17 წლის ფეხბურთელი ესპანურ გრანდში ორი წლის წინ გასინჯეს და მერე იქ ერთი წლის განმავლობაში ვარჯიშობდა...
როგორც გაირკვა, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელ ნიკა კვანტალიანს მადრიდის "ატლეტიკოში" იწვევდნენ. საქმე ისაა, რომ 17 წლის ფეხბურთელი ესპანურ გრანდში ორი წლის წინათ გასინჯეს და მერე იქ ერთი წლის განმავლობაში ვარჯიშობდა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებშიც მისით სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ.

მაგრამ იურიდიულმა პრობლემებმა კვანტალიანს ხელი შეუშალა, კლუბის დატოვება მოუხდა და სეზონის დასაწყისში, ფორმის შესანარჩუნებლად, ბათუმის "დინამოში" ჩაირიცხა.

დეკემბერში კვანტალიანი ესპანეთში კიდევ ერთხელ მიიწვიეს. გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" წერდა - ესპანელებმა ბათუმის "დინამოს" 25 ათასი ევრო გადაუხადეს და ქართველი "ატლეტიკოს" ჭაბუკთა გუნდში ითამაშებსო...

თუმცა აღმოჩნდა, რომ საქმე ცოტა სხვაგვარად იყო და კვანტალიანი მაისამდე ბათუმის "დინამოში" დარჩება. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ევროპაში ქართველი მოთამაშის მოხვედრა პრობლემაა - კვანტალიანს სამუშაო ვიზა ამჯერადაც არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ცნობილი გახდა ევროკომისიის დასკვნა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი სპორტსმენებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა გარკვევით თქვა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება ისარგებლოს უვიზო მიმოსვლით, მაგრამ ეს შენგენის ზონაში დასაქმების საშუალებას არ იძლევაო...

ჯერ არ გარკვეულა, ფეხბურთელები მოხვდებიან თუ არა იმ კატეგორიაში, რომელთაც სამუშაო ვიზას მისცემენ. არადა, მათ ეს ჰაერივით სჭირდებათ. დღევანდელი შეზღუდვა ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას უსპობს წინსვლის შანსს.

დღეს არსებული შეზღუდვებით, 18-წლამდელ ქართველ ფეხბურთელს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კლუბთან კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს. კვანტალიანიც ამის გამო ვერ გადავიდა "ატლეტიკოში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

inkognito
სისულელეა ყველას აქვს თითქმის წასვლის და თამაშის უფლება
jan-klod
აბა გუგეშაშვილი და ასათიანი როგორ ჩაირიცხნენ პოლონეთის გუნდში?!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
U17. თორნიკე კვარაცხელიამ თურქეთს გაუტანა - საქართველოს ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U17 | ანდორა 0:1 საქართველო
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ნიკა კაჭარავამ "ტერმალიკასთან" მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ლუკა ზარანდიამ "ტერმალიკასთან" მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
გიორგი მერებაშვილმა "ტერმალიკას" გოლი გაუტანა და "ვისლას" გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდელები რუმინეთში მიემგზავრებიან - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ნიკა კვანტალიანი "ვიძევში" გადავიდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პოლონეთის ექსტრაკლასაზე ნიკა კვანტალიანის დებიუტი შედგა
ქართული დელეგაცია პოლონეთში - ბრძოლა მედლებისთვის და ექსტრაკლასაში დასარჩენად [PHOTO]