ანკარის "თედ კოლეჯის" ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ორმაგი დუბლიზ შესრულება
ანკარის "თედ კოლეჯის" ქართველმა ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ორმაგი დუბლის შესრულება. წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელიც მისმა გუნდმა ლიდერ "ეფესთან" წააგო, ამჯერად "თედ კოლეჯმა" გამარჯვება შეძლო.

ანკარელებმა "გაზიანთეფს" უმასპინძლეს და ანგარიშით 86:75 დაამარცხეს. სანიკიძის გუნდმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა, მანამდე კი მცირედით, მაგრამ აგებდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა 37:41 წუთი ითამაშა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. სანიკიძემ 9-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ვიქტორმა 20 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, რითაც ანკარელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

7 მოგებითა და 8 მარცხით "თედ კოლეჯი" თურქეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.

ახლა თურქეთში სათასო ბატალიები დაიწყება და ეროვნული ჩემპიონატი 30 იანვრიდან გაგრძელდება. ამ დღეს სანიკიძის გუნდი "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა