თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში საკმაოდ შედეგიანად ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში საკმაოდ შედეგიანად ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში "ხუვენტუდთან" მნიშვნელოვანი წილი დაიდო. ვიტორიულმა გუნდმა მორიგი ტურის მატჩი დაძაბულ ბრძოლაში - ბოლო წამებზე - 69:68 მოიგო.

როგორც წესი, შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ არასრულ 19 წუთში 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. შენგელიას მონაგარმა 11 ქულა, თავის გუნდში უმეტესი 8 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა შეადგინა. თორნიკემ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

შენგელიას მსგავსად, 11-11 ქულა მოაგროვეს იანის ბურუსისმა და იაკა ბლაჟიჩმა, ბომბარდირი კი 18 ქულით დარიუს ადამსი გახდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით, ეს უკანასკნელი ყველა მანამდე ხსენებულ კალათბურთელს - შენგელია, ბლაჟიჩი, ბურუსისი - ჩამორჩა.

"ლაბორალ კუჩა" ცხრილში მოსწყდა მადრიდის "რეალს" და მესამე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა, თუმცა დღეს, გვიან ღამით "სამეფო კლუბი" "ფუენლბრადას" ხვდება და თუ მოუგო, შენგელიას გუნდს მე-3 ადგილს შეეზიარება. მომდევნო მატჩში შენგელია გიორგი შერმადინს შეხვდება. 24 იანვარს ვიტორიაში "ლაბორალ კუჩა" "ანდორას" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა