მეორე წრის სტარტზე "დორტმუნდი" "ბაიერნზე" უკეთეს ფორმაში ჩანს
* "ჰამბურგთან" 2:1-ზე მოგებულმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ ერთადერთი ბავარიელი, ვინც მეორე წრეს მართლაც კარგ ფორმაში შეხვდა, რობერტ ლევანდოვსკია.

* ჟერომ ბოატენგის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია - მიუნხენელთა დაცვის ბურჯი ფეხბურთს მინიმუმ სამი თვე ვეღარ ითამაშებს.

* მარკო როისს "დორტმუნდის" მაისურით ბუნდესლიგის 96 შეხვედრაში 47 გოლი აქვს გატანილი.

მიუნხენის "ბაიერნმა" მეორე წრე დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ რეკორდმაისტერს ჩემპიონურად არ უთამაშია. "ჰამბურგთან" 2:1-ზე მოგებულმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ ერთადერთი ბავარიელი, ვინც მეორე წრეს მართლაც კარგ ფორმაში, შეხვდა, რობერტ ლევანდოვსკია.

რომ არა 27 წლის პოლონელი გოლეადორი, გვარდიოლას ბიჭები ბუნდესლიგის მეორე წრეს გამარჯვებით ვერ დაიწყებდნენ. პოლონელმა დუბლი შეასრულა (ერთი პენალტით), "ჰამბურგის" ერთადერთ გოლს კი ერთდროულად სამი ავტორი ჰყავდა!

"ბაიერნმა" სამი ქულა მოიპოვა და ბოატენგი დაკარგა

თავად განსაჯეთ: "ბაიერნს" ნახევარი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ "ჰამბურგის" კართან პირველი საგოლე მომენტი შეექმნა, თუმცა მიუნხენელთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ის პირველივე მომენტი გოლით დასრულდა: რენე ადლერმა მასთან პირისპირ გასული თომას მიულერი წააქცია და დანიშნული პენალტი სწორედ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

აქვე არასასიამოვნო ფაქტიც: პოლონელი თერთმეტმეტრიანს რომ ურტყამდა, "ჰამბურგის" ფანებმა სანთებელა ესროლეს, თუმცა ლევანდოვსკის არ მოხვედრია - სადღაც პენალტის ნიშნულსა და მეკარის საჯარიმოს შორის დაეცა.

ჰამბურგელებმა ანგარიშის გათანაბრება ერთობ უცნაური გოლით მოახერხეს: აარონ ჰანტმა ჯარიმა შეასრულა, საჯარიმოში ჩააწოდა და, მოულოდნელად, ბურთი მანუელ ნოიერის კარში აღმოჩნდა. ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ გერმანიის საფეხბურთო ლიგამ ეს გოლი სხვადასხვა დროს, სამ სხვადასხვა ფეხბურთელს ჩაუთვალა - საბოლოოდ და ოფიციალურად კი, გოლის ავტორი თავად ჰანტია. არადა, გოლი თავიდან ლასოგამ იზეიმა და ოფიციალურ ვებგვერდებზეც მისი გვარი ეწერა; მერე გოლის ავტორი გადააკეთეს და ჩაბი ალონსოს ავტოგოლი დაუწერეს, საბოლოოდ კი მაინც ჰანტი. გამეორებაზე ჩანს, რომ ლასოგა და ალონსო ბურთს მართლაც არ შეხებიან.

"ბაიერნი" სრულყოფილ ფეხბურთს ვერ თამაშობდა, მაგრამ რეკორდმაისტერმა თავისი მაინც გაიტანა, რაც აბსოლუტურად ლევანდოვსკის დამსახურებაა. მატჩის შემდეგ ჰამბურგელთა თავკაცი ბრუნო ლაბადია ცოფებს ყრიდა, "ბაიერნი" ისედაც უძლიერესია და დღეს ფორტუნა მიუნხენელებისკენ იყოო.

თუმცა მოგება მოგებაა და მიუნხენელები მაინც გახარებულები იყვნენ, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ჟერომ ბოატენგის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია - მიუნხენელთა დაცვის ბურჯი ფეხბურთს მინიმუმ სამი თვე ვეღარ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ეს სეზონი მისთვის უკვე დამთავრდა.

იხილეთ ვიდეო

"დორტმუნდი" ფორმაშია!

მოიგო "ბაიერნის" მთავარმა მდევარმაც, თუმცა დორტმუნდელებს გაცილებით რთული მატჩი ჰქონდათ - სტუმრად, მიონხენლადბახის "ბორუსიასთან". თომას ტუხელის შეგირდებმა "ბორუსია პარკზე" შესანიშნავად ითამაშეს. განსაკუთრებით კარგ ფორმაში ჩანს მარკო როისი, რომელმაც ყოფილ კლუბს გოლიც გაუტანა.

ზოგადად, როისს "დორტმუნდის" მაისურით ბუნდესლიგის 96 შეხვედრაში უკვე 47 გოლი აქვს გატანილი, რაც შემტევი ნახევარმცველისთვის ბრწყინვალე შედეგია. შედარებისთვის, თავის დროზე "გლადბახში" მან 94 მატჩში 36 გოლი გაიტანა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ოფიციალურ მატჩებში როისს ძალიან ხშირად პირველი გოლი გააქვს, რაც ამ ფეხბურთელის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. აი, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი პიერ-ემერიკ ობამეიანგი კი მიონხენგლადბახში უგოლოდ დარჩა.

იხილეთ ვიდეო

შააფის კოშმარული სტარტი

"ჰანოვერის" ხელმძღვანელებმა 54 წლის თომას შააფი გუნდის მთავარ მწვრთნელად იმ იმედით დანიშნეს, რომ ეს უკანასკნელი "წითლებს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან იხსნის და ამიტომაც იყო თომასის სადებიუტო შეხვედრაში "ჰანოვერი" მთელი საფეხბურთო გერმანიის ყურადღების ცენტრში. თანაც, შააფის გუნდი "დარმშტადტს" ხვდებოდა. მაგრამ თომასს საშინელი დებიუტი გამოუვიდა - 1:2 საკუთარ მოედანზე გუნდთან, რომელიც თავადაც გადარჩენისთვის იბრძვის და, რაც შააფისთვის ყველაზე ცუდია, "ჰანოვერი" ბოლო ადგილზეა!

აღსანიშნავია, რომ ჰანოვერელები ახალწვეულ უგო ალმეიდას გოლით იგებდნენ - ეს ის კაცია, ვინც შააფს "ვერდერშიც" ჰყავდა, ახლა "ჰანოვერშიც" ჩაიყვანა. მაგრამ "დარმშტადტმა" თამაშის სათავისოდ შეტრიალება მოახერხა და საინტერესოა, რომ ორივე გოლი იმ სანდრო ვაგნერის ანგარიშზეა, რომელიც თომასს 2010-დან 2012 წლამდე "ვერდერში" ჰყავდა.

ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ "ჰანოვერს" ყველაზე მეტად დაცვაში უჭირს - "დარმშტადტს" კიდევ ჰქონდა საგოლე მომენტები. მომდევნო ტურში "ჰანოვერი" "ლევერკუზენს" სტუმრობს და თომასს იმ შეხვედრაში უფრო გაუჭირდება წარმატების მიღწევა. თანაც, სანე და შულცი დისკვალიფიცირებულები ეყოლება - ამ ფეხბურთელებმა შაბათს მეხუთე გაფრთხილებები მიიღეს.

"ჰერტამ" ვეღარ გაგვაოცა, "შტუტგარტი" გამოცოცხლდა

ბერლინის "ჰერტამ" პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარა, სეზონის მეორე ნახევარი კი დედაქალაქელებმა წარუმატებლად დაიწყეს - მესამე ადგილზე მყოფ კლუბს საკუთარ მოედანზე "აუგსბურგთან" ფრე (0:0) სწორედ წარუმატებლობად უნდა ჩავუთვალოთ. სამაგიეროდ, მეორე წრის დასაწყისში გამოცოცხლებული ჩანს "შტუტგარტი" - შვაბებმა კიოლნიდან სამი ქულა წაიღეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.

XVIII ტური

22 იანვარი

ჰამბურგი-ბაიერნი 1:2

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (37-პენ), 1:1 ჰანტი (53), 1:2 ლევანდოვსკი (61)

ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, ჯურუ, კლებერი, ოსტჟოლეკი - კაჩარი (81. იუნგი), ჰოლტბი - ნ. მიულერი, ჰანტი, ილიჩევიჩი (69. გრეგორიჩი) - ლასოგა (77. რუდნევსი).

