ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა დიღმის ტანვარჯიშის დარბაზში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ღიად საუბრობს
ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ, რომელიც ახალგაზრდებს შორის 2006 წლის მსოფლიოს, 2007 წლის ევროპის ჩემპიონი და უფროსებში მსოფლიოს პირველობის ფინალისტია, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადისთვის მზადების პროცესზე წერს.

"დილა მაგრად დაიწყო. ჯერ ხომ მოსკოვის პროსპექტიდან ამხელა გზაზე დიღომში დავდივარ გაყინულ დარბაზში იმიტომ, რომ გათბობა არ გვაქვს და დღეს კი დარბაზიც დაკეტილი დამხვდა. ევროპის ჩემპიონატამდე ორი თვე დარჩა, რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე კი - 6. მაგარი მომზადება მიმდინარეობს", - წერს ლუბა.

აღსანიშნავია, რომ დიღმის ტანვარჯიშის დარბაზში გათბობა უკვე თვეზე მეტია, რაც გამორთულია. სპორტსმენები ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის გაუსაძლის პირობებსა და ტყუილებში ვარჯიშობენ. ტყუილებში იმ დაპირებებს ვგულისხმობთ, რომელსაც კონკრეტული პირები ოლიმპიელებს აძლევენ - ორშაბათიდან ჩაირთვება გათბობაო, მაგრამ რომელი ორშაბათიდან, ჯერაც უცნობია...

Sportall.ge ლუბას დაუკავშირდა და მზადების პრობლემებზე ესაუბრა.

"დარბაზში ძალიან ცივა და ვარჯიში შეუძლებელია. სულ გვპირდებოდნენ, რომ შეპირებულს შეასრულებდნენ, გათბობას ორშაბათს ჩართავდნენ და ზუსტად მაგ იმედით დავდიოდი ყოველდღე დარბაზში, მაგრამ ვერაფრით დადგა ეგ ორშაბათი.

იმდენი თანხაც არ გვაქვს, სამწუხაროდ, რომ მთელი გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, შეკრებაზე ახლაც გავიდეთ და მერეც, შეჯიბრების წინაც. წინა წელს, საერთოდ, შეკრებაზე ჩემი ხარჯებით წავედი.

მიუხედავად დაბრკოლებებისა, ყოველთვის ვცდილობ ქართველი გულშემატკივრის გახარებას და ჩემი ქვეყნის სახელის წარმატებულად გატანას. თავს არც ამჯერად დავზოგავ. განსაკუთრებული პირობები არასდროს გვქონია, მაგრამ შედეგი ყოველთვის გვქონდა. ახლაც, დახმარებით თუ ჩემი სახსრებით, ყველანაირად ვეცდები, მივაღწიო იმას, რისთვისაც 3 წლის ასაკიდან ვიბრძვი.

სამწუხაროა და გული მწყდება, რომ დღესდღეობით ასეთ პირობებში მიწევს მომზადება", - გვითხრა გოლოვინამ.

შეგახსენებთ, აპრილში გოლოვინას ევროპის ჩემპიონატი ელის, აგვისტოდან კი ძალებს უკვე მესამედ, ოლიმპიურ თამაშებზე მოსინჯავს.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
ლუბა გოლოვინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინას VII ადგილი მსოფლიოს თასზე
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
საქართველო ევროპულ თამაშებზე მოპოვებული მედლებით მესამეა!
ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა [VIDEO]
საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრები სამშობლოში ბრუნდება
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
რუსუდან ხოფერია: ლუბა გოლოვინა ტოკიოს ოლიმპიადისთვის აშკარა ფავორიტი იქნება