"მიუნხენ 1860"-ის წევრისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და 17-წლამდელთა ნაკრებში ჩარიცხვა ვერ მოხერხდა
"მიუნხენ 1860"-ის წევრი ლუკა ჩხაიძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად შეკრებაზეც იმყოფებოდა და ამხანაგურ მატჩებშიც ითამაშა, მაგრამ ჩვენს ნაკრებში ოფიციალურად ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

საქმე ისაა, რომ მისი ორივე მშობელი გერმანიის მოქალაქეა და სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება ჩხაიძისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება. ამას წინათ ლუკამ "ლელოსთან" ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდებოდა და მარტში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში თამაშის შანსი მიეცემოდა, მაგრამ, როგორც ქართველ 17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა გვითხრა, ჩხაიძე ამ ეტაპზე ქართულ პასპორტს ვერ მიიღებს.

"ამ მიმართულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბევრი იმუშავა. ჩვენც ბევრი ვეცადეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, კანონში ხელმოსაჭიდი ვერაფერი ვიპოვეთ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, ამჟამად კი გამორიცხულია, ლუკამ საქართველოს სახელით ითამაშოს", - თქვა ჟორჟიკაშვილმა.

bb king
ხო მარა ვინ აძლევს? ეგრე ადვილად კი არ არიგებენ ეგენი მოქალაქეობას... აბა ვინმე ყატარელი ბიზნესმენი გაიჩითოს სამ ცალს ერთად ჩაახუტებენ. კანონში რა უნდა იპოვოთ ხელმოსაჭიდი ქვეყანას თავის ბავშვი ვერ უთამაშებია ნაკრებში. უცხოეთში ვინმე თუ დაჭირდათ ნაკრებში გადამთიელიც რო იყოს მოუგვარებენ საპასპორტო ამბებს და ჩარიცხავენ გუნდში... ალბათ ფეხებზე დაიკიდეს, დაეზარათ ვიღაც ბავშვის გამო რატო უნდა შეიწუხონ თავი. საჯარო რეესტრი მაგარ ფორმაშია რო კითხო. მიხედეთ მაგ ამბავს ნამუსიც კარგი საქონელია!
soso
მიიგოს დედამისმა ან მამამისმა ორმაგი მოქალაქეობა და მერე ლუკა ჩხაიძეც მიიღებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა