გთავაზობთ ინტერნეტკონფერენციას კახა ცხადაძესთან
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ინტერნეტპრესკონფერენცია დაწყებული იყო, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო... არსებული ინფორმაციით, საკითხი საბოლოოდ მხარეთა შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყდეს.

შესაბამისად, კახა ცხადაძე მკითხველთა კითხვებს ეროვნული გუნდის თავკაცის რანგში უპასუხა.

თავდაპირველად მან მკითხველებს ბოდიში მოუხადა კითხვებზე პასუხის გაცემაზე დაგვიანებისთვის.

"ვიდრე შეკითხვებზე პასუხს გაგცემდეთ, მსურს დიდი ბოდიში მოვუხადო მკითხველს, რომ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე კითხვებზე პასუხები ცოტა დამიგვიანდა. ასევე მსურს დიდი პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ".

მკითხველი:

- ბატონო კახა, გარედან ჩანს, რომ თუ ნატურალიზებაა საჭირო, მცველზე მეტად ნაკრებს თავდამსხმელის პრობლემა აქვს. ამის თაობაზე მაინტერესებს თქვენი აზრი.

- ნატურალიზებას გარკვეული პირობები სჭირდება. მაგალითად, ფეხბურთელი გარკვეული წლები უნდა თამაშობდეს საქართველოში. რენე ფერეირა უკვე სამი წელია, რაც აქ თამაშობს და სწორედ ამიტომ წამოვწიე ეს თემა. ის კარგი მცველია და ვფიქრობ, ნაკრებს გამოადგება.

მკითხველი:

- მაინტერესებს, რას ფიქრობთ თბილისის "დინამოს" ფორვარდ გიორგი ქვილითაიაზე. როგორ დაახასიათებდით ამ ფეხბურთელს?

- გიორგი ქვილითაიამ ძალიან მოუმატა და, ჩემი აზრით, თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად დაიმსახურებს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას.

მკითხველი:

- შეუძლია თუ არა ჩვენს ნაკრებს ორი თავდამსხმელით თამაში?

- ჩვენ ბევრი კარგი შემტევი ნახევარმცველი გვყავს, ამიტომ, მათი სასტარტო შემადგენლობაში გამოყენება სჯობს. მეორე ფორვარდი შეიძლება გამოიყენო სხვა სქემაში, კერძოდ 5-3-2-ში.

მკითხველი:

- რას ურჩევდით ახალგაზრდა ფეხბურთელებს: თავად სცადონ უცხოეთში წასვლა ადრეულ ასაკში თუ ჯერ საქართველოს ჩემპიონატში მოსინჯონ ძალები და შემდეგ იფიქრონ წასვლაზე?

- ყველა ფეხბურთელმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს, გაიაროს ყველა ეტაპი და მხოლოდ შემდეგ იფიქროს უცხოეთში წასვლაზე.

მკითხველი:

- იცნობთ თუ არა გუჯა კახაძის მიერ ნაკრებისათვის შემუშავებული ენერგიის მინიმალური დანახარჯით სირბილის სწავლების მეთოდს "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" და აპირებთ თუ არა მის გამოყენებას?

- ეროვნულ ნაკრებში ექსპერიმენტები დაუშვებელია. გუჯა კახაძემ აღნიშნული სირბილის მეთოდი ჯერ რომელიმე გუნდში უნდა მოსინჯოს.

მკითხველი:

- საქართველოს ეროვნული ნაკრების წინა ხაზში, დღეს ვინ მიგაჩნიათ ნომერ პირველ თავდამსხმელად, ან მომავალში ვის შეეძლება თუნდაც მიუახლოვდეს შოთა არველაძის ნაკრებში გატანილი გოლების მაჩვენებელს?

- დღეს საუკეთესო ქართველი ფორვარდები ლევან მჭედლიძე და მათე ვაწაძე არიან.

მკითხველი:

- გამარჯობა ბატონო კახა, მაინტერესებს თქვენი აზრი გიორგი არაბიძესთან დაკავშირებით, არის თუ არა იგი მზად ეროვნული ნაკრებისთვის? გმადლობთ.

- გიორგი არაბიძე ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია და უახლოეს მომავალში ის აუცილებლად გახდება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

მკითხველი:

- მაინტერესებს, თქვენი აზრით, რესურსიდან და ჩვენი ნაკრების მდგომარეობიდან გამომდინარე, რეალურად რა იქნება ნაკრების მიზანი ჯგუფში?

- ჩვენს ქვეჯგუფში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მეორე ადგილისთვის ბრძოლა შეუძლია.

მკითხველი:

- სტადიონი დაანგრიეს, ფეხბურთში ერთიანობა არ არის, სახელმწიფოს არ აინტერესებს ბავშვების ბედი... როგორ მოვაბრუნოთ ბავშვები ფეხბურთისკენ, ანუ რითი დამარწმუნებდით, რომ ღირს ფეხბურთზე ბავშვის მიყვანა?

- თუ ბავშვს ფეხბურთი უყვარს, ის აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ფეხბურთზე.

მკითხველი:

- გამარჯობა ბატონო კახა, საინტერესო იქნებოდა თქვენი ტაქტიკური სქემის დეტალური განხილვა.

- დიდი ხანია 1-3-4-3 სქემით ვთამაშობ და ის როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში ძალიან ეფექტურია. ამის ახსნა ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ნაკრებისთვის ოპტიმალური სქემაა, თუმცა აქვე დავამატებ, რომ ნაკრები მეორე სქემასაც საჭიროებს.

მკითხველი:

- შემტევი ფეხბურთელებიდან მარტო ვაკო ყაზაიშვილი არის სტაბილურად ძირითადში, დანარჩენები კი ან საერთოდ არ თამაშობენ, ან - 15-20 წუთით. არ მიგაჩნიათ, რომ ეს დიდი პრობლემაა?

- დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაკრების ფეხბურთელს ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა. თუ ის თავის გუნდში არ თამაშობს, ის ფიზიკურად ვერ გაძლებს 90 წუთს, სამწუხაროდ.

მკითხველი:

- ბატონო კახა, ხომ არ თვლით, რომ ალექსანდრე იაშვილს ერთ-ერთ უახლოეს ამხანაგურ თამაშში, რომელიც თბილისში გაიმართება, ეკუთვნის გამოძახება და ღირსეული გაცილება ნაკრებიდან?

- ალექსანდრე იაშვილს "გიბრალტართან" შეხვედრისას, ძირითად შემადგენლობაში თამაში შევთავაზე, თანაც კაპიტნის სამკლაურით. სამწუხაროდ, მან თავი შეიკავა. მე მას დიდ პატივს ვცემ, იაშვილი პროფესიონალიზმის მაგალითია.

მკითხველი:

- მაინტერესებს, რა კრიტერიუმებით ათამაშებთ ნაკრებში უჩა ლობჟანიძეს?

- უჩა ლობჟანიძე ყველაზე გამოცდილი მარჯვენა მცველია დღეს, მაგრამ, მე ვთვლი, ძალიან მალე მას კონკურენციას ოთარ კაკაბაძე გაუწევს.

მკითხველი:

- როგორც ცნობილი გახდა, თქვენ დაესწარით გიორგი პაპუნაშვილის თამაშს ვენის "აუსტრიასთან". როგორ მოგეწონათ მისი თამაში და თქვენი აზრით, რაზე უნდა იმუშავოს გიორგიმ ყველაზე მეტად?

- გიორგი პაპუნაშვილს დრო სჭირდება, რომ ფუნქციონალურად მოუმატოს.

მკითხველი:

- ბატონო კახა, 21 წლამდე ფეხბურთელებზე რომ შემოიღეს კანონი, მაინტერესებს, გაქვთ თუ არა ინფორმაცია საჩხერის "ჩიხურაზე", სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელს აბსოლიტურად ყველა თამაშში მე–16 წუთზე ცვლიან?

- ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ახალგაზრდებს თამაშის საშუალება მისცემოდათ და არა იმიტომ, რომ მატჩის მე-16 წუთზე გამოცვალონ. ეს დაუშვებელია!

მკითხველი:

- თქვენი აზრით, რომელ პოზიციაზე უჭირს საქართველოს ნაკრებს?

- ყველა პოზიციაზე გვჭირდება ფეხბურთელი. ამით, კონკურენცია გაიზრდება ნაკრებში. კონკურენცია კი თამაშის დონეს აამაღლებს.

მკითხველი:

- ადრეულ ასაკში ახალგაზრდა ფეხბურთელები საზღვარგარეთ რომ მეორეხარისხოვან გუნდებში მიდიან, ხომ არ აჯობებს, დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა საზღვარგარედ წამსვლელ ფეხბურთელთათვის 21 წლამდე, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, რომლებშიც ტოპ-კლუბებს ვგულისხმობ?

- ეგ საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა და ამიტომ, მათი გადასაწყვეტია, რომელ რეგულაციებს შემოიღებენ.

მკითხველი:

- ახალ შესარჩევ ციკლს ვიწყებთ, პროგრამა მინიმუმით - ჯგუფში მესამე ადგილის დაგეგმვით, რომელსაც ჯგუფიდან ვერ გავყავართ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ასეთი ამოცანის დასახვა ეროვნული ნაკრებისთვის თავიდანვე წამგებიანია და ჩვენ მორალურად უკვე თავიდანვე განწირულებივართ ჯგუფში ჩასარჩენად?

- როცა ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი გავაფორმე, მაშინ არ ვიცოდი, თუ როგორი ჯგუფი შემხვდებოდა მომავალში, ამიტომაც ვთქვი, რომ მეექვსე კალათიდან, მინიმუმ, მესამე ადგილისვის ვიბრძოლებდით, მაგრამ როცა გავიგე ჩვენი მეტოქეების ვინაობა, ვთქვი, რომ ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
დაუსვი კითხვა გიორგი ყიფიანს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
პაატა გურასპაულის რჩეულს საჩუქარი გადაეცა
დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის