რა სჭირდება იანუზაის? ნდობა და შანსი!
ადნან იანუზაი "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდება. იანუზაი ბელგიელთა იმ თაობის წარმომადგენელია, რომლის თაობაზეც ძალიან ბევრი აღმატებით ხარისხში საუბრობს. იანუზაი თავიდანვე იქნა მიჩნეული თავისი თაობის გამორჩეულ წარმომადგენლად.

ადნანის დიდი ნიჭი ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა. მან მაშინ ჯერაც უწვერული იანუზაის თაობაზე შემდეგი თქვა: "ის უდიდესი ნიჭის ფეხბურთელია, მან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და მაშინ ჩვენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს მივიღებთ", - ფერგიუსონისგან ასეთ შეფასებას ბევრი ინატრებს.

ჯერ კიდევ 2012-13 წლების სეზონიდან ადნანი "მანჩესტერის" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ვინ იცის, "იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონი რომ დარჩენილიყო, იანუზაის უფრო დამაჯერებლად შეეღო დიდი ფეხბურთის კარი.

წავიდა ფერგი, მოვიდა დევიდ მოიესი და იანუზაი კვლავ თამაშობდა. თანდათან, მან მოუკლო. ის ჯერ არ აღმოჩნდა მზად, ეზიდა გრანდის ფეხბურთელის დიდზე დიდი წნეხი. ლუი ვან გაალმა იანუზაის ადგილი "იუნაიტედში" ვერ დაინახა. 2015 წლის 31 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე, იანუზაი "დორტმუნდში" გაანათხოვრეს.

ის ვერ მოერგო "დორტმუნდს". ახლა მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს. ფაქტი ისაა, რომ ადნანს შანსი ხეირიანად არც კი მისცემია. მან ყვითელი მაისურით მატჩების თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის შეხვედრები ჩაატარა.

"მე თამაში მინდა და შანსს ველოდები. ვვარჯიშობ და თავს არ ვზოგავ იმისათვის, რომ მწვრთნელის ნდობა დავიმსახურო", - თქვა იანუზაიმ და ეს მართლაც ასე იყო. ვერავინ იტყვის, რომ ბელგიელი საქმეს რამეს აკლებს, მაგრამ ჯერ მას მაინც ნაკლებად უმართლებს.

ახლა ადნანი ისევ "მანჩესტერში" ბრუნდება. მას იქ დახვდება ლუი ვან გაალი, ვინც ის ერთხელ უკვე დაიწუნა. ამჯერად ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ადნანს შანსი აუცილებლად უნდა მისცეს.

ჯერ ერთი, მთელი "იუნაიტედი" საშინლად გამოიყურება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ინგლისური გრანდი, უბრალოდ, გადაეჩვია ფეხბურთის კარგად თამაშს და გამარჯვებებს. იქნებ ბევრი რამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეცვალოს?!

მეორეც, ინგლისური გრანდი ყოველთვის განსაკუთრებულად ძლიერი იყო თავისი გარემარბებით და ახლა ისე ჩანს, რომ ეს სიძლიერე გაქარწყლებულია. გარემარბები საჭირო დროს საკუთარ თავზე ვერ იღებენ თამაშს.

ყოველ შემთხვევაში, "მანჩესტერის" ქომაგებს მაგრად სჯერად ადნანის. მან სიმწვავე უნდა შეიტანოს გუნდის თამაშში და ეს გადაუდებელი ამოცანაა, იანუზაის ეს ნაღდად შეუძლია. მისი მისია "იუნაიტედში" სწორედ ესაა.

ადნან იანუზაი არ არის უბრალო ფეხბურთელი. მას შემდეგ, რაც ის დიდ ასპარეზზე გამოჩნდა, არ წყდება საუბარი იმის თაობაზე, რომ მსოფლიო ფეხბურთმა ახალი და განსაკუთრებული ტალანტი მიიღო.

იმთავითვე გაურკვეველი იყო ჩვენი წერილის გმირის სანაკრებო მომავალი. იანუზაის გადაბირებას ცდილობდნენ ბელგიისა და ინგლისის ნაკრებები. ბოლო მომენტში საქმეში კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერთო. სწორედ კოსოვოა იანუზაის ისტორიული სამშობლო.

რაც შეეხება ინგლისს, ალბიონელთა პრეტენზიები ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ იანუზაი სწორედ ინგლისში ჩამოყალიბდა ფეხბურთელად. იანუზაიმ კოსოვოს ხარკი იმით მოიხადა, რომ ამ ქვეყნის საერთაშორისო საფეხბურთო აღიარებისათვის მომზადებულ რამდენიმე პეტიციას მოაწერა ხელი, მაგრამ ბელგიის ნაკრებში არჩია თამაში.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ბელგიის ნაკრებში ძალიან დიდი კონკურენციაა. იანუზაის კლუბში სათამაშო პრაქტიკა თუ არ ექნება, მაშინ ის ბელგიის ნაკრებში ვერ მოხვდება, რადგან ამ ქვეყანას არაერთი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს.

"მე აუცილებლად უნდა ვითამაშო. ჩემზე სულ ამბობენ, ნახეთ, რა პერსპექტიული ბიჭიაო. მინდა, რომ არ დავრჩე მარად პერსპექტიულ ფეხბურთელად და მინდა, რომ ჩემზე ისე ილაპარაკონ, როგორც შემდგარ მოთამაშეზე.

მინდა, ვიყო გრანდის ფეხბურთელი და მე ვგრძნობ საამისო ძალას. ერთადერთი, რაც მე მჭირდება, ესაა ნდობა და მე თუ მას მივიღებ, ვნახავთ, რა შემიძლია რეალურად", - აღნიშნავს იანუზაი.

სხვათა შორის, "მანჩესტერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი იანუზაის ტალანტის დიდი თაყვანისმცემელი გახლავთ. მაშინ, როდესაც მოიესმა "რეალ სოსიედადი" ჩაიბარა, მან გადაწყვიტა, თავისთან წაეყვანა ადნანი, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა.

ახლა "იუნაიტედში" ისეთი მდგომარეობაა, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. არც ისაა გამორიცხული, ვან გაალს მალე კარისაკენ მიუთითონ. ასეთ შემთხვევაში "იუნაიტედის" სამწვრთნელო სავარძელში, დიდი ალბათობით, რაიან გიგზი ჩაბრძანდება.

ეს იანუზაისათვის ძალიან კარგი იქნება. გიგზს უყვარს "მანჩესტერის" გაზრდილები და თამამად ენდობა მათ. ადნანი სწორედ ასეთია და ადნანს ძალიან სჭირდება ნდობა. "მანჩესტერს", მისი დღევანდელი მდგომარეობით, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დიდი ტალანტი დაკარგოს.

სამწუხაროდ, "მანჩესტერი" უფრო და უფრო ემსგავსება საშუალო გუნდს და ეს ტენდენცია დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს!

დოსიე

ადნან იანუზაი

დაიბადა: 1995 წ. ბრიუსელი (ბელგია)

პოზიცია: გარემარბი

კარიერა: მანჩესტერი - 2011 წლიდან (2013-დან პირველ გუნდში); 2015 - დორტმუნდი (იჯარა)

ბელგიის ნაკრები: 2014-დან - 6 თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zvio
მაგარი ბიჭია ნდობა უნდა უბრალოდ
ggg
რა ადნან იანუზაი ღადაობთ? მეტი ტალანტი ვერ მონახეთ? ისეთი სტატია მიუძღვენით გეგონება ქართველი იყოს ან რაღაც საოცრება. ადნან იანუზაი არა ისა კიდე.
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
ადნან იანუზაი: პირველ გოლს ვან გაალს მივუძღვნი
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
ადნან იანუზაი ლა ლიგის მორიგ კლუბში გადავიდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ადნან იანუზაი "რეალ სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
ევრო 2016-ის ამბები: ინგლისმა სტარიჯი დაკარგა?
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
31 წლის ასაკში შვაინშტაიგერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
"სოსიედადში" გადაბარგებამდე იანუზაიმ ინგლისში სახლი 9.8 მილიონად შეიძინა
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?