იური ბაკალოვი ზუგდიდში დღეს ჩავიდა და პირველი შეხვედრაც გამართა
ზამთრის არდადეგების პერიოდში უმაღლესი ლიგის საფეხბურთო გუნდებში არაერთი ცვლილება განხორციელდა. ს.კ. "ზუგდიდის" შემადგენლობაში კი ჯერჯერობით ის სიახლეა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელი სპეციალისტი იური ბაკალოვი მოიწვიეს.

იური ბაკალოვი ზუგდიდში დღეს ჩავიდა და პირველი შეხვედრაც გამართა. იგი "ბაიას" ბაზაზე კლუბისა და ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა. მართალია, უკრაინელ სპეციალისტს კლუბთან ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია და ხელმძღვანელობასთან შეხვედრაც გაცნობით ხასიათს ატარებდა, თუმცა, დიდი ალბათობით, იგი ზუგდიდურ გუნდს გაუძღვება.

ბესიკ შეროზიას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება პირველი წრის დასრულებამდე დუბლების მთავარ მწვრთნელს, ლევან მიქაძეს დააკისრეს, რომელმაც ამ პოსტზე ოთხი ოფიციალური და ორი სათასო შეხვედრა გამართა. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი ს.კ. "ზუგდიდს" სათავეში ჩაუდგება, ლევან მიქაძე სწორედ უკრაინელი სპეციალისტის თანაშემწე გახდება.

რაც შეეხება იური ბაკალოვის სამწვრთნელო კარიერას - მუშაობა ბავშვთა გუნდში 2003 წელს დაიწყო და ეს საბავშვო გუნდი კიევის "დინამოს" დაქვემდებარებაში იყო. შემდეგ იგი კიევის "არსენალში" გადავიდა დუბლების მწვრთნელად, ხოლო 2007 წელს ამავე გუნდში ჭაბუკთა ლიგას ხელმძღვანელობდა და ცოტა ხანში, სათავეში იგი ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგა. 2010 წელს უკრაინული კლუბის ხელმძღვანელობამ იური ბაკალოვი კიევის "არსენალის" ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა.

უკრაინელმა სპეციალისტმა იური ბაკალოვმა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:

"საქართველოში დღეს ჩამოვედი, მქონდა შეხვედრა უკვე კლუბის ხელმძღვანელობასთან და საკმაოდ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ ვრცლად, საბოლოოდ კი ყველაფერი ამ დღეებში გადაწყდება. საქართველოს ჩემპიონატზე მაქვს საკმაო ინფორმაცია, არიან დაბალანსებული გუნდები და საშუალო დონის გუნდებიც, რომლებიც ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს".

უკრაინელ სპეციალისტს, როგორც აღვნიშნეთ, პირველი შეხვედრა ქალაქის მერთან, ირაკლი გოგოხიასთან და კლუბის დირექტორთან, გელა ინალიშვილთან ჰქონდა, ხვალ კი უკვე პირველი შეხვედრა მას ფეხბურთელებთან ექნება.

მომზადებულია fczugdidi.ge-ს მიხედვით

bebeto
ზუგდიდმა და მთლიანად სამეგრელომ ბოლომდე უნდა გამოიყენოს თავისი პოტენციალი ფეხბურთში.ამისთვის ველაფერი უნდა გაკეთდეს იქ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
ს.კ. "ზუგდიდი" ბესიკ შეროზიას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან
უკრაინელი ინვესტორების ამბავი - არის თუ არა ცნობილი მენეჯერი სელიუკი "ზუგდიდის" ახალი მეპატრონე?
600 ათასიდან დარჩა 85 ათასი, ინვესტორი კი წავიდა? ორი ვერსია "ზუგდიდის" ამბებზე
ახლა უკვე ოფიციალურად: ბესიკ შეროზია "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი აღარაა
ნიკა ჯღარკავა: ამ ლოგიკით, ბოლო ტურიც არ უნდა ჩაგვეტარებინა?
უმაღლესი ლიგის IX ტურის წინ: ერთმანეთზე მნიშვნელოვანი
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."
"ზუგდიდი": ზაზა ჯანაშია ბრუნდება, ბესიკ შეროზია მამუკა ჭაჭუამ შეცვალა