ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ტრანსფერ ONLINE: გროსკროიტცი სამშობლოში ბრუნდება

ტრანსფერ ONLINE: გროსკროიტცი სამშობლოში ბრუნდება

დღის ყველა ტრანსფერი და ჭორი
13:01 კევინ გროსკროიტცი, რომელიც "დორტმუნდის" შემდეგ "გალათასარაიში" თამაშობდა, ბუნდესლიგაში დაბრუნდა. "შტუტგარტის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კრამნიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. Bild-ის მონაცემებით, "შვაბებმა" თურქულ მხარეს 2.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. კონტრაქტი 2.5-წლიანია.

13:10 "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, ზაფხულში გარეთ ბეილი 100 მილიონ ევროდ შეიძინოს. ინგლისელებს სურთ გამოიყენონ "რეალის" რიგებში არეულობა, რაც მწვრთნელის შეცვლასა და კინკლაობას უკავშირდება.

13:11 CalcioMercato გვატყობინებს, რომ "ლაციო" დაინტერესებულია ტომას ვერმალენით. იტალიელთა ცნობით, რომაელები მზად არიან, ბელგიელში 6 მილიონი ევრო გადაიხადონ. ვერმალენს "ბარსელონასთან" 2019 წლამდე აქვს კონტრაქტი.

13:14 იუნეს ბელანდამ დატოვა კიევის "დინამო" და იჯარით "შალკეში" გაემგზავრა, - წერს Foot Mercato. კომპენსაციის შესახებ ჯერ არაფერს იტყობინებიან, მაგრამ კონტრაქტი ზაფხულამდეა გაფორმებული.

13:20 Milan New გვატყობინებს "მილანში" "შალკეს" ყოფილი ნახევარმცველის, კევინ-პრინს ბოატენგის გადასვლის შესახებ. იტალიურ კლუბს განელი უფასოდ ერგება. ბოატენგი "მილანში" 2010-13 წლებში თამაშობდა.

13:26 Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს "ლაციოს" ფანებისთვის სამწუხარო ინფორმაციას: რომაული კლუბი თანახმაა 50 მილიონ ევროდ მიჰყიდოს "მანჩესტერ იუნაიტედს" ფილიპე ანდერსონი. ერთი დღით ადრე წერდნენ, რომ რომაელებს 60 მილიონი სურდათ, მაგრამ "მანჩესტერში" ვაჭრობა იციან.

13:29 იმავე Gazzetta dello Sport-მა შეიტყო, რომ "ბორნმუთი" და "ევერტონი" ცდილობენ "მილანიდან" დიეგო ლოპესის აყვანას. მეკარემ, რომელმაც, თავის დროზე, თვით იკერ კასილიასი დასვა სათადარიგოთა სკამზე, წააგო ძირითადისთვის ბრძოლა დონარუმასთან. იტყობინებიან, რომ "ევერტონი" უკმაყოფილოა ჰოვარდის თამაშით, "ბორნმუთის" მეკარეებს - ბორუცსა და ფედერიჩის კი ტრავმები აქვთ.

13:31 Daily Mirror-ის ცნობით, "ატლეტიკო" ცდილობდა დიეგო კოშტას დაბრუნებას, მაგრამ "ჩელსისგან" მტკიცე უარი მიიღო.

13:35 არსენ ვენგერი წინადადებას ამზადებს "უოტფორდისთვის" - 27 მილიონს სთავაზობს 27 წლის ტროი დინისთვის, რომელმაც ამ სეზონის 20 მატჩში 6 გოლი (4 პენალტით) და 7 საგოლე პასი მიითვალა.

13:37 The Sun-მა გაავრცელა ახალი ამბავი, რომელიც შეიძლება სრული უაზრობა იყოს. საქმე ისაა, რომ ჯეკ უილშირმა ლონდონში საკუთარი სახლი გასაყიდად გამოიტანა. ადრე ამ ფეხბურთელით ძალიან იყო დაინტერესებული "მანჩესტერ სიტი".

13:40 იზრდება სადიო მანეს მთხოვნელთა რიცხვი, - წერს Daily Mirror-ი. "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდნენ "ჩელსი" და "ბაიერნი". "საუთჰემპტონის" 23 წლის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ არ აპირებს კონტრაქტის გაფორმებას, კლუბს კი მისი 40 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს.

13:44 "კიოლნის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა ბატე-ს მცველის, ფილიპ მლადენოვიჩის ტრანსფერი. ფეხბურთელმა 2019 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერი 1.5 მილიონი ევრო დაჯდა.

13:54 კიევის "დინამოს" მცველმა ალექსანდრ დრაგოვიჩმა უარი უთხრა "ლესტერს", "შტუტგარტსა" და "მილანს", რადგან ტოპ-გუნდში გადასვლა სურს.

13:57 "ვესტ ჰემი" წინააღმდეგი არ არის 24 მილიონად გაყიდოს ენდი კეროლი "სანდერლენდში" ან "ნიუკასლში", რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფორვარდით.

14:07 The Times-ი იტყობინება, რომ "ინტერი" განიხილავს პაბლო საბალეტას შეძენის შესაძლებლობას. იტალიელებს მარჯვენა ფლანგის გაძლიერება უნდათ და გაახსენდათ არგენტინელი, რომელსაც კონტრაქტი უმთავრდება "მანჩესტერ სიტისთან".

14:25 Daily Mirror-ის ცნობით, კლაუდიო რანიერიმ წინადადებით მიმართა "მილანს" დე იონგის თაობაზე. "ლესტერის" ფასია 2.7 მილიონი ევრო, პლუს 1.3 მილიონის ოდენობის ბონუსი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში.

14:38 Bild-მა დაწერა, რომ ამ სატრანსფერო ფანჯრისას, გიუნდოგანი "იუვენტუსში" არ გადავა, რადგან ბედნიერად გრძნობს თავს გერმანიაში. Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "დორტმუნდმა" უარი თქვა 30 მილიონ ევროზე.

15:08 The Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ლუი ვან გაალმა იდეა-ფიქსად აქცია პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენა.

15:16 talkSPORT-მა დაბეჭდა ახალი ამბავი იმაზე, რომ "არსენალი" სათავეში უდგას რბოლას "ნანსის" ფეხბურთელის, იუსეფ ბენასერის შეძენაზე. "მეთოფეებს" მოთამაშის იჯარით აყვანა და ზაფხულში მისი გამოსყიდვა სურთ.

15:32 "სევილიას" პრეზიდენტმა ხოსე კასტრომ განაცხადა, რომ არ გაყიდის ჩირო იმობილეს იმის მიუხედავად, რომ იტალიელს რამდენიმე წინადადება აქვს.

15:35 ლეროი სანე არ დატოვებს "შალკეს" ამ ზამთარს. ეს კლუბის პრეზიდენტმა კლემენს ტიონისმა გამოაცხადა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ 19 წლის სანე, შესაძლოა, 55 მილიონ ევროდ გადასულიყო "მანჩესტერ სიტიში", რითაც ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული გერმანელი გახდებოდა.

15:53 სამირ ჰანდანოვიჩმა "ინტერთან" სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.

16:15 talkSPORT-ი გადმოგვცემს, რომ "ინტერი" და "მარსელი" შეუერთდნენ "ვესტ ჰემის", "ნორვიჩისა" და "კრისტალ პალასის" ბრძოლას ფორვარდ სიმონა ძაძას ხელში ჩასაგდებად.

16:35 მარუან ფელაინი მზად არის "მილანში" გადასასვლელად, - წერს Corriere della Sera. "მანჩესტერ იუნაიტედს" არ აწყობს იჯარის ვარიანტი, სამაგიეროდ, მზად არის, ბელგიელი 20 მილიონ ევროდ დათმოს.

16:39 "ბარსელონამ" თვალი დაადგა 19 წლის რუმინელ თავდამსხმელს, ანდრეა ივანს. კრაიოვას "უნივერსიტატეას" ახალგაზრდა ფეხბურთელი რუმინეთის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად მიიჩნევა და სხვა წინადადებებიც აქვს.

16:43 "ლესტერმა" შეიძინა დემარე გრეი. "ბირმინგემის" 19 წლის მცველთან 4.5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

17:08 "პალერმოს" ნახევარმცველი ლუკა რიგონი "ჯენოაში" გადავიდა. 31 წლის მოთამაშემ 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2014 წელს რიგონიმ "პალერმოს რიგებში 44 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის ფასი 4 მილიონი ევრო იყო.

17:41 "უოტფორდი" მოლაპარაკებებს აწარმოებს "ფიორენტინას" ფეხბურთელთან, მარიო სუარესთან, - გვამცნობს Sky Sports-ი. თავად ესპანელს მიაჩნია, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება იჯარა სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით. სუარესმა ფეხი ვერ მოიკიდა ფლორენციაში "ატლეტიკოდან" წასვლის შემდეგ.

18:00 Daily Mail-ი წერს, რომ "ლესტერმა" ჯეიმი ვარდის ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც ხელფასის გაორმაგებას ითვალისწინებს.

18:33 ობამეიანგმა "დორტმუნდის" ვარჯიში გამოტოვა, - იტყობინება Sky Sports-ი. კლუბის წარმომადგენელმა მომხდარი "პირადი მიზეზით" ახსნა. "ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ობამეიანგი დარჩება", - ამბობს მატიას გინტერი.

18:42 ბელანდას ტრანსფერი "შალკეს" 11 მილიონი ევრო დაუჯდა, - წერს La Stampa. გელზენკირხენელებმა ბრძოლა მოუგეს "ტორინოს". ზაფხულამდე იჯარა 2 მილიონი ევრო დაჯდა, გამოსყიდვა 9 მილიონი ღირს.

19:01 Daily Star-ი წერს, რომ "ჩელსის" ნიჭიერ ბიჭზე, ბემფორდზე "ბორნმუთი" აცხადებს პრეტენზიას. ეს გუნდი ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანას აპირებს.

19:09 Sky Sports-ი იტყობინება "უოტფორდისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ინტერესზე ტოტენჰემელი ანდროს თაუნსენდის მიმართ. ლონდონელები არ დათმობენ ფეხბურთელს იჯარის წესით, რადგან პირდაპირ მისი გაყიდვა უნდათ 13 მილიონ ევროდ.

19:16 რაიან დონკი "გალათასარაიში" გადავიდა. "ქასიმფაშამ" 2.5 მილიონი ევრო მიიღო, თავად დონკმა - წელიწადნახევრიანი კონტრაქტი.

19:43 პეპ გვარდიოლა ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" ჩაუდგება სათავეში. Sky Germany ამაში ასი პროცენტით არის დარწმუნებული.

19:59 ახალი ინფორმაცია ფელაინისთან დაკავშირებით. The Sun-ი წერს, რომ ბელგიელი იანვარში არ დატოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს".

20:09 იმავე The Sun-ის ინფორმაციით, "ჩელსიმ" ვეტო დაადო ლოიკ რემის ტრანსფერს ნებისმიერ გუნდში. ფრანგს ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება უნდოდა, მაგრამ ჰიდინკი რემის დიეგო კოშტას შემცვლელად განიხილავს.

20:14 London Evening Standard-ი იტყობინება, რომ ზიდანის დანიშვნის შემდეგ "რეალი" ახალი ძალით დაუბრუნდა აზარის შეძენის იდეას. საქმე ისაა, რომ ზიზუ ხშირად აქებს ბელგიელს, თავად აზარი კი ფრანგს ბავშვობის კერპად ასახელებს.

20:31 "ლიონის" მცველმა მილან ბიშევაცმა "ლაციოში" გადასვლის წინ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ეს ინფორმაცია Sky Italia-ს ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. მაგრამ ყველაფერი წესრიგში არ არის, რადგან რომაელებს აშფოთებთ მცველის მუხლის ტრავმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა

[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა

გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა

ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო

დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი

გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა

გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა

კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა

ირის ანტმანის პრესკონფერენცია

"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი

[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს

ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს

"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე

"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ

[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?

ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა

[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს

დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

დორტმუნდის "ბორუსია" ფინანსურადაც ეცემა

ᕛᓣᓜᓓᕘᓐᓚᓘ 2014: ᓙᕔᓕᓘᓜᓛᕐ ᓒᕐᕭᓔᓓᕐ, ᓚᕘᓝᕕᓘ ᓨᕔᓬᕣᓮᓔᕑᓣᓚᓘᓐ

"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა

ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს

ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ასე იზეიმეს დორტმუნდელებმა - პირველი ლუდი ავტობუსის მძღოლმა გახსნა

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. F ჯგუფი: ფინიტა ლა ტრაგედია [VIDEO]

პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა