26 წლის ტანმაღალი ფლანგელი მინდორს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რაც ტრავმით იყო გამოწვეული
თერჯოლის "საპოვნელამ", რომელიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, არაერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა და ამის თაობაზე "ლელო" უკვე წერდა. სხვებთან ერთად, იმერლებმა გადაიბირეს 26 წლის ტანმაღალი ფლანგელი გიორგი ბიბილეიშვილიც, ვისაც ქომაგი ბოლნისის "სიონიდან" იცნობს.

ბიბილეიშვილი მინდორს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რაც ტრავმით იყო გამოწვეული. გუშინ "ლელომ" მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა...

- ძალიან დიდხანს იუქმეთ. მძიმე იყო ტრავმა?

- საკმაოდ. თბილისის "დინამოსთან" მატჩში ჯვარედინი იოგები გამიწყდა.

- ახლა ყველაფერი კარგადაა?

- საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა. ჯერ ერთი ოპერაცია გავიკეთე, მერე - მეორე. სარეაბილიტაციო პერიოდიც ნაყოფიერად გავიარე ექიმ თემურ ხვედელიძესთან... ვისარგებლებ შემთხვევით და მას დიდ მადლობას გადავუხდი.

- ასეთი ტრავმები ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ კვალს ტოვებს. ტრავმის შემდეგ შიში ხომ არ დაგჩემდათ?

- არა, არანაირი შიში! უკვე საკმაო დრო გავიდა იმ ტრავმის შემდეგ. ბოლოს "რუსთავში" ვვარჯიშობდი. მართალია, ოფიციალური მატჩი არ მითამაშია, მაგრამ ამხანაგური შეხვედრები კი ჩავატარე...

- როგორც გავიგეთ, კარიერას "საპოვნელაში" გააგრძელებთ...

- კი, ასეა. "საპოვნელას" ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და თანამშრომლობა შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ამ სეზონში "საპოვნელას" მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, მერე კი შევეცდებით, უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

- უმაღლესში ადგილის შენარჩუნება იოლი არ იქნება...

- რა თქმა უნდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ გუნდს შესწევს საამისო ძალა. თან "საპოვნელაში" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ითამაშებს და... ვნახოთ... მჯერა, შევძლებთ.

- მაშ, თქვენთვისაც და გუნდისთვისაც სეზონის იღბლიან მონაკვეთს ელით...

- დიახ, ასეთი მოლოდინი მაქვს. პირადად მე ცდას არ დავაკლებ, რომ "საპოვნელას" მიზნის მიღწევაში დავეხმარო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯიჯი-ს
რაც უფრო ხშირად გაჟღერდება მსგავსი ფრაზები ქართული კლუბების მიმართ და რაც მალე გახდებიან ქართული კლუბები მიმზიდველები ფეხბრთელებისთვის მით მალე მოგვისწრებს ის შედეგი რასაც წლებია ველოდებით კლუბებშიც და ნაკრებშიც. ასე რომ დაცინვით და მესის გულშემატკივრობით არაფერი გამოვა...
ლევანი_თერჯოლა
მახსოვს ამის თამაში სიონიდან ტორპედოს რო გაუტანა. გააძლიერებს საპოვნელას ფლანგზე.
ჯიჯი
სიამოვნებით დათანხმდა საპოვნელაში თამაშს,რა მაგრად ჟღერს))))))))))
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
ავტომობილთან შეჯახებისას, სადაც ლუის ენრიკეს ქალიშვილიც იმყოფებოდა, მოტოციკლისტი დაიღუპა
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
საქართველოს ნაკრების ექიმი გიორგი ცინცაძის დაბრუნების ვადაზე საუბრობს
ᓒᓘ
საბერძნეთი VS საქართველო - ელადაზე ელინებთან
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
ზესტაფონი-სიონი 0:1 - ახალი მწვრთნელით მეოთხედფინალში [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
გიორგი ცინცაძეს ექიმებმა გერმანიასთან თამაშის ნება დართეს
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
"შევარდენი 1906"-მა ახალი სეზონიდან შესაძლოა "ბენდელაზე" ითამაშოს
იმედი გაჩნდა - ზაზა ფაჩულიას ტრავმა საგანგაშო არ არის!