"დიდი სლემის" ტურნირის წინ სტატისტიკურად "გახურება" აუცილებელია
ლეიტონ ჰიუიტი

- ლეიტონ ჰიუიტი - ბოლო მამაკაცი ავსტრალიელი ჩოგბურთელია, ვინც "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო (2002, უიმბდლონი). ის კარიერაში ბოლოჯერ ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობაზე.

- ლეიტონი საშინაო "დიდ სლემზე" მეოცედ ითამაშებს (1997-216), რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

- წლევანდელი ტურნირი 66-ე "მეიჯორი" იქნება ჰიუიტის კარიერაში. უფრო მეტჯერ "დიდ სლემზე" როჯერ ფედერერსა (67) და ფაბრის სანტოროს (70) უთამაშიათ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

- ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი შეიძლება გახდეს მეორე ჩოგბურთელი როი ემერსონის შემდეგ, ვინც ავსტრალიაში მეექვსედ გაიმარჯვებს.

- სერბმა მელბურნის კორტებზე ბოლო 33 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო - 2014 წელს, სტენ ვავრინკასთან მეოთხედფინალი.

- ჯოკოვიჩი უმიზნებს "დიდი სლემის" მე-11 ტიტულს. ამ შემთხვევაში ის გაუთანაბრდება როდ ლეივერსა და ბიორნ ბორგს. წინ იქნებიან მხოლოდ ემერსონი (12), რაფაელ ნადალი (14), პიტ სამპრასი (14) და ფედერერი (17).

- ნოვაკი ფინალში გავიდა ATP-ის ბოლო 16 ტურნირში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და აქედან 12-ში გაიმარჯვა. გარდა ამისა, ის შეიძლება გახდეს მესამე ჩოგბურთელი "ღია ერაში", ვინც "დიდი სლემის" ზედიზედ ხუთი ჩემპიონატის ფინალამდე გააღწია. ბოლოს ასეთი მიღწევა ფედერერს ჰქონდა.

როჯერ ფედერერი

- შვეიცარიელის ბოლო გამარჯვება "დიდი სლემის" ტურნირზე 2012 წლით (უიმბლდონი) თარიღდება.

- ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვების შემთხვევაში, როჯერი დაამხობს რეკორდს ამ სერიაში პირველ და ბოლო ტრიუმფებს შორის დროის ხანგრძლივობის მიხედვით. ეს ინტერვალი იქნება 12 წელი და 209 დღე (2003 წლის უიმბლდონიდან მოყოლებული). ჯერჯერობით, რეკორდი ეკუთვნის სამპრასს: 11 წელი და 364 დღე.

- ფინალის დღეს ფედერერის ასაკი იქნება 34 წელი და 176 დღე. ის ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული შეიძლება გახდეს კენ როზუოლის შემდეგ, რომელმაც ეს ტურნირი 37 წლისა და 67 დღის ასაკში მოიგო.

ენდი მარეი

- შესაძლო ფინალი ბრიტანელისთვის მეცხრე გახდება "მეიჯორებზე". თუმცა ეს არ იქნება ბრიტანული რეკორდი - ფრედ პერის "დიდი სლემის" ტურნირებზე 10 ფინალი ჰქონდა.

- სწორედ პერი გახლავთ ბოლო ბრიტანელი ჩოგბურთელი, ვინც ავსტრალიის ღია მოიგო. ეს შორეულ 1934 წელს მოხდა.

- ენდი ავსტრალიის ღია პირველობის მთავარი უიღბლო მოთამაშეა ისტორიაში: მან მელბურნში ოთხჯერ ითამაშა ფინალში და ოთხივეჯერ წააგო: 2010 წელს ფედერერთან, 2011, 2013 და 2015 წლებში - ჯოკოვიჩთან. ავსტრალიაში უფრო მეტი ფინალი (ხუთი) ჯონ ბრომვიჩს აქვს წაგებული 1937-49 წლების პერიოდში, თუმცა დროის ამ ინტერვალში, მარეისგან განსხვავებით, ორი ტიტული აიღო.

სერენა უილიამსი

- WTA-ის პირველმა ნომერმა, შესაძლოა, მეშვიდედ მოიგოს ავსტრალიის ღია, რაც საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება იქნება.

- მელბურნში წარმატება "დიდი სლემის" 22-ე ტიტულს მოუტანს ამერიკელს. ამით სერენა გაუთანაბრდება რეკორდსმენ შტეფი გრაფს.

- 2012 წლის უიმბლდონიდან მოყოლებული, უმცროსმა უილიამსმა "დიდი სლემის" ბოლო რვა ფინალი მოიგო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო. ასეთი სერია მამაკაცებსა და ქალებს შორის არავის ჰქონია.

მარია შარაპოვა

- რუს ჩოგბურთელს "დიდ სლემზე" ექვსი გამარჯვება აქვს მოპოვებული. "მეიჯორებზე" მარია ყოველთვის ლუწ წლებში იგებდა: უიმბლდონი-2004, აშშ-ის ღია-2006, ავსტრალიის ღია-2008, როლან გაროსი-2012 და 2014.

ვიქტორია აზარენკა

- ავსტრალიის ღიას ორგზის ჩემპიონმა ორი კვირის წინათ, ბრისბენში გამარჯვებით, 2013 წლის შემდეგ WTA-ის ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბელარუსი ჩოგბურთელის უტიტულო სერია თითქმის 900 დღე გაგრძელდა.

- ავსტრალიაში მესამე გამარჯვებით, აზარენკა გაუთანაბრდება მარტინა ნავრატილოვასა და მარტინა ჰინგისს. წინ იქნებიან მხოლოდ გრაფი (4), მონიკა სელეში (4), მარგარეტ კორტი (4), ივონ გულაგონგი (4) და სერენა უილიამსი (6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება