ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვესელინ ბრანიმიროვი: ძალიან მომწონდა ის "დინამო"...

ვესელინ ბრანიმიროვი: ძალიან მომწონდა ის "დინამო"...

ეს საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რეალურად რა დონეზე ვართ, რა შეგვიძლია...
"ლელო" უკვე წერდა იმის თაობაზე, რომ თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიას 40 წლის ბულგარელი სპეციალისტი ვესელინ ბრანიმიროვი უხელმძღვანელებს. "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას არაერთხელ უთქვამს, რომ "დინამოს" სტრუქტურაში აკადემია უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. ფაქტია, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა ამიერკავკასიაში და "დინამოს" ძირითად შემადგენლობას კვალიფიციურ კადრებს უზრდის.

ამ მხრივ, აკადემიის ახალი ხელმძღვანელის ხედვა საინტერესო უნდა იყოს "ლელოს" მკითხველისთვის. ბულგარელი საკმაოდ გულღია მოსაუბრე აღმოჩნდა...

- ბატონო ვესელინ, გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში...

- ფეხბურთში პირველი ნაბიჯები მაშინ გადავდგი, როცა 10 წლის ვიყავი. გავიარე "ჩერნო მორეს" ყველა ასაკობრივი გუნდის სკოლა. ნათამაშები მაქვს ბულგარეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. 17 წლის ვიყავი, როცა შედგა ჩემი დებიუტი "ჩერნო მორეს" პირველ გუნდში. ეს თასის გათამაშების შეხვედრაში მოხდა. 20 წლამდე "ჩერნო მორეში" ვიყავი. მერე გადავედი ბურგასის "ნეფტეხიმიკში". 10 წელი ვითამაშე ამ გუნდში, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი საუკერთესო იყო ბულგარეთში. "ნეფტეხიმიკთან" ერთად ორჯერ მოვიგე ბულგარეთის ლიგის თასი. ერთხელ ვითამაშე ქვეყნის თასის ფინალში და "ლევსკისთან" 0:2 დავმარცხდით. ერთხელაც მეორე ადგილზე გავედით ბულგარეთის ჩემპიონატში. ვითამაშე ევროპულ ტურნირებზე... ამის შემდეგ მივიღე მიწვევა ყაზახეთიდან, კუსტანაის "ტობოლიდან". გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ოგაი. სერიოზული ტრავმა მივიღე იქ. მერე დავბრუნდი სამშობლოში და მალევე, ტრავმის გამო, აქტიური ფეხბურთიდან წასვლა მომიხდა. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე, რომ ფეხბურთელი ნაადრევად ამთავრებს კარიერას. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ახლა ბედს სამწვრთნელო ასპარეზზე ვცდი.

- რომელ ამპლუაში თამაშობდით?

- ცენტრალური მცველი ვიყავი.

- მწვრთნელობა როგორ დაიწყეთ?

- ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ვიყავი, როცა დავიწყე მზადება სამწვრთნელო კარიერისთვის. 24-25 წლის ასაკიდან შევუდექი სხვადასხვა ნიუანსების დაკონსპექტებას, ვაკეთებდი ჩანაწერებს... ჯერ კიდევ მოქმედ ფეხბურთელს მქონდა ჩ და B ლიცენზია... ასე რომ, მწვრთნელობა შემთხვევით და სპონტანურად არ გადამიწყვეტია. აქტიური საფეხბურთო კარიერა რომ დავასრულე, ერთი წელი დავისვენე და მერე მოვკიდე ხელი ჩემს საყვარელ საქმეს. საერთოდ, იმთავითვე ვიცოდი, რომ ფეხბურთის გარეშე ვერ გავძლებდი. ეს არის სფერო, რომელთანაც ჩემი ცხოვრება ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული.

- თბილისში ჩამოსვლამდე თუ იცოდით რამე ქართულ ფეხბურთზე?

- იცით, ალბათ, რომ ვიმუშავე ლვოვის "კარპატიშიც". მაშინ ამ გუნდში ორი ქართველი თამაშობდა - ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი. დაუშვილი დღესაც იქ არის. შესანიშნავი ადამიანები არიან, მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. ბევრს ვიცნობ ქართველებიდან, თუნდაც დავით თარგამაძეს, ჯაბა კანკავას, სანდრო კობახიძეს... მერე, "ტოსნოში" ყოფნის დროსაც მომიხდა თქვენიანებთან მუშაობა. ნამდვილი პროფესიონალები და კარგი ადამიანები - ასე დავახასიათებდი "ტოსნოში" მოთამაშე ქართველებს. იმავეს ვიტყვი სხვებზეც.

- უშუალოდ თბილისის "დინამოზე" რა იცოდით?

- საბჭოთა კავშირის დროს ჩვენთან, ბულგარეთში, ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ რუსული არხები. ყურადღებით ვადევნებდი თვალს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩებს და უნდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტად თბილისის "დინამოს" თამაში მომწონდა.

- როგორ მოხვდით "დინამოს" აკადემიაში?

- თავდაპირველად, როცა გავიგე, რომ აკადემიის ხელმძღვანელი იცვლებოდა (თუ არ ვცდები, ჩემი წინამორბედი ჩინეთში წავიდა სამუშაოდ), ჩV გამოვაგზავნე. თბილისშიც ვიყავი ჩამოსული, ინფრასტრუქტურას გავეცანი. მერე საბოლოოდ გადაწყდა ჩემი საკითხი და აი, დღეს აქ ვარ.

- რას იტყვით თანამედროვე "დინამოზე"?

- როცა ჩვენი თანამშრომლობის საკითხი რეალურად დადგა დღის წესრიგში, შევედი კლუბის ოფიციალურ საიტზე. ვნახე საკლუბო ინფრასტრუქტურა და მოხიბლული დავრჩი. ხოლო მას მერე, რაც ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე, კიდევ უფრო აღფრთოვანებული ვარ. კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. ამაში ნათლად დავრწმუნდი მას შემდეგ, რაც მასთან ვისაუბრე.

- ალბათ, თქვენი ძალისხმევა იქითკენ იქნება მიმართული, რომ აკადემიის რაც შეიძლება მეტმა აღზრდილმა ითამაშოს "დინამოს" ძირითად გუნდში...

- რამდენადაც ვიცი, ჩვენი აკადემიის აღზრდილები "დინამოს" ძირითად გუნდში უკვე საკმაოდ არიან. რა თქმა უნდა, სასურველია და ჩვენი მუშაობაც იქითკენ იქნება მიმართული, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

- თუ ესაუბრეთ "დინამოს" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს? ის ახალგაზრდების დიდი დამფასებელია...

- თბილისში პირველი ვიზიტისას ვისაუბრე ბატონ გეგუჩაძესთან, ვარჯიშსაც დავესწარი... ახლა პირველ გუნდს სულ ვარჯიშები აქვს. 17-წლამდელთა ნაკრებისა და "ცხინვალის" ამხანაგური მატჩის დროს შევხვდი "დინამოს" მთავარ მწვრთნელს და რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ.

- რას იტყვით ზოგადად იმ კონტინგენტზე, რომელიც დღეს არის "დინამოს" აკადემიაში?

- მიმაჩნია, რომ საქმე გვაქვს ძალიან კარგ, ნიჭიერ კონტინგენტთან. დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ, მაგრამ ზოგიერთის საქმეში ნახვა უკვე მოვასწარი, ვიდეოჩანაწერებიც ვნახე...

- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები? ხომ არ აპირებთ უცხოურ ტურნირში მონაწილეობას?

- უცხოურ გუნდებთან თამაში ყოველთვის ძალიან კარგია. ეს საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რეალურად რა დონეზე ვართ, რა შეგვიძლია... დასამალავი არ არის, რომ ზოგიერთ ასაკში ძალიან მცირე კონკურენციაა საქართველოს ჩემპიონატში. არის "დინამო" და არის ერთი-ორი სკოლის გუნდი, ვთქვათ - "საბურთალო". მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და რა გადაწყდება, მალე გაიგებთ. შეიძლება, რომელიმე უცხოურ ტურნირზე ვითამაშოთ ან საერთოდაც, თბილისში ჩავატაროთ წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირი. ეს იდეა განიხილება.

- რა მიმართულებით აპირებთ საქართველოში მუშაობას?

- საიდუმლო არავისთვისაა, რომ ქართველი ფეხბურთელის კოზირი არის ტექნიკა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ფიზიკური მომზადებაც სათანადო დონეზე უნდა იდგეს, ეს აქსიომაა. ჩვენ ევროპულ ბაზარზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი და შესაბამისი კადრები აღვზარდოთ. თვალში საცემია, რომ როცა ქართველი ფეხბურთელები ბურთს კარგავენ, ცოტა რთულად გადადიან შემდეგ ფაზაზე, რასაც დაცვითი ფუნქციების შესრულება ჰქვია. ამ პრობლემაზეც უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, უკრაინაში სხვანაირად არის. იქ არის ბევრი "ფიზიკა" და ნაკლები ტექნიკა. მოკლედ, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ყველაფერი და ასე წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

- მნიშვნელოვანი ცვლილებები ხომ არ იქნება აკადემიის სამწვრთნელო შტაბში?

- აკადემიაში დასაქმებულ მწვრთნელებს ვუთხარი, რომ მათი იმედი მაქვს და შეუძლიათ, მშვიდად აკეთონ თავიანთი საქმე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ღია, გახსნილ, გამჭვირვალე რეჟიმში. მუდმივი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს.

- საქართველოში 17-18 წლის ფეხბურთელი ხშირად ძალიან კარგია, მაგრამ 19 წლისა უკვე რეგრესს განიცდის. ამას ძალიან ხშირად ფეხბურთელის ხასიათს და, ზოგადად, გარემოს ვაბრალებთ. როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ "ქართული პრობლემაა"?

- არა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ახალგაზრდა ფეხბურთელს სჭირდება შანსი. ეს უმთავრესია. ხშირად ის შანსს ვერ იღებს. არის ათასი ნიუანსი - ხასიათი, კვება, მოქცევა მინდვრის გარეთ და მინდორზე. მოკლედ, ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ამ პრობლემას მე არაერთხელ შევხვედრივარ როგორც ბულგარეთში, ისე სხვა ქვეყნებშიც.

- როგორია თქვენი პირველი ქართული შთაბეჭდილებები?

- ძალიან მომეწონა თბილისი. ერთ საღამოს გავისეირნე და ვნახე მისი ძველი ნაწილი. ქართული სამზარეულოთი კი აღფრთოვანებული ვარ. ხალხიც დიდებულია... მოკლედ, საქართველოთი მოხიბლული ვარ.

ალეკო კაკაურიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა

ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა

"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება

სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