საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ახლა საჭიროა, კარგად დაიგეგმოს მოსამზადებელი ეტაპი და მოთამაშეები მზადყოფნაში შეხვდნენ საკვალიფიკაციო მატჩებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია: ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: მონტენეგრო, სლოვაკეთი და ალბანეთი. გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ კენჭისყრას დაესწრო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა. მიუნხენიდან კენჭისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.

"შესარჩევ ეტაპზე ისეთი სისტემაა, რომ ყველა მატჩში მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. მოგეხსენებათ, ფინალურ ეტაპზე პირდაპირი გზით ჯგუფების გამარჯვებულები გადიან, ხოლო მეორე ადგილიდან ევრობასკეტზე მხოლოდ 4 საუკეთესო მოხვდება. ამიტომ, წაფორხილების საშუალება არ გვაქვს.

საჭიროა, ყველა მეტოქესთან ბოლომდე დავიხარჯოთ და რაც შეიძლება, დიდი სხვაობით გავიმარჯვოთ. შეიძლებოდა, შედარებით სუსტ, ან ძლიერ ჯგუფშიც მოვხვედრილიყავით.

ახლა საჭიროა, კარგად დავგეგმოთ მოსამზადებელი ეტაპი და, რაც მთავარია, მოთამაშეები მზადყოფნაში შეხვდნენ საკვალიფიკაციო მატჩებს. იმედი მაქვს, ტრავმიანობა არ იქნება და აგვისტოს ბოლოდან საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატებულად ჩავერთვებით.

მონტენეგროს გასულ წლებში ჩავარდნა ჰქონდა, რაც ამ ქვეყნის წამყვანი მოთამაშეების ნაკრებში არყოფნით იყო გამოწვეული. ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ყველა ძლიერი კალათბურთელი შეკრიბონ და ევრობასკეტზე მოხვდნენ.

გაიმართა ასევე ასაკობრივი ნაკრებების და გოგონათა 18-წლამდელთა ნაკრების კენჭისყრა. როგორც იცით, პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში თბილისი ფიბა-ევროპის ტურნირს მასპინძლობს. 8-13 ივლისს საქართველოში ჩამოვა 6 უცხოური ნაკრები და საკმაოდ დიდი გამოწვევა გველის. იმით, რომ ფიბა-ევროპამ ეს პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, იმის ნიშანია, რომ თუკი ამ ტურნირს მაღალ დონეზე ჩავატარებთ, მომავალში უფრო სოლიდური შეჯიბრებების ჩატარების საშუალება მოგვეცემა", - განაცხადა გაბრიჩიძემ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

vaxvax
მწვრთნელთა სავარაუდო კანდიდატები დაასახელეთ
tengabi
ბატონო მიხეილ, გერჩია კოკოშკოვთან ადრე გაგვეფორმებინა კონტრაქტი. ბოლოს კარგი შედეგები დადო. სამწუხარო იქნება ნაკრები მიღწეულს თუ ვერ განავითარებს.
კოკო
მწვრთნელის გარეშე?
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა