35 გამარჯვება 37 მატჩში
როგორც ორი დღის წინ, რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის მიმოხილვაში ვწერდით, "გოლდენ სტეიტმა" 37 მატჩში 35 გამარჯვება დააგროვა, რაც ეროვნული საკალათბურთო ისტორიის ახალი რეკორდია.

"მეომრები" 1995-96 წლების "ჩიკაგო ბულზის" რეკორდის გაუმჯობესების გრაფიკით მიიწევენ წინ. ის სეზონი მაიკლ ჯორდანმა და კომპანიამ 72 მოგებითა და 10 წაგებით დაასრულა, რაც მანამდე და შემდეგ არ მომხდარა (NBA-ის ისტორიაში 70 მატჩიც კი არც ერთ გუნდს არ მოუგია). და სწორედ ამ ისტორიულ რეკორდს ემუქრება წელს "გოლდენ სტეიტი".

ისტორიულ სეზონში "ჩიკაგოს" 18-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, ლიგის ლიდერი იყო მოპოვებული ქულების რაოდენობით (105.2), მესამე - გაშვებული ქულებით (92.9) და საშუალოდ, 12.2-ქულიანი სხვაობით უგებდა მეტოქეებს. "ბულზმა" შინ მხოლოდ ორი მატჩი დათმო და სტუმრად 33 მოიგო, რაც დღემდე NBA-ის რეკორდია.

პლეი ოფში "ჩიკაგომ" ფინალამდე მხოლოდ ერთი მატჩი წააგო - "ნიუ იორკთან". ფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურდა "სიეტლ სუპერსონიქსის" წინააღმდეგ, რის შემდეგაც ზედიზედ ორი მატჩი დათმო მეტოქის მოედანზე. "ხარებმა" ტიტული მეექვსე შეხვედრაში გაინაღდეს, როცა ბრწყინვალე დაცვითი თამაში აჩვენეს - 87:75.

მიმდინარე სეზონი "გოლდენ სტეიტმა" 24-მატჩიანი მოგებათა სერიით დაიწყო და მხოლოდ 25-ე შეხვედრა დათმო მილუოკიში. 37 მატჩის შემდეგ, "ჩიკაგოს" სამი წაგება ჰქონდა, "გოლდენ სტეიტს" - ორ მარცხი აქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi1990
მე რომ დავწერე სკოტზე ის საუკეთესო დამცველი იყო და სამ ნომერზე თამაშეობდა,სტეფი კი გამთამაშებელია. :D 1.მეჯიქი; 2.ჯორდანი; 3.მეფე; 4.ოლაჯუონი; 5.ქარიმი. მაღლები,ძლიერები,სწრაფები და ზუსტები. ეს არის საუკეთესო ხუთეული.
giorgi1990
დოქტორი ძალიან მაგარი იყო და მართლაც პირველი სუპერვარსკვლავი იყო,ყველაზე მაგარი ჩატენვაც მას ეკუთვნის ჩემი აზრით. მაგრამ ლებრონი საუკეთესო მესამე ნომერია ყველა დროის,გავლილი კარიერის მიხედვით და წინ კიდე 5-6 უმაგლესი დონის თამაში აქვს.კარიერას 8-10წელიწადში დაამთავრებს როცა ქარიმის რეკორდს მოხსნის. საუკეთესო მეოთხე ნომერი მელოუნი არ არის,ის ჩემპიონიც ვერ გახდა.კარიერით ტიმი მაგრამ ინდივიდუალურად მაინც ჰაკიმს ეკუთვნის. ბილ რასელს გუნდი ყავდა და იმ მომენტში საუკეთესო ბოსტონი იყო,თორე ვილტი და კარიმი გაცილებით უფრო უკეთესები იყვნენ.
მერაბი გ.
ამ წყვილების შედარება მართლა სისულელეა, იმიტომ რომ ერთ მხარეს ჯორდანია! პიპენი კარს ვერ ჯობია! ყველა დროის საუკეთესო ხუთეული კი ასეთია: 1. მეჯიკ ჯონსონი 2. მაიკ ჯორდანი 3. ჯულიუს ირვინგი 4. კარლ მელოუნი 5. ბილ რასელი ... და ამას სადაოდ არ ხდის კალათბურთში ჩახედული არც ერთი კაცი, აი მეორე ხუთეულზე კი დავაა ...
giorgi1990
სურათით ვითომ შედარებას აკეთებთ? :D ჯორდანი და პიპპენი არა მარტო შეტევაში იყვნენ შეუდარებლები.ყველა დროის საუკეთესო ხუთეული რომ შეადგინო ეგ ორი მოთამაშე თავისი შემტევი და დაცვითი თამაშით იქ 100% იქნება. სტეფს დრიბლინგი და სროლა აქვს,ხოლო დაცვა სუსტია.ტომსონს შეტევა კარგი აქვს და დაცვაშიც ეპიზოდებში კარგად თამაშობს. ის ხარები ამ მეომრებს რომ დაჯახებოდნენ გადათელავდნენ. :D
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"