"მანჩესტერ იუნაიტედი" თავკაც სერ ალქს ფერგიუსონს ამ სეზონში უეინ რუნისგან 10 გოლი სჭირდება, დიმიტარ ბერბატოვისგან კი - 30

სერ ალქს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ასტონ ვილას“ შეხვედრის წინ ასეთი რამ თქვა: „ამ სეზონში უეინ რუნისგან 10 გოლი მჭირდება, დიმიტარ ბერბატოვისგან კი 30“.

და რუნი დავალების შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგა: ბირმინგემელებს ორი გოლი შეუგდო - პირველი თამაშის დაწყებისთანავე, 50-ე წამზე, მეორე კი ზედ შესვენების წინ, როდესაც ნანის შესანიშნავი ჩაწოდებით ისარგებლა. ამრიგად რუნიმ გააკეთა ის, რაც ბოლოს 11 თვის წინ მოახერხა - ერთ შეხვედრაში ორჯერ გაიტანა.

ფერგიუსონი: „ჩვენი ორი თავდამსხმელის, რუნისა და ბერბატოვის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია და საბედნიეროდ ის თვალსა და ხელს შუა აშკარად იხვეწება. თუ სეზონს ისე ჩავამთავრებთ, რომ ბერბატოვი 30 გოლს გაიტანს, რუნი კი ათს, მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები. ასეთ შედეგს წარმატებულ პარტნიორობას ვუწოდებ“.

დღეისათვის ბერბატოვს 19 გოლი აქვს გატანილი, რუნის კი ხუთი. „ასტონ ვილას“ კარში მესამე გოლი ნემანია ვიდიჩმა შეაგდო. მატჩის შემდეგ რუნიმ თქვა:

„ვინ გახდება პრემიერლიგის ჩემპიონი, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული. ძალიან გამიხარდა გოლების გატანა რომ მოვახერხე. იმედი მაქვს ამიერიდან კარგი პერიოდი დამეწყება. ბოლო დროს ცუდად არ ვთამაშობდი, მაგრამ გოლები ვერ გამქონდა, არადა თავდამსხმელისთვის სწორედ ეს არის მთავარი. პირველი გოლი ვან დერ სარის პასით გავიტანე. ამ კომბინაციას მე და ედვინი უკვე რამდენი წელიწადია ვამუშავებთ, მაგრამ აქამდე არ გამოგვდიოდა. ამჯერად ყველაფერი კარგად აეწყო: ედვინმა ჩვენი საჯარიმოს წინიდან დაარყა და პირდაპირ საგოლე პოზიციაზე გამიყვანა. კარგი იყო, მეორე გოლიც, რომელიც ნანის შესანიშნავი პასით შევაგდე“.

რუნის ჟურნალისტებმა „ჩელსის“ გაძლიერების შესახებაც ჰკითხეს. მან უპასუხა:

„რასაკვირველია, „ჩელსი“ ტიტულის პრეტენდენტობიდან ერთი წამითაც არ ჩამოგვიწერია. ის ძლიერი გუნდია, რომელსაც შეუძლია ძალები მოიკრიბოს და გამარჯვებას გამარჯვება მოაყოლოს, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“.

სტატისტიკოსებმა ყურადღება მიაქციეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 12 წლის წინანდელ საკუთარს შედეგს გაუტოლდა - 1999 წლის „ტრებლის“ მომგები გუნდი 29 შეხვედრაში დაუმარცხებელი გახლდათ. ყველა შეჯიბრებაში ერთად დღევანდელი „იუნაიტედიც“ ასეა. ფერგიუსონმა თქვა:

„დღეს თამაში დიდებულად დავიწყეთ, რაც უეინის პირველი გოლის დამსახურებაა. მან მთელი შეხვედრა დიდებულად ჩაატარა. რასაკვირველია, აქამდე გოლები რომ ვერ გაჰქონდა, ნაკლი იყო, მაგრამ ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც წარუმატებლობასთან შეგუება არ სჩვევია და როგორც ხედავთ ეს ნაკლიც გამოასწორა“.

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია