ლევან კობიაშვილი:

"ჩემს ბოლო პრესკონფერენციაზე ვისაუბრე კახა ცხადაძეზე. ბოლოპერიოდში განვითარებული მოვლენები ჩემთვის მოულოდნელი იყო.

დაახლოებით თვეზე მეტია ჩემსა და კახას შორის მოლაპარაკებები მიდის მის კონტრაქტზე.

კახას ჩემგან სრული მხარდაჭერა გვქონდა და ვაფიქსირებდი, რომ მინდოდა კახა დარჩენილიყო მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მინდოდა გვერდში დამდგომოდა, დათანხმებულიყო იმ პირობას რასაც ვთაზაზობდით, მაგრამ მისი მხრიდან სულ კატეგორიული უარი იყო.

დღევანდელი დაპირისპირება ქართულ ფეხბურთში არის მხოლოდ კახა ცხადაძის ბრალი.

ბოლო ჩვენი შეხვედრა მოხდა მისი პრესკონფერენციის წინა საღამოს ფედერაციაში, კიდევ ერთხელ ავუხსენი დეტალურად რასაც ვთავაზობდი, კიდევ ერთხელ ვუთხარი რომ მსურდა გვერდში დამდგომოდა. ამ საუბრის მერე მან იცოდა,რომ 2 დღე არ ვიქნებოდი საქართველოში და იმ საღამოს,როდესაც ტელეფონზე ვისაუბრე, ჩემსა და მის შორის საბოლოო კონტაქტი გაწყდა: ჩემს მესიჯებზე, ჩემს ზარებზე არ პასუხობდა. მე მგონი, იმდენ პატივისცემას მაინც ვიმსახურებ, რომ ზარისთვის ეპასუხა. ამის შემდეგ ჩვენ ურთიერთობა აღარ გვქონია.

ფეხბურთის ფედერაცია წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის მილიონნახევარ ლარს, დაახლოებით 3 მილიონი მთლიანობაში (მომდევნო წლების). მის სამწვრთნელო შტაბს 8000 ლარს თვიურად. პლუს ამას, კახა ცხადაძემ 2015 წლის აპრილში, უხელფასო პერიოდში, ფედერაცამ გაუფორმა უპროცენტი სესხი 100,000 ლარი და ის შემდეგ ყოველთვიურად ეჭრებოდა და დღევანდელი მოცულობით დარჩენილია 50,000 ლარი.

მე კახას შევთავაზე ამ თანხების 50% ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარცენის - ერთიანად გადახდა იმ მინიმალური შედეგის მიღწევის შემტხვევაში. პლუს ამას თუ მეორეზე გავიდოდა, კიდევ დამატებით 50% თანხისა.

კახამ გუშინ ტყუილი მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს 30% დამატებით ეკუთვნის მსოფლიოზე გასვლის შემთხვევაში. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას. ჩემი შეთავაზება კი იყო მეორეზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50% იყო - გინდ გასულიყო, გინდ არა.

ამის გარდა მე შევთავაზე, ის დარჩენილი 50,000 ოლრი,რომელიც დასაბრუნებელია, ამ თანხის განულება.

თუ მისთვის პრეზიდენტის შემოტავაზება არ ნიშნავს ოფიციალურს, მე არ მესმის მისი ქმედებების,რასაც ბოლო პერიოდსი აკეთებს. ეს სიტუაცია აზარალებს ქართულ ფეხბურთს,ნაკრებს...

2009 წელს 12 ივნისს აღმასკომზე საკითხი იყო გასული - ცხადაძე იყო 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც სფფ-ს წასვლის შესახებ სთხოვა და ბაქოს ინტერსი წასვლა იტხოვა. "მან გაგვიცხადა,რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი"- ასე წერს სფფ. აღმასკომმა გაათავისუფლა და კომპენსაციის სახით ცხადაძეს მათთვის უნდა გადაეხადა 40,000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი.

ჩემთვის საწყენია,რომ კახა თვლის, თიტქოს ლევან კობიაშვილი არაფერს წარმოადგენს და ის გადაწყვეტილებსბ ვიღაცის მითითებით იღებს. ვაცხადებ, ყველა გადაწყვეტილება ,რომელიც მივიღეთ და მომავალში მივიღებთ, იქნება ჩემი და ჩემი გუნდის გადაწყვეტილება და არა ვინმე სხვისი.

კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და სპორტის სამინისტროს. ის,რაც მან წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვება იქით, სადაც მათ არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ, რასაც კახა ბოლო პერიოდში აკეთებს.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარცუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა არ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრტნელი. ჩემთვის ეს საკიტხი გადაწყვეტილი. კახასთვის მნიშვნელოა ის ფისირებული თანხა და არა ის, რომ დარწმუნებული იოსთავისი გუნდის შესაძლებლობებში.

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...