ბრილიანტის ლიგის მორიგი ეტაპის მიმოხილვა

ბრილიანტის ლიგის მორიგი ეტაპის მიმოხილვა, როგორც ყოველთვის, კაცებს შორის 100-მეტრიანი დისტანციით დავიწყოთ. პარიზში "მოკლე სპრინტი" პრაქტიკულად იამაიკის ღია პირველობად იქცა, რადგან პოდიუმის სამივე საფეხური სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა დაიკავეს. მძლეოსნობის მოყვარულებმა, როგორც იქნა, იხილეს წელს უსაინ ბოლტის და ასაფა პაუელის დუელი. ამ სტარტამდე იამაკელი სპრინტერები სეზონის საუკეთესო შედეგს იყოფდნენ და შესაბამისად, უძლიერესი მორბენლების დუელი საინტერესო უნდა გამოსულიყო. ამჯერად მაღალი შედეგი ვერცერთმა ვერ აჩვენა, რისი ბრალი შეიძლება ისიც იყო, რომ ბოლტმა სტარტზე წაიფორხილა და მხოლოდ დისტანციის მეორე ნახევარში გაუსწრო პაუელს. გამარჯვებულის დრო იყო - 9,84 წამი, პაუელის - 9,91. ეს არც სეზონის საუკეთესო დრო და მით უმეტეს, არც მსოფლიოს რეკორდი ყოფილა, თუმცა ბოლტმა ტურნირის რეკორდი მაინც გააუმჯობესა, რომელიც 2006 წლიდან იყო ძალაში.

ფინიშის შემდეგ ბოლტმა განაცხადა: "ეს არ იყო ჩემს კარიერაში საუკეთესო გარბენი. დისტანციის პირველი ნაწილი უბრალოდ საშინელი გამოვიდა. 50 მეტრის შემდეგ გავიფიქრე, რომ ასაფას ვეღარ დავეწეოდი. ტემპის მომატება მომიწია. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვე და თან ტრავმა ავიცილე თავიდან".

დიდ ინტერესს იწვევდა 100 მეტრზე ფინალში ფრანგი კრისტოფ ლემეტრის გამოსვლა. ცოტა ხნის წინ, ამ სპრინტერმა საფრანგეთის ჩემპიონატში ისტორიული შედეგი დააფიქსირა - ის გახდა პირველი თეთრკანიანი მძლეოსანი, რომელმაც "მოკლე სპრინტი" 10 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა. ამჯერად ლემეტრმა ვერ გაახარა ადგილობრივი პუბლიკა - მან მხოლოდ 10.09 წამი აჩვენა და მეხუთე მივიდა ფინიშთან.

400 მეტრზე რბოლაში ისევ ვერავინ დაეწია ამერიკელ ჯერემი უორინერს. მას შემდეგ, რაც ოლიმპიური ჩემპიონი ლაშონ მერიტი დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს, ჯერემის უბრალოდ ღირსეული მეტოქე აღარ ჰყავს. ამჯერად უორინერმა დისტანცია 44,49 წამში დაფარა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. სხვათა შორის, ევროპული სეზონის ლიდერი გახდა ბელგიელი ჯონათან ბორლი - მან 44,77 წამი აჩვენა, რაც სერიოზული განაცხადია ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე, რომელიც 27 ივლისს ბარსელონაში დაიწყება.

ასევე ზედიზედ იგებს "ბრილიანტის ლიგის" სტარტებს ნორვეგიელი ანდრეას ტორკილდსენი. ოლიმპიურმა ჩემპიონმა უახლოეს მდევარს ოთხ მეტრზე მეტი მოუგო. უახლოესი მდევარი კი არა ფინელი ტერო პიტკამიაკი, არამედ ამავე ქვეყნის ახალგაზრდა მძლეოსანი - ტეემუ ვირკალა აღმოჩნდა, რომელიც უკვე მეორედ ჩაერია ამ დისციპლინის აღიარებული წარმომადგენლების ბრძოლაში.

სულ მცირედი დააკლდა 110 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიოს რეკორდის დასამყარებლად ამერიკელ დევიდ ოლივერს, სამაგიეროდ მან თავისი ქვეყნის რეკორდი გააუმჯობესა - 12,89 წამი. დისტანციაზე ოლივერის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ უახლოეს მდევარს 23 მეასედი წამი მოუგო.

სხვა სტარტებიდან აღსანიშნავია ამერიკელი ელისონ ფელიქსის გამარჯვება 200 მეტრზე - 22,14. მან თავის პრინციპულ მეტოქეებს - ამერიკელ შალონდა სოლომონსა (22,55) და ბაჰამელ მსოფლიოს ჩემპიონ დები ფერგიუსონს (22,62) დამაჯერებლად მოუგო.

ქალებს შორის სიმაღლეზე ხტომაში საინტერესო ბრძოლა ჰქონდათ ხორვატ ბლანკა ვლასიჩსა და ამერიკელ შანტე ჰოვარდ-ლავს. ორივემ მიაღწია 2 მეტრს, თუმცა ბლანკამ კონკურენტს 2 სანტიმეტრით გაუსწრო - მისი შედეგი 2,02 მეტრი იყო.

ევროპის ჩემპიონატამდე "ბრილიანტის ლიგის" კიდევ ერთი ეტაპი ჩატარდება - 22 ივლისს მძლეოსნებს მონაკო უმასპინძლებს.

IX ეტაპი. პარიზი (საფრანგეთი)

კაცები

100 მ. 1. უსაინ ბოლტი (იამ) - 9,84; 2. ასაფა პაუელი (იამ) - 9,91; 3. იოჰან ბლეიკი (იამ) - 9,95. 400 მ. 1. ჯერემი უორინერი (აშშ) - 44,49 (სეზონის საუკეთესო შედეგი); 800 მ. 1. აბუბაკარ კაკი (სუდ) - 1.43,50; 110 მ/თარჯრბენი. 1. დევიდ ოლივერი - 12,89 (სეზონის საუკეთესო შედეგი); 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. ბრიმინ კიპროპ კიპრუტო (კენ) - 8.00,90 (სეზონის საუკეთესო შედეგი); ჭოკით ხტომა. 1. რენე ლავილენიე (საფ) - 5,91; სამხტომი. 1. დავიდ ჟირალტი (კუბ) - 17,49; შუბის ტყორცნა. 1. ანდრეას ტორკილდსენი (ნორ) - 87,50.

ქალები

200 მ. 1. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 22,14; 1500 მ. 1. ანა ალმინოვა (რუს) - 3.57,65 (სეზონის საუკეთესო შედეგი); 5000 მ. 1. ვივიან ჩერუიოტი (კენ) - 14.27,41 (სეზონის საუკეთესო შედეგი); სიგრძეზე ხტომა. 1. ბრიტნი რიზი (აშშ) - 6,79; სიმაღლეზე ხტომა. 1. ბლანკა ვლასიჩი (ხორ) - 2,02; ბადროს ტყორცნა. 1. იარელის ბარიოსი (კუბ) - 65,53; ბირთვის კვრა. 1. ნადეჟდა ოსტაპჩუკი (ბლრ) - 20,78.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში