10 იანვარს, "გენკის" ქართველი შემტევი ბელგიაში თანაგუნდელებს დაემშვიდობა და თურქეთში თავის მენეჯერთან ერთად გაემგზავრა
დიდი ალბათობით, თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას თურქეთში გააგრძელებს. ბელგიური მედიის გავრცელებული ცნობა გამართლდა - საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი ნახევარმცველის გადაბირებით თურქეთის სუპერლიგის კლუბები - "ქონიასფორი" და "ესქიშეჰირსფორი" დაინტერესდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ოქრიაშვილმა და მისმა მენეჯერმა მამუკა ამიროვმა მოლაპარაკება ამ უკანასკნელთან გააგრძელეს.

[ექსკლუზივი] ოქრიაშვილის აგენტი: თორნიკემ თურქულ კლუბში წასვლა არჩია!

ბელგიური გამოცემის ცნობით, "ესქიშეჰირის" ხელმძღვანელობას სურს, "გენკის" ქართველი ლეგიონერი ჯერ იჯარით დაიმატოს, შემდეგ კი 2,5 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. საქმე ისაა, რომ ეს გუნდი თურქული სუპერლიგის აუტსაიდერია, გაძლიერება სურს და ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედს ქართველსა და კიდევ 5 ახალწვეულზე ამყარებს.

როგორც შევიტყვეთ, გუშინ, 10 იანვარს, ოქრიაშვილი ბელგიაში თანაგუნდელებს დაემშვიდობა და თურქეთში თავის მენეჯერთან ერთად გაემგზავრა.

"თურქეთში ახლა ჩავფრინდით და "ესქიშეჰირთან" მოლაპარაკებებს დავასრულებთ. ლაპარაკია იჯარაზე სეზონის ბოლომდე. "გენკიდან" წასვლა მისი სურვილია, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი", - ამბობს ამიროვი.

როგორც გვითხრეს, ოქრიაშვილს არ სურს ბელგიაში ისეთ მწვრთნელთან დარჩენა, რომელიც მონდომებას არ უფასებს და სათადარიგოთა სკამზე ამყოფებს. უცნაური ისაა, რომ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, "გენკის" დამრიგებელი პეტერ მაესი ოქრიაშვილის გაშვებას ეწინააღმდეგებოდა.

ქართველის მოტივიც გასაგებია: თურქეთის ჩემპიონატი ბელგიურს სჯობს, პლუს, სათამაშო პრაქტიკასა და უკეთეს პირობებს ჰპირდებიან. მეორეცაა - "ესქიშეჰირი" სუპერლიგიდან თუ გავარდება, თორნიკე თურქებთან იჯარას აღარ გააგრძელებს.

დღემდე უცნობია, რა ბედი ელის "გენკის" მეორე ქართველს, ლუკა ზარანდიას, რომელსაც თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს. ბელგიურ გუნდში დარჩენა 19 წლის თავდამსხმელსაც აღარ სურს და მისი საკითხის გარკვევას ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eqskluzivi
culo
zaza
esez tkveni nichieri
jirka
Oქრი ***
jakomo
არუნდა კაცს ფეხბურთი და ჰაა. ხელფასს მისცემენ, თან აქვე იქნება და თუ მოენატრა ვინმე, უცბათ ჩამოვა სახლში.ღმერთმა ნიჭი მისცა მაგრამ ჭკუა არა
status quo
სიზარმაცემ და თავის თავზე დიდმა წარმოდგენამ დაღუპა ეს ბიჭი,ამის მერე ალბათ ვიეტნამის ჩემპიონატში ითამაშებს...
maxo
თამში თუ უნდოდა ბელგიაში უნდა ეთამაშა და დაინახავდნენ უკეთეს კლუბებიდან ეხლა თურქეთში ბოლო ადგილის გუნდში ვინ შეხედავს? გულავი უნდა ალბათ და არა ფეხბურთის თამაში.
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "პორტუსთან" დამარცხდა
გულიაშვილის "რასინგმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა - "ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მაინც მოუგო
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
თორნიკე ოქრიაშვილი: დავჭკვიანდი! რაც ცუდი იყო, წარსულში დავტოვე
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
"ატალანტა" მზადაა "გენკის" მცველი 10 მილიონად შეიძინოს
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპული" გადარჩა, "ზალცბურგი" ჩარჩა, "ნაპოლი" მეორეზე დარჩა [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილის ევროპული ვარიანტები - განსაკუთრებით ესპანელები აქტიურობენ
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
კარლო ანჩელოტი: არ გადავდგები, თუმცა...
"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!
ოქრიაშვილის მენეჯერი: ჰოლანდიის, ბელგიისა და გერმანიის გუნდებთან ვლაპარაკობთ
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
[ექსკლუზივი] ოქრიაშვილის აგენტი: თორნიკემ თურქულ კლუბში წასვლა არჩია!
სულ სხვა ოქრიაშვილს ნახავთ... მენეჯერის თქმით, თორნიკეს "ვერდერის" ვარიანტი აქვს
ლუკა ზარანდია გაოცებულია, თორნიკე ოქრიაშვილის აგენტი "ვიტესს" გამორიცხავს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება