"რეალის" ფანებსა და ფეხბურთელებს ზიდანი უფრო მოსწონთ
* ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ "ვილიარეალი" ფრეს დასჯერდა.

* "ბეტისს" უკვე 6 ტურია, გოლი არ გაუტანია.

* "სევილიამ" "სანჩეს პისხუანზე" ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო.

* ზინედინ ზიდანის თავკაცობით, "რეალმა" 10 გოლი გაიტანა და ათივე შემტევი ტრიოს (რონალდო 2, ბენზემა 4, ბეილი 4) ანგარიშზეა.

* ქარიმ ბენზემამ "რეალის" მაისურით მე-300 მატჩი ითამაშა.

იკერ მუნიაინს ბოლო დროს ძალიან არ უმართლებს, ესპანეთის ერთ დროს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს "კამპ ნოუს" დატოვება ხუთი წუთის მერე მოუწია. საბედნიეროდ, ამჯერად ტრავმა არაფერ შუაშია, თუმცა მიზეზი "ბილბაოსთვის" მაინც სამწუხარო იყო - ბასკებს მეკარე ირაისოსი გაუძევეს და მათ კარში გოლების ათვლაც დაიწყო, მესიმ, ნეიმარმა და სუარესმა მიმდევრობით გაიტანეს - 6:0.

იხილეთ ვიდეო

ურუგვაელმა სულაც ჰეთ თრიკი შეასრულა. ეს იყო სასტიკი შურისძიება იმისთვის, რომ შარშან "ბარსამ" 6 შესაძლებლიდან მხოლოდ ერთი ტიტული (ესპანეთის სუპერთასი) "ბილბაოსთან" დუელში დაკარგა.

დერბი ფრანგის გოლებით

ანდალუსიური დერბის ბედი ფრანგმა კევინ გამეირომ გადაწყვიტა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს არასრულ ორწუთიან მონაკვეთში ორჯერ გადაუგდო ბურთი თავზე კარლოს კამენის. განსაკუთრებით თვალსასეირო პირველი გოლი იყო. აღსანიშნავია ადილ რამის პასი ლამის მთელი მოედნის სიგრძეზე. "მალაგამ", რა თქმა უნდა, გაიბრძოლა და შარლესმაც კარგად გათამაშებული საჯარიმო გოლით დააგვირგვინა, მაგრამ "სევილიამ" ზედიზედ მეცხრე საშინაო მატჩი მოიგო - 2:1.

გუნდებმა თამაში 10-10 კაცით დაასრულეს. "მარკამ" გამეიროს თამაში 9 ბალით შეაფასა. ამ შეხვედრაში "მალაგას" გამოემშვიდობა ნორდინ ამრაბატი, რომელიც "ნისლიან ალბიონზე" გააგრძელებს კარიერას.

შვედური დუბლი

ვიგოს "სელტა" ნელ-ნელა ნოლიტოს გარეშე ფონს გასვლას უნდა შეეჩვიოს. გალისიელებმა ეს აუტსაიდერ "ლევანტესთან" გაჭირვებით მოახერხეს 7-გოლიან თრილერში. ნოლიტოს არყოფნაში თავი იონ გუიდეტიმ გამოიჩინა დუბლით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მეორე გოლი, როცა ფორვარდმა დანიელ ვასის ბრწყინვალე პასი მიიღო და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ბრწყინვალე იყო იაგო ასპასის გოლიც. 3:0-ზე ვეღარავინ წარმოიდგენდა ინტრიგას მატჩში, მაგრამ ვალენსიელებმა გაიბრძოლეს - 4:3.

"მარკამ" "სელტას" მეოთხე გოლის ავტორი ფაბიან ორელიანა გამოარჩია 8 ბალით. თამაშის წინ "სელტამ" გამოაცხადა, რომ ფრანგული "ლიონიდან" კლაუდიო ბოვიუ შეიძინა.