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი (56. ხავი მარტინესი), ბადშტუბერი, ალაბა - ჩაბი ალონსო - დუგლას კოშტა (81. რობენი), თ. მიულერი (69. ვიდალი), ტიაგო ალკანტარა, კომანი - ლევანდოვსკი.

გაფრთხილება: ოსტჟოლეკი, კაჩარი, ადლერი, ნ. მიულერი - ლამი, ჩაბი ალონსო

კუთხური: 2-7; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 7(1)-20(5); ბურთის ფლობა: 30%-70%.

მაყურებელი: 57 000

23 იანვარი

კიოლნი-შტუტგარტი 1:3

გოლები: 1:0 მოდესტე (19-პენ), 1:1 დიდავი (36), 1:2 ვერნერი (51), 1:3 გენტნერი (83)

კიოლნი (4-2-2-2): ჰორნი - ოლკოვსკი (52. ცოლერი), მარო, ჰაინტცი, ჰექტორი - მ. ლემანი, ფოგტი (71. იოიჩი) - რისსე, ბიტენკური (66. მლადენოვიჩი) - ოსაკო, მოდესტე.

შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - გროსკროიტცი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა - სერეი დიე - რუპი (87. კლაინი), გენტნერი, დიდავი, კოსტიჩი (92. ბაუმგარტლი) - ვერნერი (77. კრავეტსი).

გაფრთხილება: ნიდერმაიერი

კუთხური: 8-5; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15(4)-16(8); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 50 000

ჰანოვერი-დარმშტადტი 1:2

გოლები: 1:0 უგო ალმეიდა (10), 1:1 ვაგნერი (31), 1:2 ვაგნერი (47)

ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი (90. ა. ზობიეხი), ზორგი - ჰოფმანი - სანე, პრიბი - შმიდებახი (72. სენ-მაქსიმი) - უგო ალმეიდა, სალაი.

დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - გარიჩი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა - ნიმაიერი, გონდორფი - ჰელერი, როზენტალი (92. ჟუნიორ დიასი), რაუში (76. კემპე) - ვაგნერი (88. შტრო-ენგელი).

გაფრთხილება: სანე, კ. შულცი - ნიმაიერი, ვაგნერი, გონდორფი, რაუში, გარიჩი

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13(5)-13(5); ბურთის ფლობა: 69%-31%.

მაყურებელი: 35 600

ჰერტა-აუგსბურგი 0:0

ჰერტა (4-3-2-1): იარშტაინი - ვაიზერი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, დარიდა (89. შტარკი), ლუსტენბერგერი (68. ბაუმიოჰანი) - ჰარაგუჩი, კალუ - იბიშევიჩი.

აუგსბურგი (4-2-2-1-1): ჰიტცი - ვერჰეგი, ჰონგი, კლავანი, მაქსი - ბაიერი, კორი - ესვაინი (90. ფოილნერი), კაიუბი - ჟი (72. მორავეკი) - ბობადილია (91. მატავჟი).

გაფრთხილება: იბიშევიჩი, ბრუკსი - მაქსი, კაიუბი, ვერჰეგი

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12(2)-11(5); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 35 196

ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 1:1

გოლები: 1:0 ჰამადი (40), 1:1 თოფრაქი (75)

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ბაუმანი - კადერაბეკი, შერი, ზიულე, კიმი - რუდი, შტრობლი - ფოლანდი (76. უთი), ჰამადი (79. ამირი), შმიდი - ვარგასი (83. კრამარიჩი).

ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - იედვაი (68. დონატი), თაა, თოფრაქი (86. რამალიო), ვენდელი - კრამერი, კამპლი - ბელარაბი (67. ბრანდტი), ჩალჰანოღლუ - ჩიჩარიტო, კისლინგი.

გაფრთხილება: კიმი, ჰამადი - იედვაი, დონატი

კუთხური: 2-9; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 5(3)-17(8); ბურთის ფლობა: 36%-64%.

მაყურებელი: 24 140

ინგოლშტადტი-მაინცი 1:0

გოლი: 1:0 ჰარტმანი (41-პენ)

ინგოლშტადტი (4-1-2-3): იოზჩანი - და კოშტა, მატიპი, ჰიუბნერი, ბაუერი - როჯერი - პ. გროსი, მორალესი (68. კრისტიანსენი) - ჰარტმანი (92. ბრეგერიე), კაჩუნგა (63. ლეშანო), ლეკიე.

მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა - კლემენსი (80. ს. სერდარი), მალი (85. დე ბლასისი), ჟაირო (71. მუტო) - კორდობა.

გაფრთხილება: გროსი, მორალესი - ლატცა, კორდობა

კუთხური: 3-1; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 9(4)-7(4); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 13 500

გლადბახი-დორტმუნდი 1:3

გოლები: 0:1 როისი (41), 0:2 მხითარიანი (51), 1:2 რაფაელი (58), 1:3 გიუნდოგანი (75)

გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - კორბი (92. დრმიჩი), კრისტენსენი, ელვედი (80. ჰინტერეგერი), ვენდტი - ნორდტვეიტი, დაჰუდი (80. ჰოფმანი) - ტრაორე, ფ. ჯონსონი - შტინდლი, რაფაელი.

დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, პარკი - ვაიგლი - როისი (70. დურმი), გიუნდოგანი, კასტრო (70. გინტერი), მხითარიანი - ობამეიანგი (76. რამოსი).

გაფრთხილება: ელვედი - ვაიგლი

კუთხური: 3-1; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10(3)-12(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 54 010

24 იანვარი

აინტრახტი-ვოლფსბურგი 3:2

გოლები: 0:1 დანტე (25), 1:2 მაიერი (66), 2:1 მაიერი (73), 2:2 შიურლე (79), 3:2 მაიერი (93)

აინტრახტი (4-2-2-2): ჰრადეჩკი - ჰასებე, სამბრანო, აბრაამი, ოჩიპკა - რუსი, შტენდერა - აიგნერი (92. იგნიოვსკი), ჰუსტი - მაიერი, სეფეროვიჩი (46. ფაბიანი).

ვოლფსბურგი (4-2-2-1-1): ბენალიო - ვიეირინია, ნალდო, დანტე, როდრიგესი - ტრეში, გილავოგი - დ. კალიჯური (62. იუნგი), დრაქსლერი (86. შეფერი) - კრუზე (78. ბენდტნერი) - შიურლე.

გაფრთხილება: ჰუსტი, ჰასებე

კუთხური: 3-3; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12(6)-18(11); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 35 000

შალკე-ვერდერი 1:3

გოლები: 1:0 მატიპი (4), 1:1 ფრიტცი (43), 1:2 პისარო (53), 1:3 უჯა (89)

შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა, მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - გაისი (76. დი სანტო), გორეტცკა - ლ. სანე, მ. მაიერი (60. ბელჰანდა), ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი.

ვერდერი (4-2-2-2): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია - ფრიტცი, ბარგფრედე (40. იუნუზოვიჩი) - იოზთუნალი (92. ბარტელსი), გრილიჩი - პისარო (84. ფრიოდე), უჯა.

გაფრთხილება: კოლაშინაცი - გრილიჩი, იუნუზოვიჩი, პისარო

კუთხური: 13-1; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 20(4)-17(6); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 62 271

ბომბარდირები: 18 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 17 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - თომას მიულერი (ბაიერნი); 11 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 10 - ალექს მაიერი (აინტრახტი).

მომდევნო ტური

29 იანვარი:

მაინცი-გლადბახი

30 იანვარი:

დორტმუნდი-ინგოლშტადტი, ლევერკუზენი-ჰანოვერი, აუგსბურგი-აინტრახტი, ვერდერი-ჰერტა, დარმშტადტი-შალკე, შტუტგარტი-ჰამბურგი

31 იანვარი:

ვოლფსბურგი-კიოლნი, ბაიერნი-ჰოფენჰაიმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
"მესი მოკვდავს ჰგავს - დავაძინებთ" - ინგლისელები წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - თურანი მას თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
ბუნდესლიგა XXXII ტური: ქვემოთ დიდი ამბები გველოდება [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXVIII ტური: "ბაიერნს" ჩემპიონობამდე სამი მოგება აკლია
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია