ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში 15 იანვარს დაიწყება საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 75-ე ეროვნული ჩემპიონატი
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში 15 იანვარს დაიწყება საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 75-ე ეროვნული ჩემპიონატი (ტურნირის დირექტორი ზურაბ მიქაძე, მთავარი მსაჯი მარგალიტა თანდაშვილი), რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 16 წარმომადგენელი იბრძოლებს მედლებისთვის (მათ შორის ორი მანდილოსანია).

ესენი არიან: მიხეილ მჭედლიშვილი (2626), ლევან ფანცულაია (2598), დავით ჯოჯუა (2579), ლუკა პაიჭაძე (2564), მერაბ გაგუნაშვილი (2541), ნანა ძაგნიძე (2535), დავით მაღალაშვილი (2524), კონსტანტინე შანავა (2521), თორნიკე სანიკიძე (2513), ლელა ჯავახიშვილი (2486), დავით ბენიძე (2466), გიგა ყუფარაძე (2444), ირაკლი ბერაძე (2427), გიორგი სიბაშვილი (2364), ნოე თუთისანი (2356), ბაჩანა მორჩიაშვილი (2340).

ტურნირი ჩატარდება ნოკაუტსისტემით. თითოეულ რაუნდში მოჭადრაკეები ითამაშებენ ორ-ორ კლასიკურ პარტიას ფინალების ჩართვით. თუ ეს გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, მესამე დღეს ტაიბრეიკები დაინიშნება.

პირველ-მესამე ადგილებზე გასული მოჭადრაკეები ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დაფინანსდებიან.

ჩემპიონატზე საუკეთესოები მედლებთან ერთად ფულადი პრიზებითაც დაჯილდოვდებიან. ჩემპიონს გადაეცემა საპრიზო ფონდიდან 6.000 ლარი და ჭადრაკის ფედერაციის გრანტი 1.500 ლარი. ვერცხლისპრიზიორი - 5.500 (4.500+1.000), ხოლო მესამეადგილოსანი 4.000 (3.500+500) ლარს მიიღებს. მეოთხე ადგილზე 2.500 ლარია დაწესებული, ხოლო V-VIII ადგილებზე გასულთ 500-500 ლარი შეხვდებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს