“ნიუკასლის” თავკაცი ალან პერდიუ აცხადებს, რომ მიუხედავად სოლიდური შეთავაზებისა, კლუბში არავის სურდა ენდი ქეროლის გაშვება

“ნიუკასლის” თავკაცი ალან პერდიუ აცხადებს, რომ მიუხედავად სოლიდური შეთავაზებისა, კლუბში არავის სურდა ენდი ქეროლის გაშვება და მხოლოდ გარემოებათა გამო გახდნენ იძულებულნი, ამას დათანხმებოდნენ. პერდიუ აცხადებს, რომ ფეხბურთელმა ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ “ნიუკასლმა” თავის ბომბარდირთან, ორიოდე თვის წინ, გასული წლის ოქტომბერში გააფორმა ახალი ხუთწლიანი შეთანხმება. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო, ქეროლმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.

“კაჭკაჭების” ბანაკში მომხდარი მოვლენები, რასაკვირველია, ყურადღების მიღმა არ დარჩენია კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელ ალან შირერს. “მე, როგორც “ნიუკასლის” გულშემატკივარი, გაოგნებული ვარ. ენდი ძალიან ნიჭიერია. ვფიქრობ, ხელმძღვანელობამ არასწორი ნაბიჯი გადადგა. მერე რა, რომ მასში უზარმაზარი თანხა მიიღო? გაყიდო მთავარი ბომბარდირი და მის შემცვლელად არავინ გეგულებოდეს,

ჭკუასთან ახლოს მდგომის საქციელს არ ჰგავს. ქეროლთან ერთად ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეგვეძლო, ახლა, მთავარია, არ გავვარდეთ”.

ევროპული ფეხბურთი ჩრდილო ამერიკაში

უეფაში ფეხბურთის მომავალზე ზრუნავენ

უეფას ოფიციალური განცხადებით, ევრო 2012-ისა და ევრო 2016-ის სატელევიზიო ტრანსლაციების უფლება აშშ-ის ტერიტორიაზე ESPN-მა, ხოლო კანადაში კი TSN-მა შეიძინა.

ამერიკაში ESPN რეპორტაჟებს ორ ენაზე გეგმავს, ინგლისურად და ესპანურად. გარდა პირდაპირი რეპორტაჟებისა, ორენოვანი იქნება მატჩების მიმოხილვებიც. ამერიკელებს არც კანადელები ჩამორჩნენ. მოგეხსენებათ, კანადა ორენოვან ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება (ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული), TSN ითვალისწინებს რა რეალობას, თავის მაყურებელს TSN-ისა და TSN2-ის ეთერით ფეხბურთებს ინგლისურად შესთავაზებს, RDS-ისა და RIS-ის მაყურებელი კი რეპორტაჟებს ფრანგულად იხილავს. ხელშეკრულებაში შედის ასევე ახალგაზრდული ევრო 2013-ისა და ამავე წელს გასამართი ქალთა ევროპირველობის მატჩების ჩვენების უფლებაც.

ორივე მაუწყებელი ითვალისწინებს რა თანამედროვე ეპოქის ტექნიკურ პროგრესს, აპირებს საკუთარ მაყურებელს ფეხბურთებისთვის თვალის დევნება ინტერნეტისა და მობილური ტელეფონების დახმარებითაც შესთავაზოს. "უეფა ივენთსის” მარკეტინგის დირექტორმა გი-ლორან ეპშტაინმა აღნიშნულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: “უეფაში ვითვალისწინებთ რა ESPN-სა და TSN-თან წარმატებულ თანამშრომლობას ჯერ კიდევ ევრო 2008-დან მოყოლებული, ვაცხადებთ, მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გახანგრძლივდა. კარგია, რომ მათთან შეთანხმება მომდევნო ორ ჩემპიონატს ეხება. ჩრდილოეთ ამერიკაში ევროპული ფეხბურთის მიმართ ინტერესი არნახული ტემპით იზრდება. დარწმუნებულნი ვართ, ეს ტელეკომპანიები მათი პოპულარობისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაციებს სათანადო დონეზე უზრუნველყოფენ. რაკი ხელშეკრულება წინაზე ხანგრძლივი ვადით დაიდო, ეს ნიშნავს, რომ ევროპული ფეხბურთი უკვე მთელ მსოფლიოში ხდება პოპულარული. უეფა დარწმუნებულია, რომ ESPN და TSN კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მიმართავენ საფეხბურთო სამყაროს კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა ეპშტაინმა.

მკითხველისთვის, ვფიქრობთ, არ იქნება ურიგო, თუკი "უეფა ივენთსის” შესახებ ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ: აღნიშნული ფირმა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მის ხელთ არსებული კომერციული უფლებებისა მართვისა და სხვა სახის ღონისძიებათა უკეთ ორგანიზების მიზნით შექმნა. გარდა ამისა, სწორედ "უეფა ივენთსია” პასუხისმგებელი მიშელ პლატინის უწყების კომერციულ პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხებში.

პრემიერლიგამ სარეკორდოდ ბევრი დახარჯა

31 იანვარს სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ინგლისში ბოლო დღე მოვლენებით დატვირთული გამოდგა, რაზეც ჩვენი გაზეთი უკვე წერდა. BBC-ის ცნობით, პრემიერლიგამ ზამთრის ტრანსფერებში გაღებული ფულით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა – თანხამ 214,5 მილიონი გირვანქა შეადგინა. მოკლედ შეგახსენებთ ყველაზე მსხვილ ტრანსფერებს: ფერნანდო ტორესი 50 მილიონი (ლივერპული-ჩელსი), ენდი ქეროლი 35 (ნიუკასლი-ლივერპული), ლუის სუარესი 22,8 (აიაქსი-ლივერპული), დავიდ ლუიზი 21 (ბენფიკა-ჩელსი).

ტოტენჰემის ლაზარეთში

“ტოტენჰემის” 25 წლის ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა იუნეს კაბულმა ცოტა ხნის წინ ტრავმა რომ მიიღო, ამას უკვე ვიუწყებოდით. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელს მენისკის ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და როგორც ექიმები აცხადებენ, რეაბილიტაციის პროცესი ერთ თვეში დასრულდება. აღნიშნულ ინფორმაციას “ეკიპი” ავრცელებს.

აქვე “ტოტენჰემის” მეორე ცენტრალურ მცველზეც მოგახსენებთ: გუნდის კაპიტანმა ლედლი კინგმა საზარდულზე მორიგი სერიოზული ტრავმა მიიღო და მას დღეს ოპერაციას გაუკეთებენ. ფეხბურთელის გამოჯანმრთელების სავარაუდო ვადებზე არაფერს იუწყებიან.

დეკუ ფეხბურთში რჩება

“პორტუს”, “ბარსელონასა” და “ჩელსის” ყოფილი ვარსკვლავი დეკუ სოუზა, ვინც “არისტოკრატთა” რიგებიდან 2010 წლის ზაფხულზე “ფლუმინენსეში” გადაბარგდა, უარყო ბოლო დღეებში პრესით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის ფეხბურთიდან წასვლას გეგმავს. “სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში თავი არ დამიზოგავს, - განუცხადა 33 წლის ვარსკვლავმა Rio Futblog-ს. - ჩემი მიზანი იყო კოპა ლიბერტადორესზე მეთამაშა, ტურნირში, სადაც არასოდეს მიასპარეზია. ტრავმამ ამის საშუალება არ მომცა. მიუხედავად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, არასოდეს მიფიქრია, თუნდაც ერთი წამით, ფეხბურთის თამაშისთვის თავი დამენებებინა. საკუთარ თავში მოტივაციასა და სათანადო დონეზე საასპარეზოდ საკმარის ძალებს ჯერ კიდევ ვგრძნობ. ასე რომ…”

აქვე გეტყვით, რომ ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ დეკუმ 18 თამაშში 1 გოლის გატანა მოახერხა.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...