შეწყვეტილი სერია

"ყვითელ წყალქვეშა ნავს" მოგებათა სერია "ბეტისმა" შეუწყვიტა - ამჯერად, რობერტო სოლდადოსა და სედრიკ ბაკამბუს დუეტმა ვეღარაფერი მოიფიქრა და "ვილიარეალი" ფრეს დასჯერდა - 0:0. არადა, ორივე ფორვარდს თითო ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა პირველ ტაიმში.

რომ არა ლუქსი

ის, რომ "დეპორტივომ" არ წააგო, ხერმან ლუქსის და მსაჯის დამსახურებაა. პირველმა რამდენიმე დიდებული "სეივი" შემოგვთავაზა, მეორემ "რეალ სოსიედადს" სამი გოლი არ ჩაუთვალა, რომელთაგანაც სულ მცირე, ერთი აშკარად ჩასათვლელი იყო. ბასკები საერთოდ აგებდნენ და ქულა ჩაბი პრიეტოს პანენკას სტილში გატანილი პენალტით მოიპოვეს. "დეპორტივოს" არგენტინელი გოლკიპერი "მარკამაც" გამოარჩია 8,5 ბალით.

გაჭირვებულები

"ვალენსიამ" და "რაიო ვალეკანომ" ზედიზედ მე-9 მოუგებელი მატჩი ითამაშეს - 2:2. თუმცა მატჩს "მესტალიაზე" არაფერი დაეწუნებოდა. ეფექტური იყო ალვარო ნეგრედოს გოლი, რომელმაც დაახლოებით 40 მეტრის მანძილიდან გაიტანა. "ვალენსია" ორჯერ აგებდა და მაინც შეძლო გათანაბრება, 88-ე წუთზე პაკო ალკასერმა ზაქარია ბაკალის პასით გაიტანა. სხვათა შორის, ორივე ფეხბურთელი შეცვლაზე შევიდა.

ზიდანის ენის უფრო გვესმისო

ზინედინ ზიდანმა "რეალის" ფეხბურთელებს სახეზე ღიმილი და მონდომება დაუბრუნა. პირველ 40 წუთში უკვე 5:0 იყო და "სამეფო კლუბი" მხოლოდ ამის მერე შეეშვა საბრალო "სპორტინგს". ორი დუბლი ვიხილეთ, ქარიმ ბენზემას და კრიშტიანო რონალდოს ავტორობით, ანგარიში კი გარეთ ბეილმა გახსნა. საბოლოოდ, ისმა ლოპესმა პრესტიჟის გოლი გაიტანა და მატჩი 5:1 მორჩა.

იხილეთ ვიდეო

ზიდანი გაორებული გრძნობით ტოვებდა სტადიონს, დამაჯერებელ მოგებას თან გარეთ ბეილისა და ქარიმ ბენზემას ტრავმები ახლდა. უელსელის მდგომარეობა უფრო სერიოზული ჩანს. ბენზემასა და ბეილის თამაში "მარკამ" 8-იანით გამოარჩია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ზიდანის ენის უფრო გვესმის ვიდრე ბენიტესისო - ეს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სიტყვებია.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ისეთი პირველი ტაიმი ვითამაშეთ, ძნელია, კმაყოფილი არ დარჩე. რონალდო, ბეილი და ბენზემა ჩინებულად თამაშობენ, მაგრამ ეს სიურპრიზი არ არის. მე მათი შრომითა და თამაშით კმაყოფილი ვარ. ფიზიკურად თუ მოვუმატებთ, კიდევ უფრო უკეთ ავთამაშდებით".

ლიდერი ლიდერად დარჩა

პრიმერადივიზიონის ლიდერი ისევ "ატლეტიკოა", რომელმაც კანარის კუნძულებზე 3:0 გაიმარჯვა. დუბლი შეასრულა ფრანგმა ანტუან გრიზმანმა.

იხილეთ ვიდეო

"ხეტაფემ" შინ 3:1 მოუგო "ესპანიოლს".

XX ტური

16 იანვარი

სევილია-მალაგა 2:1

გოლები: 1:0 გამეირო (40), 2:0 გამეირო (41), 2:1 შარლესი (74)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, კარიშო, რამი, ტრემულინა - კრიხოვიაკი, კრისტოფორო (64. იბორა) - ვიტოლო, ბანეგა (77. რეიესი), კრონ-დელი (85. ნ'ზონზი) - გამეირო

მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, ბოკა - ამრაბატი (68. სანტა კრუსი), ნაჩო კამაჩო, რესიო, გ. კასტრო - შარლესი, ჩოპი (53. დუდა)

გაფრთხილება: კოკე, კრისტოფორო, იბორა - ჩოპი, კამაჩო, ბოკა

გაძევება: იბორა (83), ბოკა (92)

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 21-21; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 7-14 (3-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 34 371

სელტა-ლევანტე 4:3

გოლები: 1:0 გუიდეტი (35), 2:0 გუიდეტი (40), 3:0 ასპასი (57), 3:1 დეივერსონი (63), 3:2 პ. ლოპესი (65), 4:2 ორელიანა (84), 4:3 მორალესი (89)

სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - ჯონი, მალიო, კაბრალი, პლანასი - ვასი, პ. ერნანდესი (86. ს. გომესი) - ასპასი, ორელიანა, ბონგონდა (70. რადოია) - გუიდეტი (62. სენე)

ლევანტე (4-1-4-1): მარინიო - პ. ლოპესი, დ. ნავარო (82. ღილასი), ფედალი, ტონიო - სიმაო (66. როხერი) - მაურისიო კუერო (56. რუბენ გარსია), კამარასა, ლერმა, მორალესი - დეივერსონი

გაფრთხილება: ბონგონდა - ტონიო, სიმაო, კამარასა, ლერმა

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 14-17 (6-8); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 16 943

ვილიარეალი-ბეტისი 0:0

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, მუსაჩო, რუისი, მარინი - ჯონათან დოს სანტოსი, ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, დ. სუარესი (74. კასტილიეხო) - სოლდადო, ბაკამბუ (68. ლ. ბაპტიშტაო)

ბეტისი (4-2-3-1): ადანი - პიჩინი (83. მოლინერო), პეცელა, ბრუნო, ხ. ვარგასი - პეტროში, ნ'დიაი - კადირი, ფაბიანი (80. პორტილიო), სეხუდო - რ. კასტრო (75. მოლინა)

გაფრთხილება: რუისი, კასტილიეხო - პეტროში

კუთხური: 7-11; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10-15 (3-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 15 402

სოსიედადი-დეპორტივო 1:1

გოლები: 0:1 ლუის ალბერტო (26), 1:1 ჩაბი პრიეტო (74-პენ)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - კ. მარტინესი, ა. ელუსტონდო, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე (72. ლიტრი) - პარდო (63. ილიარამენდი), ბერგარა - ველა, ჩაბი პრიეტო (87. ოიარზაბალი), ბრუმა - ჟონათასი

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ლაურე, ლოპო, სიდნეი, ფ. ნავარო - ბერგანტინიოსი, მოსკერა - ხუანფრანი, ლუის ალბერტო (83. ფახრი), ლუიზინიო (72. გუტიერესი) - ლ. პერესი

გაფრთხილება: ჟონათასი - მოსკერა, გუტიერესი, ლოპო

კუთხური: 9-4; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 16-7 (6-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 16 783

17 იანვარი

ვალენსია-ვალეკანო 2:2

გოლები: 0:1 ხოსაბედი (15), 1:1 ნეგრედო (55), 1:2 დ. ლორენტე (69), 2:2 პ. ალკასერი (88)

ვალენსია (4-1-4-1): რაიანი - ბარაგანი (82. ბაკალი), მუსტაფი, ადელრანი, კანსელო - პარეხო - როდრიგო, დანილო, ანდრე გომეში, მინა (61. პიატი) - ნეგრედო (65. პ. ალკასერი)

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ქუინი, ზე კაშტრო, ტიტო, ნაჩო - ტრაშორასი, დ. ლორენტე - ემბარბა (34. ლ. ბანგურა), ხოსაბედი (85. ბაენა), პ. ერნანდესი - მიკუ (69. მანუჩო)

გაფრთხილება: ალკასერი - ლორენტე, ქუინი, ბანგურა

კუთხური: 7-9; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13-18 (5-8); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 35 042

რეალი-სპორტინგი 5:1

გოლები: 1:0 ბეილი (7), 2:0 რონალდო (9), 3:0 ბენზემა (12), 4:0 რონალდო (18), 5:0 ბენზემა (41), 5:1 ი. ლოპესი (62)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, პეპე, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო (60. ხ. როდრიგესი) - ბეილი (46. ხესე), ბენზემა (65. კოვაჩიჩი), რონალდო

სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, მერე, ი. ლოპესი - ს. ალვარესი (61. რაშიდი), კასესი - ჯონი, ჰალილოვიჩი (46. დანი ნდი), მენენდესი - გერერო (73. სანაბრია)

გაფრთხილება: მოდრიჩი - გერერო

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 17-9 (10-2); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 70 365

ლას პალმასი-ატლეტიკო 0:3

გოლები: 0:1 ფილიპე ლუიში (17), 0:2 გრიზმანი (68), 0:3 გრიზმანი (89)

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - დ. გარსია, აიტამი, გარიდო, დ. კასტელიანო - როკე, ვისენტე - ელ ჟარი (66. ვაკასო), ტანა (80. არაუჟო), ვიერა - ვილიან ჟოზე

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, ა. ფერნანდესი (66. თომასი), კოკე - ვიეტო (62. ფერეირა-კარასკო), გრიზმანი

გაფრთხილება: - ფერნანდესი, ხიმენესი

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 7-21; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-11 (3-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 28 515

ხეტაფე-ესპანიოლი 3:1

გოლები: 0:1 ე. პერესი (26), 1:1 პედრო ლეონი (29), 2:1 სარაბია (36), 3:1 მ. გომესი (93)

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ვერხინი, კალა, იოდა - ხ. როდრიგესი, ლასენი - სარაბია, ვ. როდრიგესი (89. მენსა), პედრო ლეონი (81. მ. გომესი) - ა. ვასკესი (72. შჩეპოვიჩი)

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - რობერი, ა. გონსალესი, როკო, ვ. ალვარესი - დიოპი (52. ჟორდანი), აბრაამი (72. მონტანიესი) - ე. პერესი, სევილია, ასენსიო - კაისედო

გაფრთხილება: კალა, ვასკესი - როკო, პერესი

კუთხური: 3-7; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 18-13 (4-6); ბურთის ფლობა: 36%-64%.

მაყურებელი: 6 500

ბარსელონა-ბილბაო 6:0

გოლები: 1:0 მესი (7-პენ), 2:0 ნეიმარი (31), 3:0 ლ. სუარესი (47), 4:0 რაკიტიჩი (62), 5:0 ლ. სუარესი (69), 6:0 ლ. სუარესი (82)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ა. ვიდალი, პიკე, მასკერანო, ალბა (72. ბარტრა) - რაკიტიჩი (63. ს. რობერტო), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი (46. არდა თურანი), ლ. სუარესი, ნეიმარი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ბოვედა, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი (63. იტურასპე) - დე მარკოსი, ერასო, მუნიაინი (6. ერერინი) - ვილიამსი (56. მერინო)

გაფრთხილება: მასკერანო, მასკერანო - დე მარკოსი, ერასო

გაძევება: ირაისოსი (4)

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 6-7; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 20-9 (8-3); ბურთის ფლობა: 76%-24%.

მაყურებელი: 68 019

18 იანვარი

ეიბარი-გრანადა 23:30

ბომბარდირები: 18 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა); 13 - გარეთ ბეილი (რეალი); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუკას პერესი (დეპორტივო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს