პაველ სრნიჩეკი, სტივენ გოჰური და სხვები, რომელთაც ახლახან დაგვტოვეს
2015 წლის 21 დეკემბრის დილას, ევროპის 1996 ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი პაველ სრნიჩეკი სარბენად გავიდა და... 47 წლის ყოფილ გოლკიპერს გულმა უღალატა.

ის მშობლიური ქალაქის, ოსტრავას კლინიკაში 8 დღე ხელოვნურ კომაში იყო, ტვინში შეუქცევადი პროცესების განვითარების გამო, პაველი უბრალოდ ჩახსნეს აპარატიდან - თქვენს წინაშეა "შავი ქრონიკა" - იმ ფეხბურთელებს გავიხსენებთ, რომელთაც ახლახან დატოვეს დედამიწის საუფლო...

4 იანვარს პაველ სრნიჩეკის დასაფლავებაზე ალან შირერი, პიტერ ბერდსლი, სტივ მაკლარენი და "ნიუკასლ იუნაიტედის" სხვა ვარსკვლავები ჩავიდნენ პატივის მისაგებად მეკარისთვის, რომელმაც "ჯორდების" კარი 150-ზე მეტ მატჩში დაიცვა.

შესრულდა "ნიუკასლის" ტრადიციული ჰიმნი - My Lord Is My Shepherd. სრნიჩეკი იმდენად პოპულარული იყო და ჩრდილოინგლისური პუბლიკის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, რომ "ნიუკასლის" მტრის, "სანდერლენდის" ბანაკიდანაც კი მიაგეს მას პატივი, მაგალითად, ყოფილმა მეკარე ჯიმ მონტგომერიმ.

დედით ფრანგი სრნიჩეკი ოსტრაველი იყო და პროფესიული გუნდებიდან ჩეხეთში მხოლოდ "ბანიკში" აქვს ნათამაშები, მერე იყო "ნიუკასლი", "შეფილდი", "ბრეშა", "კოზენცა", "პორტსმუთი", "ვესტ ჰემი", "ბეირა მარი" და ისევ "ნიუკასლი". სრნიჩეკი 2007 წელს დაემშვიდობა ფეხბურთელობას, 39 წლის ასაკში, მაგრამ არა ფეხბურთს.

მან მშობლიურ ქალაქში სამეკარეო სკოლა გახსნა, შემდეგ კი პრაღის "სპარტაში" მეკარეების მწვრთნელად დაპატიჟეს. ნაკრებში ერთი მატჩი დააკლდა 50-ს, ევრო 1996-ზე სულ სათადარიგო იყო, მაგრამ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მასაც შეხვდა.

საახალწლოდ მდინარე რაინში, ქალაქ კრეფელდის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.

2 იანვარს გერმანიის პოლიციამ უკვე დაზუსტებით განაცხადა, რომ ის სტივენ გოჰური იყო, რომელიც 12 დეკემბრიდან დაკარგულად ითვლებოდა. გოჰური კოტდივუარელი ცენტრალური მცველი იყო, რომელმაც ამ ქვეყნის ნაკრებში 13 მატჩის ჩატარება მოასწრო (3 გოლიც გაიტანა). ტანმაღალი გოჰური ყველაზე მეტად ალბათ, "გლადბახიდან" და "უიგანიდან" უნდა გვახსოვდეს.

2010 წლის მუნდიალზე ის ნაკრების წევრი იყო, მაგრამ არ უთამაშია. 2009 წელს გოჰური მალარიამ ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ღვიძლი სერიოზულად დაუზიანა.

მაშინ აფრიკელი ფეხბურთელი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ 6 წლის მერე - ვეღარ. გოჰური ბოლოს გერმანიის რანგით მეოთხე დივიზიონის კლუბ "შტაინბახის" საღამოზე ნახეს, ის ოჯახთან პარიზში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ აღარ მისულა. ფეხბურთელის გვამს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა, 34 წლის ფეხბურთელის სიკვდილის რეალური მიზეზი გამოცანად დარჩა...

"ფიორენტინას", "პარმას" და სხვა იტალიური კლუბების რეჟინალდოზე არ ვამბობთ, მას დიდხანს სიცოცხლესა და ახალი კლუბის დროულად პოვნას ვუსურვებთ, რეჟინალდო არაუჟOო მასზე 6 წლით უფროსი იყო. მარჯვენა მცველს "კორიტიბაში", "სან პაულუში", "სანტოსსა" და "ფლამენგოში" უთამაშია.

38 წლის რეჟინალდო "პარანა სოკერის" მწვრთნელის ასისტენტი იყო. სწორედ ამ კლუბის ერთ ჩვეულებრივ ვარჯიშზე დატრიალდა ტრაგედია, ბრაზილიელს გულმა უმტყუნდა, ის გაჩერდა...

სერგეი შუსტიკოვი ფეხბურთის შედარებით სტაჟიან ქართველ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ. რუსული კლუბების გარდა, რუსმა უნივერსალმა ესპანეთშიც ითამაშა, კერძოდ, "რასინგში". შემდეგ მწვრთნელობდა, 7 იანვარს შუსტიკოვი საკუთარ ბინაში გულის შეტევით გარდაიცვალა 45 წლის ასაკში. "რასინგის" თამაში წუთიერი დუმილით დაიწყო მის საპატივცემულოდ.

აბელ "შედოუ" სებელე ზიმბაბველი ფეხბურთელი იყო, ის ამერიკულ სტუდენტურ ლიგებში თამაშობდა და ცნობილი ფეხბურთელი არ იყო - 7 იანვარს ის კალიფორნიაში ავტოავარიაში დაიღუპა. შედოუ - ანუ აჩრდილი - მეტსახელი 26 წლის ფეხბურთელს იმიტომ შეარქვეს, რომ ყველგან უფროს ძმას დაყვებოდა კარიერის განმავლობაში. ამჯერად, მათი გზები სამუდამოდ გაიყო.

ხოსე მარია რივასს სალვადორის ნაკრებში 105 მატჩი აქვს ჩატარებული, ის მერე ამავე ნაკრების ექიმი იყო. 2011 წელს მთელმა ქვეყანამ ააგროვა მისთვის ძვლის ტვინის ოპერაციის ფული, მაგრამ ლეგენდა ახლახან ლეიკემიისგან გარდაიცვალა, სულ რაღაც 57 წლის ასაკში.

16 იანვარს "მარიტცბურგ იუნაიტედსა" და "ორლანდო პაირეტს" შორის მატჩის შემდეგ მარიტცბურგელი მონდლი სელე შინ ბრუნდებოდა. სწორედ მან გახსნა ანგარიში ზემოთხსენებულ შეხვედრაში. აღმოჩნდა, რომ ეს მისი ბოლო გოლი იყო სიცოცხლეში, 27 წლის სამხრეთაფრიკელი ავარიაში დაიღუპა. ამ ქვეყანაში ბოლო დროს ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა პროფესიონალი ფეხბურთელი ავტოავარიაში იღუპება.

ქვემოთ ახლახან გარდაცვლილ სხვა ფეხბურთელებსაც ჩამოვთვლით, ისინი იმიტომ არ გამოვარჩიეთ, რომ შედარებით ასაკში წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მაგალითად, მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ლეგენდა მანუელ ველასკესი.

ცნობილმა ნახევარმცველმა კარიერა მხოლოდ სამ კლუბში გაატარა, "მალაგაში", "რეალში" და "ტორონტოში" (ეს "პენსიაზე"). 1966 წელს მან ევროპის თასი მოიგო "რეალთან" ერთად (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა). ის 15 იანვარს გარდაიცვალა მალაგაში, 72 წლის ასაკში.

"ვულვზის" ლეგენდა ყველა გაგებით, როი სვინბორნი 27 დეკემბერს ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა 86 წლის ასაკში.

იანვრის დასაწყისში გარდაიცვალნენ 82 წლის ირლანდიელი ამბროუზ ფოგარტი (ექს-სანდერლენდი), 69 წლის უელსელი ჯონ რობერტსი (არსენალი, სუონსი) და 70 წლის ინგლისელი პერსი ფრიმენი (რედინგი). "აიაქსის" ლეგენდა კლაას ბაკერი 89 წლის გახლდათ, როცა 7 იანვარს ამქვეყნიური გზა დაასრულა. 3 დღეში მას კლუბის მეორე ლეგენდა, ვიმ ბლეიენბერგი მიჰყვა 85 წლის ასაკში. მათ სულ ერთი სეზონი ითამაშეს ერთად, 1956-ში.

9 იანვარს 72 წლისა გარდაიცვალა ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და "ზამალეკის" ერთ-ერთი ლეგენდა ჰამადა ემამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"