ვის საკუთრებაშია აღნიშნული დარბაზი და ვის ეკისრება გადასახადების გადახდა
ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ, რომელიც ახალგაზრდებს შორის 2006 წლის მსოფლიოს, 2007 წლის ევროპის ჩემპიონი და უფროსებში მსოფლიოს პირველობის ფინალისტია, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადისთვის მზადების პროცესზე წერს და აღნიშნავს, რომ დიღმის დარბაზში, სადაც ის ვარჯიშობს, ყინვაა.

აღსანიშნავია, რომ დიღმის ტანვარჯიშის დარბაზში გათბობა უკვე თვეზე მეტია, რაც გამორთულია.

სპორტსმენები ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის გაუსაძლის პირობებსა და ტყუილებში ვარჯიშობენ. ტყუილებში იმ დაპირებებს ვგულისხმობთ, რომლებსაც კონკრეტული პირები ოლიმპიელებს აძლევენ - ორშაბათიდან ჩაირთვება გათბობაო, მაგრამ რომელი ორშაბათიდან, ჯერაც უცნობია...

დავინტერესდით, თუ ვის საკუთრებაშია აღნიშნული დარბაზი და ვის ეკისრება გადასახადების გახდა. ამასთან დაკავშირებით ბატუტზე ხტომის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ბესო გამსახურდიას გავესაუბრეთ.

"ეს დარბაზი გადაცემის პროცესშია - ის სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. დღეს დიღმის დარბაზში ველოდები სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს, მოსვლას აპირებენ და იქნებ დასრულდა კიდეც უკვე რეგისტრაციის პროცესი... არ ვიცი ნამდვილად.

გადასახადებზე პასუხისმგებლობა მერიას ეკისრება იმიტომ, რომ დროულად არ გადასცა ის სპორტის სამინისტროს. კოდებიც კი არ იყო მინიჭებული, თუ ვის უნდა გადაეხადა გაზის და დენის გადასახადი. სამინისტროს რომ გადაეცეს, დაფიქსირებული უნდა იყოს ვიღაცის ბალანსი.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფრით ყველაზე მეტად სპორტსმენები ზარალდებიან, მაგრამ ეს ჩვენი ფედერაციიდან გამომდინარე ნამდვილად არ არის.

როგორც კი ოლიმპიადა დამთავრდა, დავალიანება მაშინვე მოგვივიდა და ერთი თეთრიც კი არ გადაუხდია მერიას. სანამ თვეების მანძილზე ერთმანეთში არკვევდნენ, ვის უნდა გადაეხადა ის წინა თვეების დავალიანება, ვის ბალანსზე იყო, ახალი დავალიანებებიც დაემატა.

გაზის და დენის კომპანიებს რამდენჯერმე ვთხოვეთ, რომ გადაევადებინათ და არ გამოერთოთ, მაგრამ ამ თვეში უკვე მესამედ გვიწევდა და ამდენ დათმობაზე აღარ წამოვიდნენ. "ყაზტრანსგაზთან" პირდაპირ კონტაქტზე გავედით. მისი მეპატრონე რუსია და მას მეილზე გადავუგზავნეთ წერილობითი თხოვნა, სანამ დოკუმენტაცია გაკეთდებოდა და უარი მოგვივიდა - ჯერ გადაიხადეთ დავალიანება, შემდეგ კი ჩავრთავთო", - გვითხრა ბესო გამსახურდიამ.

Sportall.ge-სთან საუბარში გოლოვინამ თქვა, დარბაზში მივედი და დაკეტილი დამხვდაო. ვიცე-პრეზიდენტს ამაზეც ვკითხეთ.

ლუბა გოლოვინა: ოლიმპიადისთვის ყინვაში ვემზადები, გათბობა არ გვაქვს...

"დარბაზს რაც შეეხება, ის ღიაა. ლუბა გოლოვინა თავისი სურვილით დილაადრიან მოვიდა და დაკეტილი დახვდა, რადგანაც 31 დეკემბრიდან მოყოლებული, დაცვაც კი არ გვყავს, გასაღებები მწვრთნელებს აქვთ და ისინი აღებენ დარბაზს, რომ სპორტსმენები, თუნდაც ამ გაყინულ დარბაზში, ვარჯიშის გარეშე არ დარჩნენ. ეტყობა სხვებს არ შეუთანხმდა და ისე მივიდა დარბაზში, ამიტომ დახვდა დაკეტილი.

რამდენიმე დღეში ბიუჯეტიც დამტკიცდება და როგორც კი ეს მოხდება, ლუბას თურქეთში შეკრებაზე გავუშვებთ", - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

shah name
ერთი სპორტსმენისთვის ვერ მოგივლიათ რა უნდა გელაპარაკოთ
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
თეონა ჯანჯღავა და ანა ოდიშვილი ბატუტზე სინქრონულ ხტომებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ
ᓥᕐᓠᓗ
ლუბა გოლოვინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინას VII ადგილი მსოფლიოს თასზე
ბატუტზე მხტომელმა თენგიზ კოშკაძემ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა
საქართველო ევროპულ თამაშებზე მოპოვებული მედლებით მესამეა!
ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა [VIDEO]
საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრები სამშობლოში ბრუნდება
რუსუდან ხოფერია: ლუბა გოლოვინა ტოკიოს ოლიმპიადისთვის აშკარა ფავორიტი იქნება