალა, "გრაველინიდან" "რუანში" გადავიდა. ორივე საფრანგეთის უმაღლესი ლიგის გუნდია, ოღონდ სატურნირო ცხრილში პოლარულად განსხვავებული ადგილები უკავიათ. "გრაველინი" პირველ ადგილზეა, ხოლო "რუანი" - ბოლოსწინა, მეჩვიდმეტეზე.

გუნდის გამოცვლის მიზეზიც იოლი გასაგებია: გიორგი "გრაველინში" სათამაშო დროით კმაყოფილი არ იყო, "რუანში" კი უკანა ხაზში სოლო დიაბატეს შეუწყვილდება და მასთან სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება.

ახალ გუნდში ცინცაძის იმედი რომ აქვთ, მთავარი მწვრთნელის, რემი ვალინის სიტყვებიდანაც ჩანს:

"მას შემდეგ, რაც გუნდიდან კერონი წავიდა, შემცვლელის ძიებაში ვიყავით. თან ვჩქარობდით. თვალი გადავავლეთ სატრანსფერო ბაზარს და გვსურდა გვეპოვა ჩვენი გუნდისთვის შესაფერისი და ამავე დროს, ხელმისაწვდომი უკანახაზელი. სწორედ ასეთია გიორგი ცინცაძე, რომელიც საკმარისად გამოცდილია და შეუძლია საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქციის აღება. იგი კარგად შეუწყვილდება სოლო დიაბატეს.

გიორგის შესახებ აქამდეც გვქონდა ამომწურავი ინფორმაცია, როგორც მაღალი დონის პროფესიონალსა და დადებით პიროვნებაზე. ვიმედოვნებთ, მასთან ერთად "რუანი" უკეთ ითამაშებს".

ჩვენი მხრიდან შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრებმა სწორედ ქალაქ რუანში ითამაშა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურად. იმ შეხვედრაში ცინცაძე სტუმართაგან საუკეთესო იყო, 14 ქულა და 5 პასი მოუგროვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს