"კლივლენდისა" და "პორტლენდის" ლიდერებს დიდი დღე ჰქონდათ
გუშინ, რეგულარულ ჩემპიონატში საკმაოდ დაძაბული დღე იყო. ორ მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. ერთ-ერთში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" 114:111 აჯობა შინ "ნიუ ორლეანს".

მასპინძლებმა არც ისე კარგად დაიწყეს შეხვედრა და "პელიკანსს" 11 ქულით წინ გასვლის საშუალება მისცეს, მაგრამ შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და თითქმის შეხვედრის ბოლომდე ლიდერობდნენ. ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ჯრიუ ჰოლიდეიმ სამი საჯარიმოს შეასრულების უფლება მიიღო, სამივე გამოიყენა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით ხუთწუთეულში სტუმრებმა ისევ შეძლეს წინ გასვლა და ისევ ვერ შეინარჩუნეს მინიმალური უპირატესობა. ეს იყო "კლიპერსის" ზედიზედ მეცხრე მოგება.

კრის პოლმა შეხვედრა 25 ქულითა და 11 შედეგიანი პასით დაასრულა. გამთამაშებელმა 174-ე მატჩი ჩაატარა კარიერაში, რომელშიც მინიმუმ 20 ქულა და 10 გადაცემა დააგროვა. უფრო მეტი ასეთი შეხვედრა ჰქონდათ მხოლოდ ოსკარ რობერტსონს, მეჯიქ ჯონსონს, აიზია ტომასსა და ჯონ სტოქტონს.

ასევე ოვერტაიმში გაირკვა "ჰიუსტონისა" და "ინდიანას" მატჩის ბედი. მასპინძლებმა 107:103 გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმი "პეისერსმა" მცირე უპირატესობით დაასრულა, მესამე მეოთხედში კი სოლიდურ სხვაობას მიაღწია - 11 ქულით მოიგო ეს 12-წუთეული. ბოლო მეოთხედში "ჰიუსტონმა" შეამცირა სხვაობა, ხოლო ტრევორ არიზას სამქულიანის წყალობით მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით დროში "ინდიანა" გარკვეული ხანი ლიდერობდა, მაგრამ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შეძლო. ბოლო წუთზე მონტა ელისის ორმა სროლამ მიზანს არ მიაღწია, იმ დროს, როცა "ჰიუსტონის" შეტევები შედეგიანად დასრულდა.

"კლივლენდს" ბრძოლა მოუწია სტუმრად ლიგის მთავარი აუთსაიდერის "ფილადელფიას" დასამარცხებლად - 95:85. "კავალერებმა" მინიმალური უპირატესობით მოიგეს პირველი ტაიმი, შემდეგ გაზარდეს სხვაობა მესამე მეოთხედში. ბოლო 12-წუთეულში მასპინძლებმა ორ ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, მაგრამ 81:79-ზე "კლივლენდმა" ზედიზედ 14 ქულა აიღო და მატჩის ბედი ამით გადაწყვიტა.

ლებრონ ჯეიმსმა ამ მატჩში 37 ქულა და 9 შედეგიანი პასი შეასრულა. ახლა, "მეფეს" კარიერაში 6506 გადაცემა დაუგროვდა. ის გახდა ლიგის ისტორიაში 21-ე მოთამაშე, ვინც 6500-იანი ზღვარი გადალახა. საუკეთესო ასისტენტების ოცეულში შესასვლელად, ლებრონს 71 შედეგიანი პასის შეასრულება სჭირდება. მოქმედ კალათბურთელებს შორის ჯეიმსს მხოლოდ კრის პოლი (7253) და ანდრე მილერი (8480) უსწრებენ.

"პორტლენდმა" მოულოდნელად საკუთარ მოედანზე მოუგო "ოკლაჰომა-სიტის" - 115:110.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი ექვსქულიანი უპირატესობით დაასრულეს, მაგრამ ცუდად ჩატარებული მესამე მეოთხედის შემდეგ, მდევრის როლში აღმოჩდნენ. "თანდერი" ბოლო მეოთხედის დიდი ნაწილი ლიდერობდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 1.47 წუთით ადრე, 110:107 დაწინაურების შემდეგ, სტუმრებმა ქულა ვეღარ აიღეს.

მატჩის ბოლოს ფენომენალური თამაში აჩვენა დამიენ ლილარდმა. უკანასკნელ სამ წუთსა და ექვს წამში, "პორტლენდის" ლიდერმა 17 ქულა დააგროვა - ექვსიდან ხუთი სამქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, მისმა გუნდმა კი რვაქულიანი ჩამორჩენა გააბათილა.

სულ ლილარდს რვა ზუსტი სამქულიანი ჰქონდა და მეორე მოქმედი კალათბურთელი გახდა, ვინც კარიერის პირველ ოთხ წელიწადში 700 სამქულიანის ჩაგდება მოასწრო. ლილარდის გარდა, ეს შეძლო "გოლდენ სტეიტის" წევრმა კლეი ტომპსონმა, რომლის ანგარიშზე ოთხ წელიწადში 784 სამქულიანი მოდის.

საინტერესოა, რომ "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა სტივენ კარიმ კარიერის საწყის ოთხ წელიწადში მხოლოდ 644 შორეული ტყორცნის რეალიზება შეძლო.

მინესოტა-დალასი 87:93

22:22, 20:26, 13:20, 32:25

მ: უიგინსი (21+7 მოხსნა), მუჰამადი (16), რუბიო (12+7 მოხსნა+8 პასი), თაუნსი (10).

დ: ნოვიცკი (29+7 მოხსნა), პარსონსი (14), ფაჩულია (13+11 მოხსნა).

კლიპერსი-ნიუ ორლეანი 114:111 (ო)

19:24, 37:25, 28:27, 17:25, 13:10

კ: პოლი (25+11 პასი), კროუფორდი (21), ჯონსონი (15+5 ჩაჭრა), მბა ა მუტე (14), ჯორდანი (12+11 მოხსნა), რედიკი (11), რივერსი (10).

ნ-ო: ჰოლიდეი (29+11 მოხსნა), დევისი (26+7 მოხსნა+7 პასი), ანდერსონი (16+10 მოხსნა), აშიქი (8+11 მოხსნა).

ფილადელფია-კლივლენდი 85:95

20:26, 27:22, 22:27, 16:20

ფ: ოკაფორი (21+7 მოხსნა), სმიტი (18+7 მოხსნა+10 პასი), ნოელი (12+9 მოხსნა).

კ: ჯეიმსი (37+7 მოხსნა+9 პასი), ლავი (15+15 მოხსნა+7 პასი), სმიტი (14), ტომპსონი (10+10 მოხსნა).

მემფისი-ბოსტონი 101:98

16:34, 22:19, 30:23, 33:22

მ: რენდოლფი (25+13 მოხსნა), ჩელმერსი (18), ალენი (15+10 მოხსნა), ბარნსი (12+9 მოხსნა), მ. გასოლი (11+11 მოხსნა).

ბ: ტომასი (35+8 პასი), ბრედლი (14), ჯონსონი (14+9 მოხსნა), სალინჯერი (11), კრაუდერი (10).

ჰიუსტონი-ინდიანა 107:103 (ო)

28:24, 20:26, 16:27, 29:16, 14:10

ჰ: არიზა (24), ჰარდენი (21+9 მოხსნა+9 პასი), ჰოვარდი (21+17 მოხსნა), ბევერლი (16+6 პასი), ბრიუერი (12).

ი: ჯორჯი (20+7 ჩაჭრა), ჯორჯ ჰილი (13), მაინმი (13+7 მოხსნა), სტაკი (13), ელისი (11+13 პასი).

ნიუ იორკი-მილუოკი 100:88

24:24, 27:17, 31:19, 18:28

ნ-ი: ენტონი (24+10 მოხსნა+8 პასი), პორზინგისი (15+5 დაფარება), ლოპესი (13+9 მოხსნა), ტომასი (13), აფლალო (11).

მ: მონრო (28+10 მოხსნა), მიდლტონი (20), პარკერი (14), ვონი (10), ანტენტოკუნმპო (8+10 მოხსნა).

დენვერი-შარლოტი 95:92

36:26, 17:30, 28:21, 14:15

დ: გალინარი (27), ჰარისი (12), მუდიაი (11+6 პასი), ბარტონი (10+8 მოხსნა).

შ: ზელერი (15), ლემბი (15+8 მოხსნა), კამინსკი (14), უოკერი (11+6 პასი), მარვ. უილიამსი (11).

პორტლენდი-ოკლაჰომა 115:110

26:27, 26:19, 28:39, 35:25

პ: ლილარდი (31+7 მოხსნა+9 პასი), მაკალუმი (22+7 მოხსნა+6 პასი), ამინუ (16), პლამლი (11+11 მოხსნა), კრები (11), დევისი (10+9 მოხსნა).

ო: დურანტი (28), უესტბრუკი (25+9 მოხსნა+15 პასი), ადამსი (17+10 მოხსნა), იბაკა (14), რობერსონი (10+8 მოხსნა).

ლეიკერსი-იუტა 74:86

14:15, 16:28, 20:18, 24:25

ლ: უილიამსი (18+8 მოხსნა+6 პასი), კლარკსონი (14), რენდლი (11+7 მოხსნა), ნენსი (10+11 მოხსნა).

ი: ჰეივორდი (25), ჰუდი (14), გობერი (10), ბერკი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა